დიზაინერული ხრიკები, რომლებსაც ადამიანები არასწორად იყენებენ

სივრცის ათვისების ეფექტური დიზაინერული ხრიკების მხოლოდ ცოდნა როდია საკმარისი იმისთვის, რომ ინტერიერი სწორად მოვაწყოთ, ეს ხრიკები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ კიდეც. მოდით ვნახოთ, რომელი კლიშეების გონივრული გადაკეთებაა მიზანშეწონოლი.

1. ყრუ კედელი სარკით ჩაანაცვლეთ

სარკესთან დაკავშირებული ინტერიერის ხრიკი ნამდვილ ჯადოსნურ ჯოხად იქცევა ხოლმე, თუ სწორად გააკეთებთ. მაგალითად, თუ შესასვლელში სივრცის გადიდება სარკის ხარჯზე გსურთ და კედლის მესამედზე დაკიდებთ სარკეს, ამით გადიდების ნაცვლად შესასვლელს დაავიწროვებთ, აქ მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ საკე მთელ კედელზე უნდა განათავსოთ.

2. კედლის ფერი ავეჯი

ინტერიერის მოწყობის ამ
ხრიკის ლოგიკა ზედმიწევნით მარტივია - ავეჯის ფერი ჰარმონიულად შეერწყმება კედლის ფერს და სივრცე გადატვირთული აღარ გამოჩნდება. ასეთი გადაწვეტილება ფოტოზე ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მთელი ავეჯი კედლის ფერს თუ შეერწყა, თვალისმოსაჭიდი ნივთი აღარ იარსებებს, ამიტომ ნუ გაგიტაცებთ მონოქრომული ინტერირი, კედლის ფერებში მხოლოდ გაბარიტული ნივთები შეარჩიეთ, დანარჩენი აქსესუარები კი ჰარმონიულად მოარგეთ ძირითად ფერს. გახსოვდეთ, რომ კონტრასტი ძალიან ეფექტური გადაწყვეტილებაა.


3. ერთი აქცენტირებული კედელი

სივრცის ვიზუალურად აღქმა კონტრასტის ხარჯზე მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. ასე იქმნება მოცულობა.
ღია ფერის კედლებს მუქი აქენტები სჭირდება, მუქი კედელი ყოველთვის სწრაფად აღიქმება, მით უმეტეს, თუ ის წინა კედელია, ამ შემთხვევაში გვერდითა კედლები ვიზუალურად შორდება.

4. ოთახი პრიალა ზედაპირების ხარჯზე გაანათეთ

დიზაინერებს ძალიან უყვართ პროიალა ზედაპირები სწორედ იმის გამო, რომ ასეთ ზედაპირს აქვს უნარი აირეკლოს შუქი და სივრცე კიდევ უფრო ნათელი გამოჩნდეს.

თუმცა შესაძლებელია ამ დროს ინტერიერს სიმყუდროვე დააკლდეს. ამიტომ იცოდეთ, რომ მაგალითად სამზარეულოში, პრიალა ზედაპირი უნდა შეუხამოთ დაბურულს, ეს უნდა გააკეთოთ ისე, რომ ესა თუ ის ნივთი თან პრაქტიკული იყოს და თან ლამაზი და ეფექტური. თუ პრიალა ზედაპირი არ მოგწოთ, მაშინ ოთახის განათებაზე სხვა მხრივ უნდა იზრუნოთ, ამ მიზნით ხშირად პრიალა ჭერს იყენებენ, მაგალითად ფრანგულ გასაჭიმ ჭერს.

5. სივრცის გასადიდებლად გამოიყენეთ ღია ფერები

ეს ის ხრიკია, რომლის შესახებაც ყველამ ძალიან კარგად იცის. ოთხი კედელი ერთ ფერში გასაგებია, იქნება ეს თეთრი, კრემისფერი, ღია ნაცრისფერი თუ სხვა, მაგრამ თუ ერთი ფერის იქნება კედელი და ჭერიც, მაშინ სივრცე საერთოდ უსაზღვრო იქნება. თუმცა კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ღია ფერი ძალიან მყუდრო და სასიამოვნოა იმ ოთახისთვის, რომელიც კარგად არის განათებული და რომელსაც მზე ადგება, თუ ასე არ ხდება და ოთახი ჩრდილოეთის მხარეს არის, მაშინ ღია ფერი მას მხოლოდ სიმკაცრესა და სიცივეს შესძენს. ამ შემთხვევაში გირჩევთ უპირატესობა თბილ ფერებს მიანიჭოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები