"ჩვენთან მოსული სტუმარიც ადგილობრივ კულტურას ეცნობა. ამით ვართ გამორჩეული მასპინძლები" - არაბულების სოციალური საწარმო ხევსურეთში

„ჩემი ოჯახი კორშაში 60-იან წლებში დასახლდა. ისეთი ადგილი იყო, რომ გამვლელი და გამომვლელი, ყველა ჩვენთან შემოდიოდა. ნელ-ნელა ტურიზმი განვითარდა. მეტი სტუმარი რომ მიგვეღო, გავფართოვდით, იქვე სახელოსნოც ავაშენეთ. თვითონ მხატვარი ვარ, შვილებმაც ეს პროფესია აირჩიეს. ვცდილობთ, ადგილობრივი კულტურა შემოვინახოთ და ახალგაზრდა თაობა დავაინტერესოთ. სახელოსნოში ახალგაზრდებს ტრადიციულ ხევსურულ ხელობას ვასწავლით, ვამზადებთ სუვენირებს, ტრადიციულ ხევსურულ ტანისამოსს. ჩვენთან მოსული სტუმარიც ადგილობრივ კულტურას ეცნობა. ამით ვართ გამორჩეული მასპინძლები.", - წერს შოთა არაბული, სოციალური საწარმო „არაბული არტჰაუსის“ დამფუძნებელი.

ხევსურეთში, არაბულების სოციალურ საწარმოს ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებაში ევროპის
ფონდი ეხმარება.


კომენტარები

ქეთი 2020-07-03 09:24
საოცარი ადამიანები. მიყვარხართ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები