სასახლე, სადაც ფრედი მერკური ცხოვრობდა და გარდაიცვალა

კენსინგტონში, ერთ მშვიდ და თითქმის შეუმჩნეველ ქუჩაზე სახელწოდებით ლოგან–პლეისი, მდიდრული გეორგიანული სტილის სახლი დგას, რომელიც უზარმაზარი გალავნითაა გარშემორტყმული. აქ ყოველდღიურად მოდიან ადამიანები დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან, შესასვლელ კარზე ტოვებენ ფურცელზე დაწერილ შეტყობინებებს და მიდიან ისე, რომ ვერ ხედავ რა არის გალავნის მიღმა.


მის უკან კი სახლი დგას, რომელშიც ჯგუფ Queen–ის ლეგენდარული სოლისტი, ფრედი მერკური ცხოვრობდა და გარდაიცვალა.

კენსინგტონი ფრედისთვის განსაკუთრებული ადგილი გახლდათ. მომღერალმა სწორედ დიდ ბრიტანეთში გაატარა მისი აქტიური ცხოვრების წლები. მერკური კენსინგტონის პატარა მაღაზიაში ვაჭრობდა და სახელის მოხვეჭაზე ოცნებობდა. სწორედ
აქ გაიცნო მან გოგონა სახელად მერი ოსტინი. მერისა და ფრედის ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 70–იან წლებში ისინი 7 წლის მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ცოლ–ქმარი.

ლოგან–პლეისის 7 საძინებლიან სასახლეში ამჟამად სწორედ მერი ოსტინი აგრძელებს ცხოვრობს, რადგან ფრედი მერკურიმ სახლი ანდერძით სწორედ მერის, მის ყოფილ საცოლესა და საუკეთესო მეგობარს დაუტოვა (და არა "კანონიერ ქმარს" ჯიმის). მერიმ ჯიმს ამ სახლში ცხოვრების გაგრძელების უფლება არ მისცა. თავდაპირველად სურდა სახლში მუზეუმი გაეხსნა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა.

სახლის წინ ფრედის სურვილით გაშენებულია იაპონური ბაღი, რომელში დარგული ხეებისა და უზარმაზარი გალავნის წყალობით სახლი გარე სამყაროსგან ფაქტობრივად მოწყვეტილია.

ცნობილია, რომ მერი ცდილობს სახლში ყველაფერი ისე შინარჩუნოს, როგორც ფრედის დროს იყო. ანტიკვარული ნივთების ნაკრები, სურათები და ლუდოვიკო XV–ის დროინდელი ავეჯი.

როიალი, რომელზეც მერკურიმ მსოფლიოში ცნობილი ბევრი ჰიტი შექმნა, მათ შორის „ბოჰემური რაფსოდია“.

მისი ფოტოები სათუთად ინახება ჩარჩოებში. მათ შორის ისინიც, სადაც წყვილი იმ პერიოდშია აღბეჭდილი, როცა ცოლ–ქმარივით ერთად ცხოვრობდა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები