იაპონიაში ააშენეს სახლი, რომლის სახურავზე ალუბლის ბაღია გაშენებული


ეს სასტუმრო იაპონიაში არქიტექტორ ტერუნობუ ფუძიმორის მიერ არის დაპროექტებული. სახლი იმით გამოირჩევა, რომ მას ბუნებასთან განსაკუთრებული კავშირი აქვს. გარდა იმისა, რომ სახლი ფანჯრებიდან საოცარი ხედი იშლება მთებსა და ბრინჯის ყანებზე, ამ სახლი სახურავზე იზრდება ალუბლის ხეები, რომელიც ტურისტებს თავისი ყვავილობითა და ფოთლების შრიალით დაუტკბობს გულებს.

ტერუნობუ ფუძიმორი საკმაოდ ცნობილი არქიტექტორია იაპონიაში და გამოირჩევა იმით, რომ მუშაობის დროს ბუნებას ყოველთვის წინა პლანზე აყენებს და ამას ცოტა უჩვეულოდაც კი აკეთებს ხოლმე. იგი მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალების გამოყენებაზე როდი არის ორიენტირებული, საკუთარ
ნამუშევრებში ბუნებას იმდენად უცნაურად იყენებს, რომ ჯადოქარ არქიტექტორსაც კი უწოდებენ. მისი ნამუშევრებიდან ცნობილია ჩაის ხეებიანი სახლი, ასევე სახლი ფეხებზე, რომელიც ხის ბოძებზე დგას.

არც მისი ბოლო ნამუშევარი გახლავთ ამ მხრივ გამონაკლისი - სახლი, რომელიც ერთი შეხედვით გემს მოგაგონებთ, ბრინჯის ყანების ზღვას გადაჰყურებს, შენობის სახურავზე კი თავს ალუბლის ბაღი იწონებს.

სახლი პატარა სოფელში მდებარეობს, ფუძიმაში. მისი ფანჯრებიდან კარგ ამინდში იაპონიის მთავარი სიმბოლო, ფუძის მთა მოჩანს. ამიტომაც არქიტექტორმა გადაწყვიტა, რომ ყურადღების ცენტრში არსებულ ლანდშაფტზე საუცხოო ხედი მოეწყო.

არქიტექტორი პროექტებში ყოველთვის ისტორიულ კონტენტს მიმართავს, რაც ტრადიციულ სახლებსა და მშენებლობის მეთოდში გამოიხატება. ამ შემთხვევაში ისტორიასთან დამაკავშირებელი ხაზი ალუბლის ხეებია.

სახლს აქვს საძინებელი, საკუჭნაო, სამზარეულო, მისაღები. სასადილო ზონა აივანსა და დიდი ტერასას უერთდება. სახლის ავეჯი და ბუხარიც არქიტექტორის მიერ არის დაპროექტებული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები