გამომხატველი, მთავარი, აქცენტირებული - ჟოლოსფერი წითელი 2023 წლის მთავარ ფერად აღიარეს. საინტერესოა, რას გვირჩევენ დიზაინერები ამ ფერის ინტერიერში გამოყენებასთან დაკავშირებით?
ვივა მაჯენტა პანტონე ფერების ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილია, როგორც წითელის შთამაგონებელი ელფერი, რომელიც სავსეა სიხარულით, ხელს უწყობს ექსპერიმენტებს და თვითგამოხატვას. ექსპერტების აზრით, 2023 წლის მთავარი ფერი იდეალურია საკუთარი ინდივიდუალობის ხაზგასასმელად.
ეს ფერი ინტერიერს რესპექტაბელურობასა და სიცოცხლეს სძენს. თუ ატყობთ, რომ ინტერიერს აკლია რაღაც, დაუმატეთ მას ეს ფერი აქსესუარების სახით. თუ სითამამე გაძლევთ
ამის საშუალებას, შეგიძლიათ ჟოლოსფერი წითელი გამოიყენოთ მაგალითად კედლის შესაღებადაც კი, ამ შემთვევაშიც აქცენტის სახით, რადგან დიზაინერები გვაფრთხილებენ, რომ ამ ფერის გამოყენება დიდი დოზით საფრთხილოა, განსაკუთრებით ბრტყელი ზედაპირებისთვის, თუმცა ავეჯის, ფარდების ფერად მისი გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ.
ეს ფერი ძალიან მოუხდება ბავშვის ითახს, მისაღებს და საძინებელსაც კი.
ეს ფერი არის ულამაზესი და მასში არ არის არანაირი აგრესია. ის არის დახვეწილი და საკმარისად მკვეთრი საიმისოდ, რომ შეასრულოს აქცენტის ფუნქცია.
დიზაინერები ამ ფერს უწოდებენ მუშტს ხავერდის ხელთათმანში, რომლეთანაც სიფრთხლე და ზომიერებაა საჭირო.
ერთი სიტყვით, ეს არის ის ფერი, რომელიც მოგცემთ საშუალებას მიმართოთ თამამ ექსპერიმენტებს, გაილამაზოთ გარემო, თუმცა მასთან მიმართებაში უნდა დაიცვათ ბალანსი. გირჩევთ გამოიყენოთ ძირითადად აქცენტების სახით და არა წამყვან ფერად.