"ახლა შევისწავლე "სვარკაც", "ბარგალკაც"... ჩემი მეუღლე გვერდში მიდგას" - როგორია თბილისიდან სოფელში გადასახლებული ჟურნალისტის ცხოვრება

"სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბით რომ ცხოვ­რობ და უცებ, თბი­ლის­თან ახ­ლოს, მაგ­რამ სო­ფელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი სა­მუ­შაო ია­რა­ღე­ბით ხელ­ში, ვი­დე­ო­კა­მე­რის, "პეტ­ლი­ჩ­კე­ბის" და დიქ­ტო­ფო­ნის ნაც­ვლად" - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა პა­ტა­რა­ია...
იგი უმ­შვე­ნი­ე­რესს მსა­ხი­ობ­თან ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძეს­თან მე­გობ­რო­ბა­საც იხ­სე­ნებს. ეკა პა­ტა­რა­ი­ას ეკუთ­ვნის ერთ-ერთი ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც მან ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძეს­თან ჩა­წე­რა..

ეკა პა­ტა­რა­ია სოფ­ლად გა­დას­ვლის, უდი­დე­სი სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს...

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თბი­ლის­ში გა­ვა­ტა­რე. ძი­რძვე­ლი თბი­ლი­სე­ლი ვარ, ოთხი თა­ო­ბით... ბა­ბუ­ა­ჩე­მის და სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში, სო­ფელ პა­ტარ­ძე­ულ­ში იყო გა­თხო­ვი­ლი, ბე­ბი­ა­ქა­ლად იყო ცნო­ბი­ლი მთელს სო­ფელ­ში. ქმარ-შვი­ლი მე­ო­რე სა­მა­მუ­ლო ომში და­ე­ღუ­პა.

მან გა­და­წყვი­ტა, თა­ვი­სი
კარ-მი­და­მო ძმის­შვი­ლე­ბის­თვის, დე­და­ჩე­მის­თვის და დე­ი­და­ჩე­მის­თვის ეან­დერ­ძა. ასე გაგ­ვიჩ­ნდა სო­ფე­ლი. თუმ­ცა ისე, მოხ­და რომ ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ჩვე­ნი ნა­წი­ლი კარ-მი­და­მო გავ­ყი­დეთ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო. მთე­ლი ბავ­შვო­ბა აქ მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. სკო­ლის არ­და­დე­გებ­ზე დე­დას ორი თვით ჩა­მოვ­ყავ­დით მე და ჩემი ძმე­ბი.. დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ყვე­ლა აქ ვიკ­რი­ბე­ბო­დით ზა­ფხუ­ლო­ბით და ძა­ლი­ან კარგ დროს ვა­ტა­რებ­დით. აი, ის ნოს­ტალ­გია სულ მქონ­და. ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ეზო­ში ხილ­საც ვკრეფ­დი, პო­მიდვ­რე­ბის და კიტ­რე­ბის დარ­გვა-და­თეს­ვა­ში, მო­სავ­ლის აღე­ბა­შიც აუ­ზის გა­სუფ­თა­ვე­ბა­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მახ­სოვს, ხის ღო­ბე­ებს, ხე­ებს კი­რით ვღე­ბავ­დით, თხილს, ნუშს, კა­კალს ვბერ­ტყავ­დით და ვკრეფ­დით, და­მი­ბა­რავს, მო­მი­თოხ­ნია კი­დეც - მა­ლი­ნა, მარ­წყვი, მაყ­ვა­ლი სულ გვქონ­და...

სოფ­ლის სუნი, მე­ზობ­ლის მო­ხუ­ცი ქა­ლის, მარო ბე­ბოს თო­ნე­ში გა­მომ­ცხვა­რი ცხელ- ცხე­ლი შო­თე­ბი, პო­მიდვ­რის და კიტ­რის სა­ლა­თი, ახა­ლა­მოყ­ვა­ნი­ლი ყვე­ლის გემო, სულ თან დამ­ყვე­ბო­და. სო­ფელ­ში თუ ჩა­მო­ვი­დო­დი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­მერ­გო ახა­ლი ნერ­გე­ბი, გა­მე­კე­თე­ბი­ნა პა­ტა­რა ბა­ღჩა, ამე­ღო ჩემი მო­სა­ვა­ლი. მხო­ლოდ, თბი­ლი­სი­დან აქ გად­მო­სახ­ლე­ბა­ზე არ ვფიქ­რობ­დი არას­დროს. ისევ რა­ღაც გა­რე­მო­ე­ბამ, მა­ი­ძუ­ლა აქ წა­მოს­ვლა.

- რო­გორ გა­და­წყვი­ტეთ?

- თბი­ლის­ში ბინა უკვე აღარ მქონ­და. გავ­ყი­დე. თან, დე­დაც და ჩემი ტყუ­პის­ცა­ლი ძმაც აქეთ იქ­ნენ წა­მო­სუ­ლე­ბი. ეს სახ­ლი, სა­დაც ახლა ვარ, ჩემი დე­ი­დი­სა იყო, მისი და მისი ქმრის აშე­ნე­ბუ­ლი ამ მი­წა­ზედ. უკვე მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო, დე­ი­და 15 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, ბი­ძა­ჩე­მიც სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ ცხოვ­რობ­და, ჩემს დე­ი­დაშ­ვილ­საც დრო არ ჰქონ­და, აქა­უ­რო­ბის­თვის მი­ე­ხე­და და ვთხო­ვე, ჩემ­თვის და­ეთ­მო. მე მო­ვუვ­ლი­დი დე­ი­დას სა­ხელ­ზე, შე­ვიყ­ვა­რებ­დი ისე რო­გორც დე­ი­დას, რო­მე­ლიც ჩემი მე­ო­რე დე­და­სა­ვით იყო. მარ­თლაც შე­ვის­ყი­დე სახ­ლი, თუმ­ცა ეს ის თან­ხა არ იყო, რაც შე­იძ­ლე­ბო­და ეს სახლ-კარი ღი­რე­ბუ­ლი­ყო. სიმ­ბო­ლუ­რად გა­და­ვუ­ხა­დე გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხა და ძა­ლი­ან ჩქა­რი ტემ­პით და­ვი­წყე ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა.. ელექტრო გაყ­ვა­ნი­ლო­ბის გა­მოც­ვლით, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის შეყ­ვა­ნით, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ჭით, სახ­ლის გარ­შე­მო რკი­ნა-ბე­ტო­ნე­ბის ჩას­ხმით და ასე შემ­დეგ, რათა შე­მექ­ნა ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, რომ გვე­ცხოვ­რა... და­ბალ ბე­ლე­ტაჟ­ზე იდგა სახ­ლი, ცა­რი­ე­ლი კედ­ლე­ბით. ია­ტა­კი ძა­ლი­ან შე­ლა­ხუ­ლი, ჩა­ვარ­დნი­ლი, კედ­ლე­ბი და­ხეთ­ქი­ლი, ჭერი ჩა­მო­ვარ­დნი­ლი, სა­ხუ­რა­ვი შე­საც­ვლე­ლი, ეზო ეკალ-ბარ­დე­ბით გა­დავ­სე­ბუ­ლი, ღობე დამ­ტვრე­უ­ლი, მოკ­ლედ, სა­მუ­შაო აუ­რა­ცხე­ლი იყო. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები