ვიქტორია ბექჰემის რჩევები, როგორ მოუაროთ ბაღს - "წლების მანძილზე ვხვეწდი მებაღეობის უნარებს“

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ეს საპატიო სტუმარი, რომელიც სამეფო ქორწილში მუქ ლურჯ კაბაში გამოწყობილი მივიდა, საკუთარ ბაღს თავად უვლის? „ყვავილები ნამდვილად მიყვარს და ვაღმერთებ ჩემს ულამაზეს ბაღში დროის გატარებას. გამიმართლა, რომ რამდენიმე სახლი მაქვს გაზონებით, ამიტომ ამ სიამოვნებაზე თავს უარს არ ვეუბნები და წლების მანძილზე ვხვეწდი მებაღეობის უნარებს“ - გამოტყდა Vogue-თან ვიქტორია ბექჰემი.
ის ძალიან მოვლილი ორივე ხელის თითებიდან ერთ-ერთს მალავს - კანიდან ვერ მოიშორა ბაღში აქტიური მუშაობის მტკიცებულება. მიმდინარე კვირას ბექჰემი მეიფეირას ცნობილ რესტორანში „Scott“ საკუთარ ტერასას ხსნის. აქ ფლორისტიკაში
დიზაინერს ფლორა სტარკი დაეხმარა. ტერასა სწორედ ბექჰემების სახლში არსებული ბაღების მსგავსი იქნება.

„Scott“-ში მალე პირველად გაიხსნება კარი სტუმრებისთვის, რომლის ტერასაზე ვიქტორია დიდხანს მუშაობდა და რომელშიც საკუთარი მოდური გემოვნება ჩააქსოვა. „ყვავილებს შეუძლია ნაცრისფერი დღე გააფერადონ ან გაფუჭებული განწყობა გამოაკეთონ. ვფიქრობ, ბაღში სწორედ ესაა მთავარი - მან თავი კარგად უნდა გაგრძნობინოს“ - ამბობს ბექჰემი.

რამდენიმე რჩევა ვიქტორია ბექჰემისგან, როგორ მიაღწიოთ წარმატებას, თუ დამწყები მებაღე ხართ:

„ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი ბაღი თქვენს გემოვნებას უნდა ესადაგებოდეს და არ უნდა იყოს ზედმეტად მოვლილი. ცოტაოდენი უწესრიგობა, მხოლოდ უკეთესი იქნება“.

„ჩაატარეთ ექსპერიმენტები: მებაღეობაში ერთი მნიშვნელოვანი რამაა - თუ რაღაც ისე ვერ აეწყო, როგორც გინდოდათ, შეცვალეთ მასთან მიმართება. ამოთხარეთ და ჩარგეთ ახალი ვერსია“.

„შეიძინეთ ბაღისთვის ლამაზი ავეჯი, რათა ზაფხულში დაძაბული დღის ბოლოს ნებისმიერ მომენტში შეძლოთ საღამოს გატარება ჭიქა ღვინით საკუთარ ბაღში - ეს შესანიშნავად ჟღერს კიდეც. თუ გყავთ შვილები, რომლებსაც ჩემი შვილების მსგავსად უყვართ სირბილი და ფეხბურთის თამაში, გამოუყავით ბაღში საკუთარი ადგილი, სადაც იმის გაკეთებას შეძლებენ, რაც სურთ. თქვენ კი, თქვენს ზონაში ჭიქა ღვინით ისიამოვნებთ“.


კომენტარის დამატება