ევა ლონგორიას ოჯახი მატების მოლოდინშია: უკვე ივნისში მსახიობი ბავშვს ელოდება. დიდი ცვლილებები შეეხო საცხოვრებელ საკითხსაც. ცნობილი გახდა, რომ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი ჰოლივუდში საკუთარ ელიტურ სახლს 3, 759 მლნ დოლარად ყიდის.
საუბარია 800 კვ მ ფართობის სახლზე, რომელიც ევამ 2006 წელს 3,6 მლნ დოლარად შეიძინა. სახლს 6 საძინებელი და 9 სააბაზანო აქვს. მეპატრონეების საძინებელში არის ბუხარი, 5 სასტუმრო ოთახს კი საკუთარი სააბაზანო აქვს.
ერთი სართულით დაბლა დიდი სასტუმრო ოთახი მდებარეობს, ორი ბუხრითა და უზარმაზარი აივნით. სახლს ასევე აქვს სრულად აღჭურვილი სამზარეულო,
სპორტული დარბაზი, კაბინეტი, კინოთეატრი და საკუთარი ღვინის სარდაფი.
ეზოში არის ღია აუზი, სპა-კომპლექსი, ტერასა ბარბექიუსთვის და გარე სამზარეულო. ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს ავტოფარეხი ორი მანქანისთვის, საიდანაც პირდაპირ სახლში მოხვდებით.
აღსანიშნავია, რომ ეს მსახიობის ერთადერთი ვილა არ არის. ლონგორიას ელიტური მოძრავი ქონების შემადგენლობაში შედის - სახლი, რომელიც მან მსახიობ ლორენ კანიონისგან შეიძინა, სახლი ბევერლი-ჰილზში, სახლი მალიბუში და რანჩო სან-ანტონიოში (ტეხასი).