მაიამიში ალ კაპონეს ყოფილი ვილა იყიდება - ნათლიმამას ყოფილი სახლი 14,9 მლნ დოლარადაა შეფასებული

ამერიკის ყველაზე ცნობილმა განგსტერმა ეს ვილა 1928 წელს შეიძინა - მის დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, რამაც „ალ კაპონეს ერას“ ბოლო მოუღო. ალ კაპონემ 200 ათასი დოლარი დახარჯა, რათა გაეძლიერებინა დაცვა, ააშენა ორმეტრიანი ღობე, დაამონტაჟა პროჟექტორები, ასევე ააშენა პატარა სახლი და ხელოვნური მღვიმე.

ამ სამოთხით ტკბობა ნათლიმამამ მხოლოდ ცოტახნით შეძლო: 1931 წელს მას გადასახადების გადაუხდელობისთვის 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საიდანაც სიფილისით სასიკვდილოდ დაავადებული გამოვიდა და სრულიად დაკარგული ჰქონდა კრიმინალურ სამყაროზე გავლენა. 1947 წელს ალ კაპონეს გული გაუჩერდა, 5 წლის შემდეგ კი
მისმა ქვრივმა მეიმ ეს სახლი გაყიდა.


ვილა 1922 წელს აშენდა. ის პალმ-აილანდზე მდებარეობს და საკუთარი 30 მეტრიანი პლაჟი აქვს.

მთავარ სახლს აქვს 4 საძინებელი და 3,5 სააბაზანო ოთახი. ასევე აქვს 10 მეტრიანი ღია აუზი. ორსართულიანი სანაპირო სახლი კი აღჭურვილია ტერასითა და ორი საძინებლით. „საგუშაგო კოშკი“, რომელიც ოდესღაც ალ კაპონემ დაცვისთვის ააშენა, სახლის ახალი მფლობელების მიერ სასტუმრო სახლად გადაკეთდა - ორი საძინებლითა და ერთი სააბაზანო ოთახით.

დღესდღეობით ვილა თანამედროვე დიზაინით კეთილმოწყობილ კომფორტულ სახლს წარმოადგენს. განახლებას არქიტექტურა არ შეუცვლია: გარედან სახლი პრაქტიკულად ისევე გამოიყურება, როგორც 1920-იანი წლების ბოლოს, აშენების დროს გამოიყურებოდა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები