"რაც მთავარია, სოფელში ბოლი ამოდის...“ - გაიცანით 23 წლის ბიჭი, რომელიც ხევსურეთში დაბრუნდა მუდმივად საცხოვრებლად

ალბათ ბევრ ჩვენგანს სმენია მუდმივი ჩივილი ცხოვრების გართულებაზე, შესაძლოა, თავადაც დამძიმებულა უიმედო ფიქრებით, არადა, ცხოვრებას წუწუნი კი არ ცვლის, არამედ ადამიანები, რომლებსაც აზრად არ მოუვათ, რომ რამის შეცვლა შეუძლებელია და ცვლიან კიდეც.

32 წლის ტარიელ გოგოჭური ხევსურეთში, სოფელ ჭორმეშავში დაბრუნდა მუდმივად საცხოვრებლად. ჯერჯერობით სრულიად მარტო ცვლის ცხოვრებას, არა მხოლოდ თავისას, არამედ სხვებისასაც და დარწმუნებული ვარ, ცოტა ხნის შემდეგ იმ ხევსურებზეც დავწერ, რომლებიც ტარიელ გოგოჭურის დაბრუნებამ სოფელში დააბრუნა. დავინტერესდი, ბევრი იყოყმანა თუ არა მან სოფელში დაბრუნებამდე.

- ამაზე რომ გიპასუხოთ, ჯერ
ის უნდა გითხრათ, რამხელა დარდით წამოვედი ჩემი სოფლიდან, რამხელა ტკივილი მიმყვებოდა, როდესაც იმ ადგილებს ვტოვებდი, რომელთა გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, მით უფრო, რომ სოფელში შერჩენილი ერთადერთი ოჯახი ვიყავით, მაგრამ 2004 წელს უდიდესი ტკივილი გადავიტანეთ ჩემი უფროსი ძმის ტრაგიკულად დაღუპვით, რის შემდეგაც ავიკრიფეთ და სხვებივით წავედით ქალაქში საცხოვრებლად. ვაზიანში დავსახლდით. მოგვიანებით სოფელს ზაფხულობით ვუბრუნდებოდით და შემოდგომაზე უკან მოვდიოდით. რა თქმა უნდა, ყოველ შემოდგომაზე კვლავ ის სიმძიმე მომყვებოდა, სოფლიდან წასვლისას რომ განვიცადე. ეს ამბები ასეთი მარტივი არ არის. შენს ბავშვობასთან, მამა-პაპათა ბილიკებთან გამოთხოვება ადვილი როდია! ეს ტკივილი მუდამ სულში გიტრიალებს. ჰოდა, პანდემია, თავისუფლებისთვის შექმნილი ადამიანის ოთხ კედელში გამოკეტვა აღმოჩნდა ბიძგი, რომელმაც საბოლოოდ მათქმევინა, მორჩა, უნდა ავიკრიფო და სოფელში სამუდამოდ დავბრუნდე-მეთქი. თავიდან დავიწყე ყველაფერი. მე და ჩემმა ძმამ წლობით მიტოვებისგან ფუძემორყეული სახლი გავამაგრეთ და ახალი ბოსელიც ავაშენეთ საკუთარი ხელითა და ადგილობრივი მასალით. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

სვეტს მელაძე 2023-04-07 09:49
გაიხარეთ,გამრავლდით და იდღეგრძელეთ
სოლომონი 2022-01-26 19:44
კი დაბრუნდა მაგრამ მთავარია არ გამობრუნდეს!! :)
თამაზი ბექაური 2022-01-26 07:22
წარმატებებს გისურვებ ბატონო ტარიელ. ხევსურეთის და საქართველოს დიდმა სალოცავებმა გაგაძლიეროს და გაგამრავლოთ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები