სოსო პავლიაშვილის მოსკოვური ბინა, რომლის ფართიც 237 კვადრატული მეტრია, მოსკოვში მდებარეობს და რუსეთში ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად მიიჩნევა ვარსკვლავურ ბინებს შორის. დიზაინზე არქიტექტორ-დიზაინერი ანა პუტილოვა მუშაობდა, რომელსაც მომღერლის მეუღლე ეხმარებოდა. ბინის ინტერიერი ეკლექტიკურ სტილშია შექმნილი - რამდენიმე სტილია შერეული: იტალიური კლასიკა, ვენეციური მოტივები, აღმოსავლური სტილისა და შები-შიკის სტილის ელემენტები. ბინაში შეხვდებით სპეციალურად დაძველებულ იტალიურ ავეჯს, ხავერდისა და აბრეშუმის ქსოვილებს, ხელოვნურ ბუხარს, ბროლის ჭაღებს, ფერწერულ ტილოებს...

- მე ფინანსური მხარე ავიღე ჩემს თავზე და სამი წლის განმავლობაში ვაფინანსებდი ამ პროექტს - ჩემს ბინას.


მომღერალი სწორედ ამ ბინაში შეხვდება ახალ წელს ორ ქალიშვილსა და უფროს ვაჟ ლევანთან ერთად.

კიდევ ბევრი ფოტო იხილეთ ფოტოგალერეაში










































კომენტარები