ყველაზე მოდური და აქტუალური ჭაღები - აი, როგორი უნდა აირჩიოთ!

ჭაღის შეძენა ადვილი პროცესი სულაც არ არის, ის საგულდაგულო დაფიქრებას მოითხოვს. როგორც განათების ცენტრალური ელემენტი,  იშვიათად იცვლება, ზოგ შემთხვევაში კი მას საერთოდ არ ცვლიან. ამიტომაც, სანამ ჭაღის შეძენას გადაწყვეტთ, სასურველია გაეცნოთ აქტუალურ ტრენდებს, რათა არჩევანი ისეთ ნივთზე გააკეთოთ, რომელიც არ შეგარცხვენთ არც ერთი და არც ხუთი წლის შემდეგ.
ზოგადად 2016 წლის მოდელები 2017 წელსაც საკმაო პოპულარობით სარგებლობს და აქტუალურია. მისაღებო ოთახის ჭაღები არცთუ ხშირად და მკვეთრად იცვლის მიმართულებას.


საუკუნის ვარიანტად მიიჩნევა სტილი "კლასიკა", ასეთი სტილის ჭაღები აქტუალური იყო ათობით წლის

წინ და ასევე აქტუალურია დღესაც და სამომავლოდაც აუცილებლად ექნება დაკავებული საკუთარი ნიშა. 2017 წლის კლასიკური სტილის ჭაღი ძალიან კარგად შეიძლება შეეხამოს რამდენიმენაირი სტილის ოთახს. ასეთი სტილის ჭაღის შეძენა მშვენიერი კაპიტალდაბანდება იქნება. მისაღები ოთახის დიზაინის შეცვლის დროსაც კი მისის შეცვლა აუცილებელი სულაც არ იქნება. 2017 წელს სულ უფრო იზრდება მოთხოვნილება ბროლის ჭაღებზე.


2016 წლიდან მოდაში შემოვიდა ძველებური სანათები. ეს გახლავთ ძველი, სანთლებიანი მოდელების მიხედვით დამზადებული ჭაღები, უფრო რეტროს სტილის, მაგალითად, 2017 წელს მისაღები ოთახისთვის ძალიან მოდაშია ედისონის სანთლებიანი ჭაღები.

პოპულარობას არ კარგავს მოდერნის სტილის ჭაღები. 2017 წლიდან ტრენდი ხდება კოსმიური მოტივები და ნეიტრალური ფერები. ასეთი სტილის ჭაღები ძალიან მოუხდება თანამედროვე დიზაინით გაფორმებულ მისაღებ ოთახს. განსაკუთრებით აქტუალურია წვიმის ეფექტის მქონე ჭაღები.

2017 წლის კიდევ ერთი პოპულარული სტილია ჰაი-ტეკი. ეს სტილი ეყრდნობა თანამედროვე ტექნიკას, კომპიუტერიზაციასა და მაქსიმალურ ეგრონომიკს. ამიტომაც ის არასდროს მოძველდება. შესაბამიად, ასეთი სტილის ჭაღები აქტუალობას კარგა ხანი არ დაკარაგვს. ასეთი ფუტურისტული დიზაინის შერჩევის შემთხვევაში გექნებათ საშუალება ის სხვა თანამედროვე ტიპის ოთახებშიც გამოიყენოთ. ჰაი-ტეკ და ლოფტს ყველაზე მეტად ნათურების ფორმის ჭაღები უხდება.

ნაკლებ მოდური და ნაკლებ აქტუალურია ჭერზე მიმაგრებული ჭაღები, პირიქით - რაც უფრო გრძლად არის ჩამოშვებული, კიდევ უკეთესი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები