თანამედროვე ცხოვრების რეალობა ასეთია - პლანეტის მაცხოვრებლების უმეტესობას არჩევანი გაკეთება უხდება, ან იპოთეკა უნდა გადაიხადოს, ან - ქირა, ან ალტერნატიული ვარიანტი უნდა ეძებოს. ორივე შემთხვევაში ადამიანებს ძალიან მძიმე ტვირთი აწვებათ, ხელფასიდან ხელფასამდე თავი ძლივს გააქვთ ხოლმე, ადამიანურ პირობებში რომ იცხოვრონ. ამ წყვილმა გადაწყვიტა, თავი დაეღწია მსგავსი ვალდებულებებისგან და ალტერნატიულ ვარიანტად სკოლის ავტობუსი მოძებნა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წყვილს 3 შვილი ჰყავს.
ოჯახი რენტონში, ვაშინგტონში ცხოვრობდა პაწაწუნა ბინაში. ბრაიან სალივანი ორ სამსახურში მუშაობდა იმისთვის, რომ მეუღლე და იმ დროისთვის ორი შვილი საცხოვრებლით
უზრუნველეყო. ტრანსფორმაციის შემდეგ მესამე შვილიც გაჩნდა.
საკუთარი ცხოვრების კარდინალურად შეცვლის სურვილი წყვილს ერთ-ერთი ვიდეორგოლის ყურების შემდეგ გაუჩნდა. ნახეს, რა შეიძლება მოჰყვეს ენთუზიაზმს და თავადაც გადაწყვიტეს რისკზე წასვლა და ქირაზე უარის თქმა. მთავარი ის არის, რომ თავდაპირველად იდეა ბრაიანის ცოლს, სტრელას გაუჩნდა და ქმარს შესთავაზა. ბრაიანს ცოლის შეთავაზება თავიდან ხუმრობა ეგონა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ საქმე სერიოზულად იყო.
დასაწყისში ყველაფერი ძალიან უიმედოდ და აბსურდულად გამოიყურებოდა, ორი ბავშვით ავტობუსში ცხოვრება ვერავის წარმოედგინა, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ გეგმაც შედგა და წყვილი მის განხორციელებასაც შეუდგა. მათ ძველი ავტობუსის ძებნა დაიწყეს.
როგორც იქნა, სულ რაღაც 2,8 ათას დოლარად ავტობუსი მოიძიეს. მართალია, ამას შემდეგ საკმაოდ დიდი ხარჯი მოჰყვა, მაგრამ წყვილის გადაწყვეტილება მყარი იყო.
ჯერ თავად ავტობუსი უნდა შეეკეთებინათ ისე, რომ გამართულად ემუშავა და ნებისმიერ დროს მოეხერხებინათ გადაადგილება. შემდეგი ეტაპი დათბილვა იყო, რადგან ოჯახს აქ მთელი წელი უნდა ეცხოვრა. მიზანი სრულყოფილი, მყუდრო საცხოვრებელი ადგილის შექმნა გახლდათ და არა რაღაც თავშესაფრის.
აღსანიშნავია, რომ ძირითადი სამუშაოები წყვილმა თავად, საკუთარი ხელით გააკეთა, ვიწრო პროფილის სპეციალისტები მხოლოდ გამოუვალ სიტუაციებში მიიწვიეს. ტრანსფორმაციას 1 წელის დასჭირდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ყველაფერი ისე იგეგმებოდა, გათვალისწინებული იყო ოჯახში მატება და ტრანსფორმაციის ბოლოს მესამე შვილიც შეეძინათ.
ტრანსფორმაციის დროს ყველაზე რთული გათბობის და წყლის სისტემების დამონტაჟება გახლდათ. დანარჩენი ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენონ ყველა კუთხე. ოჯახს აქვს სრულფასოვანი სამზარეულო, აბაზანა, საძინებელი და ა.შ. ერთი სიტყვით, ოჯახი კომფორტულად დასახლდა.