როგორ შევქმნათ ელეგანტური ინტერიერი - ლონდონელი დიზაინერების რჩევები

ახალი ინგლისური სტილი ინტერიერში ყველაზე მოთხოვნადი ტრენდია არა მარტო ლონდონში მცხოვრები ოლიგარქებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თვალს ადევნებს თანამედროვე მოდის ტენდენციებს. რაში იმალება საიდუმლო? შევეცდებით ვისაუბროთ ელეგანტური ინტერიერის შექმნის პრინციპებზე. აი, რას გვირჩევენ ლონდონის წამყვანი დიზაინერები.

ელეგანტური ინტერიერის შექმნის დროს ძალან მნიშვნელოვანია, რომ ნივთები განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ქალბატონების მოდასთან, თუ, მაგალითად, ქალბატონი სულ ერთი და იგივე ფერის კაბებს ატარებს, ეს ქალბატონი საინტერესო აღარ არის. ახალი ფორმების, ახალი სტილის გამოყენების დროს ჩვენ ვქმნით ახალ სტილს, ახალ გარემოს, ახალ
მიმართულებას.

თანამედროვე ინგლისელი დიზაინერები თვლიან, რომ ახალი ელეგანტური სტილის შესაქმნელად საჭიროა სხვადასხვა დროში აქტუალური ნივთების ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმა. ანალოგია არის გავლებული ისევ მოდასთან, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა დიზაინერების სახელობის სამოსი, თუმცა ეს ელემენტები ჰარმონიულად შეუხამოთ ერთმანეთს.

დიზაინერები გვაძლევენ 5 ყველაზე მნიშვნელოვან რჩევას:


პირველ რიგში ჩამოყალიბდით ზუსტად, რას ნიშნავს თქვენთვის ესა თუ ის ინტერიერი და რას ელოდებით მისგან.


ინტერიერის შექმნის დროს იყავით მაქსიმალურად პრაქტიკულები. მაგალითად ავეჯის შერჩევის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ, როგორ მოგემსახურებათ.


ნივთები ისე განალაგეთ, რომ თქვენი აზრით, მაქსიმალური ესთეტიკური სიამოვნება მოგანიჭოთ.


როდესაც აღარ შეგეშინდებათ ინტერიერში რაიმე ცვლილების განხორციელების, დაამატეთ 1-2 დომინანტი ნივთი ფერის ან ფორმის შეხამებით.


ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას. მთავარია მოგწონდეთ ის, რასაც აკეთებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები