ასე ცხოვრება არ შეიძლება! - გლამურული უკრაინელის ვიპ-ბინა

ქალბატონებო და ბატონებო! მინდა მოგიყვეთ საშინელი დაავადების შესახებ. 2000-იანი წლების დასაწყისში ამ დაავადებით დაავადდა მრავალი ადამიანი. ეს დააავადება ცნობილია ძველი დროიდან, მაგრამ სერიოზულ ეპიდემიებს ადგილი არ ჰქონდა. იყო ცალკეული შემთხვევები, მაგრამ მოვიდა 21-ე საუკუნე, ხალხს გაუჩნდა დიდი ფული და დაიწყო.
დაავადება ძალიან ვერაგია, ის აზიანებს თავის ტვინს. მისით ავადდებიან კომპლექსიანი და ამბიციური პიროვნებები, რომლებიც ძლიერ განიცდიან საკუთარ ცნობადობას გარკვეულ საზოგადოებაში. როგორც მიხვდით, ამ დაავადების ძირითადი სიმპტომებია ამბიციურობა, ღირებულებათა სისტემის რეპიტიული შეფასება. ყველაფერი იწყება უბრალო სურვილით, გამოირჩეოდე რაიმეთი სხვებისგან, რაც ჩვეულებრივი

ადამიანური გრძნობაა, მაგრამ შეუძლებელი ხდება რა, ადამიანი გამოირჩეოდეს ჭკუით ან რამე მიღწევებით, პერსონა იწყებს გარეგნობის შეცვლას. გოგონებს, როგორც წესი, ებერებათ ტუჩები, უღიავდებათ თმა, სელფის მუდმივი გადაღებით უგრძელდებათ ხელები. მამაკაცებს კი ეცვლებათ სიარულის მანერა და ძალებს არ იშურებენ საკუთარი ავტომობილების წარმოჩენისთვის.
სხვათა შორის, ამ დაავადებამ თანამედროვე კულტურაში დიდი წვლილი შეიტანა და მსოფლიო არ იქნებოდა ისეთი ლამაზი, რომ არა ეს ეპიდემია - ვიპ-პერსონების. ამ დაავადებით ავადდებიან მარკეტოლოგები. ისინი გამოირჩევიან ავადმყოფური სწრაფვით ბრჭყვიალა და არასაჭირო საგნებისადმი. ისინი ბოლო ფულს ხარჯავენ ამ ნივთებში... 
სამწუხაროდ, ეს დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარება. ახლა კი ვნახოთ ერთი ასეთი ავადმყოფის, კიევური ბომონდის წარმომადგენლის საცხოვრებლის შესახებ.


დავიწყოთ მისაღებით! ის გამოირჩევა ფერების სიმძაფრით. შეხედეთ გამჭვირვალე სკამებს და სურათს, ლეოპარდის ჩარჩოს, ჭაღების ფორმებს. ფერების გამა აშკარად პატრონის შერჩეულია.


ეს უბრალოდ მისაღები არ არის. ეს შანელის მისაღებია. ამის შესახებ შემთხვევით სტუმარს დავიწყების უფლებას არ მისცემს გიგანტური ლოგოტიპები სავარძლის ბალიშებზე და განსაკუთრებით ხალიჩაზე. სხვათა შორის, მოხუც კოკოს ეხერხებოდა ავადმყოფი გოიმებისგან ფულის ამოქაჩვა, რითიც სარგებლობენ მისი შთამომავლები.

სკამის საზურგეებსაც ამშვენებს შანელის ლოგო. ყურადღება მიაქციეთ ლეოპარდის სკამს და არ გაგიკვირდეთ, თუ ის კატისთვისაა განკუთვნილი. შეხედეთ დივანს, ის ნიანგის ტყავის არის. გვირგვინი იატაკზე! ალბათ მიხვდით, ავეჯიც ნიანგის ტყავისაა.


შანელის მისაღებიდან გადავდივართ გუჩის ოქროს საძინებელში. დააკვირდით კარადების სახელურებს და პუფებს. თუ ეს გეცოტავათ, ყურადღება ფარდებზე გაამახვილეთ. ამ ყველაფერს აგვირგვინებს ლეოპარდის პორტრეტი, გლამურის უმაღლესი დონე!

სამზარეულო! მართლაც შესასწავლი საგანია. კარგია, რომ დიზაინერი ფლობს ისეთ ინსტრუმენტს, როგორიც არის ფერი. ის არ აძლევს თვალებს დასვენების უფლებას. აქ სტუმრებს აუცილებლად უნდა შესთავაზო ვარდისფერი სათვალეები.


ეს კაბინეტია თუ საბავშვო ოთახი?! თქვენ როგორც გსურთ, ისე ჩავთვალეთ. როგორც მიხვდით, ხალიჩის ლოგო საბავშვო არ არის. ეს ფენდი საბავშვოა.


ეს ტყუპების ოთახია, აქაც დომინირებს "ფენდი".

 


ყოველივე ამის შემდეგ აბაზანა ძალიან უბრალოდ გამოიყურება, მაგრამ აქაურობას ფლამინგო ალამაზებს.


რაღაც მომენტში ტალღები შესასვლელის კედლებზე იწყებს შენს ჩათრევას.

კომენტარები

რუსიკო 2018-07-30 12:53
რომ მაჩუქონ მაშინაც კი არ მინდა.
ნანა 2018-03-20 11:50
მე მომწონს, რაღაც სხვა სამყაროში გადავედი,
ბავშობაში რომ ვკითხულობდი ხოლმე წიგნებს, ზღაპრულში სადაც ყველაფერი ფერადი და ლამაზია. თითქოს დარდი არ არსებობს,
keti 2018-03-18 23:08
gasartobi otaxebia kargia patarebistvis rodesac ickeben perebis scavlas scored es otaxebi daexmarebat
eka 2017-03-26 16:13
ღმერთო ეს რა საშინელებაა
ელზა 2017-03-12 10:46
ამ ბინის პატრონს აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები