ლოს-ანჯელესის შუაგულში მდებარეობს ახლადაშენებული სასახლე, სახელად სტენლი ჰაუსი, რომელიც ცნობილ სანსეტ-ბულვართან ახლოსაა. რაიონი ანგელოზების ქალაქის ღამის ცხოვრების ცენტრადაა აღიარებული, აქ უამრავი ღამის რესტორანი და როკ-კლუბია.
როკ-სცენის ვარსკვლავი და მულტიინსტრუმენტალისტი ლენი კრავიცი ბოლო დროს ინტერიერის წარმატებულ დიზაინერადაც გვევლინება, სწორედ ამ ამპლუაში მიიწვიეს ის სასახლის გასაფორმებლად. შეკვეთის შესასრულებლად კრავიცს შენობაში მთელი თვის გატარება მოუხდა. სახლი ХХ საუკუნის მოდერნისტული არქიტექტურის მიმართ პატივისცემის ნიშნად Mid-Century Modern სტილშია გაფორმებული.
„ყველაზე მეტად კიდევ ერთი თეთრი ყუთის აშენება არ გვსურ
და. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა სახლი ისეთი ენერგეტიკითა და სულით, რომლის დანახვისას ადამიანები იკითხავდნენ: ეს სახლი 40-50 წლის წინაა აშენებული, თუ დღეს?“ - ჰყვებიან პროექტის ავტორები.
სახლს სულ 5 საძინებელი, 7 სააბაზანო და უზარმაზარი მრავალფუნქციური ოთახი აქვს, რომელიც აუზზე გადის. სახლში ყველა აუცილებელი პირობა და კომფორტია შექმნილი. ინტერიერი გაფორმებულია სკულპტურული ბუხრებით, რომელთაგან თითოეული ბუნებრივი ქვისგანაა გამოთლილი და დამუშავებულია ხელით.
სახლის ნებისმიერი კუთხიდან მოჩანს ლოს-ანჯელესის აღმაფრთოვანებელი ხედი.