საახალწლო ტრადიცია, რომელიც თათა სვანიძემ წელსაც არ დაარღვია და ოთხი ნაძვის ხე მორთო

მსახიობ ზააალ ჩქობავას მეუღლემ თათა სვანიძემ ტრადიცია წელსაც არ დაარღვია და სახლში ერთის ნაცვლად, ოთხი ნაძვის ხე მორთო. თითოეული ნაძვის ხე ოჯახის თითო წევრის სახელს ატარებს და ულამაზესადაა გაფორმებული. „ოთხივეს ვაწყობ პარალელურ რეჟიმში... მთელი რიტუალია. დავაწყობ სათამაშოებს ძირს, მივუჩენ ნაძვის ხეებს ადგილს და ვიწყებ მორთვას. დავკიდებ რაღაცას, არ მომეწონება? გადავანაცვალებ მეორეზე და ა.შ ვარ განცხრომაში. თან ეს ყველაფერი ხდება მუსიკისა და სიმღერის ფონზე.“ - ამბობდა თათა ჩვენთან ინტრევიუში.

ასევე იხილეთ: ცნობილების ნაძვის ხეები

გარდა ნაძვის ხეებისა, წელს თათას საახალწლო კომპოზიციებიც შეუქმნია.
აღარაფერს ვამბობ საახალწლო განათებებზე, რომელიც კიდევ უფრო საოცარ ელფერს სძენს ინტერიერს.... მის სახლში არსებული განწყობა გრინჩსაც კი შეყავარებდა ახალ წელს.


ასევე იხილეთ: ზაალ ჩიქობავასა და თათა სვანიძის ეკლექტური სახლი


ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები