თბილისის შუაგულში, რუსთაველის გამზირის დასაწყისში მდებარე კორპუსის მშენებლობა 1939 წელს დაიწყო. არქიტექტორები ს. ყუბანეიშვილი, ა. ქურდიანი და მ. მელია იყვნენ. როგორც ამბობენ, სახლის დასრულებაში გერმანელი ტყვეებიც მონაწილეობდნენ. არქიტექტურით გამორჩეულ კორპუსში წლების განმავლობაში მაღალჩინოსანი მოხელეები ცხოვრობდნენ. დღეს ჩვენი ჟურნალის მასპინძელია ამ სახლის ბინადარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა კახიანი.
- 32 წელია აქ ვცხოვრობ, მე და ჩემმა მეუღლემ რეჟისორმა გია მატარაძემ ამ სახლში 7 წელი გავატარეთ. საუბარს ბინის შესახებ ჩემი წინაპრების კუთხიდან დავიწყებ. რომ არა ისინი, რა თქმა უნდა, არც მე ვიქნებოდი
ამქვეყნად და არც ჩემი მეუღლე. ამ ფოტოებზე არიან ჩემი და გიას მშობლები, ჩემი ბებია-ბაბუები და მათი წინაპრები. აქვეა გიას პორტრეტიც. იგი 1993 წელს გარდაიცვალა. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეს კუთხე. ზოგ ადამიანს გულს სტკენს ხოლმე წასული ადამიანების ფოტოების ყურება, მე - პირიქით, მიყვარს. ეს არის ის ფესვები, საიდანაც მოვდივართ. ამ ფოტოების ერთ დიდ ჩარჩოში მოქცევა, ჩემი იდეა იყო. ზოგჯერ მათ სხვა თვალით ვუყურებ და აღმოვაჩინე, რომ იქიდან დახვეწილი და ღირსეული მამაკაცები თუ ქალბატონები იმზირებიან. დღეს ასეთი ადამიანები მგონი, არც ისე ხშირად გვხვდებიან.
მე-18 საუკუნის სპარსული ავეჯი ჩემი მშობლებისაა. მე პატარა ვიყავი, როცა შეიძინეს. დედაჩემს ძველებური ავეჯი ძალიან უყვარდა და ხშირად სტუმრობდა ანტიკვარულ საკომისიოებს. ამპირის კამოდი-გორკა და ხალიჩაც იმდროინდელი შენაძენია. ბებია-ბაბუის ნაქონი ძველებური ბუფეტი სამზარეულოში დგას და ძალიან მიყვარს, ბავშვობას მახსენებს. ბუფეტის სახელურზე ჩამოკიდებული კასტანიეტები ესპანეთიდან ჩამოვიტანე. სხვათა შორის, დედაჩემის სიყვარული ძველებური ნივთების მიმართ მეც გამომყვა და მისი მადლობელი ვარ, რომ ძველი ავეჯი არ გადაყარა და ასე ვთქვათ, შემინარჩუნა. პიანინო არის „ციმერმანის“ ფირმის, აქ ფოტოები, პრიზები და დიპლომები მიწყვია.
წიგნების კუთხე ცალკე გვაქვს. ძვირფასი და უნიკალური გამოცემებია - შექსპირის პიესები და რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, მაქვს ქართული და რუსული კლასიკა და ა.შ. ეს ჩემი შვილის პირველი ბოტასია, რომელიც ჩემმა მეუღლემ მექსიკიდან ჩამოუტანა, როცა ერთი წლის იყო (იღიმის).
„სეკრეტერი“ ჩემმა დედამთილმა პირადად მაჩუქა. სამწუხაროდ, მასთან მხოლოდ 3 წლის მანძილზე მომიწია ურთიერთობამ. ჯერ დედამთილი გარდაიცვალა, მისი ორმოცის შემდეგ - მამამთილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მას დიდი სიყვარული.
პირველი როლის ამსახველი ფოტო კედელზე არ მიკიდია. ეს იყო მეოთხე კურსზე, როცა ბატონმა რობერტ სტურუამ გახმაურებულ სპექტაკლში „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ სათამაშოდ მიმიწვია... იმდენი ფოტო მაქვს, ყველაფრის გამოფენა წარმოუდგენელია. იყო პერიოდი, როცა თაყვანისმცემელი გოგონები ე.წ. რბილ სათამაშოებს მჩუქნიდნენ, მორიდებული ყმაწვილები კი - ყვავილებს. საკმაოდ გულის ამაჩუყებელი იყო ასეთი ფაქტები. წლების განმავლობაში უამრავი სათამაშო დამიგროვდა, დიდ ოთახში მხოლოდ ორი დავტოვე.
- რომელიმე თაყვანისმცემელთან ურთიერთობა ხომ არ გაგიგრძელებიათ?
- კი, და ეს ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. დღემდე მყავს 4-5 მეგობარი, რომლებიც თავიდან თაყვანისმცემლები იყვნენ.
ესკიზები ჩემი მეუღლის ფილმებიდან ძირითადად ერთ კედელზე გამოვფინე. ესენია: „შვიდი მოთხრობა პირველ სიყვარულზე“, „მოკვეთილი“, „გამოცხადება“... გიას ფილმებს შორის ყველაზე ბევრი პრემია მიიღო ფილმმა „შვიდი მოთხრობა პირველ სიყვარულზე“. რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე გია არც კი გაუშვეს. მაგალითად, გერმანიასა და ესპანეთში, ფილმი რეჟისორის ნაცვლად ვიღაც ჩინოვნიკებმა წაიღეს. ესპანეთში ხიხონის ფესტივალზე ფილმმა პრიზი დაიმსახურა. გია კიევში გაუშვეს, სადაც გრან-პრი აიღო.
- მსახიობის ცხოვრების ამსახველია კინო თუ თეატრალური აფიშები. რომელია თქვენთვის განსაკუთრებული აფიშა?
- „ბერნარდა ალბას სახლში“ ბერნარდას როლი შევასრულე. ჩემთვის უძვირფასესი და უსაყვარლესი როლია. გიას გარდაცვალების შემდეგ პირველი როლი იყო და ძალიან დამეხმარა იმ დიდი ტკივილის გადატანაში. ახლანდელი გადასახედიდან ხშირად მიფიქრია, რატომ მოუვიდა რეჟისორს აზრად, რომ ახალგაზრდა გოგოს ეს როლი მეთამაშა? ეტყობა, მაშინდელი ტკივილისა და სიმძიმის ფონზე, უცბად მომემატა წლები...
„მეფე ლირის“ უცხოეთის აფიშასთან დაკავშირებით გიამბობთ. გასტროლებზე ნიუ-იორკში ვიყავით. ბროდვეიზე სასეირნოდ გამოვედით და ვხედავთ - „მეფე ლირის“ ამ ტიპის, ოღონდ უშველებელი ზომის აფიშები (ალბათ, 5-6 მეტრი სიმაღლის), მთელ ქუჩაზე იყო გამწკვრივებული. წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა გოგონასთვის როგორი ამაღელვებელია ბროდვეიზე საკუთარი აფიშების ხილვა. ასე რომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აფიშაა.
ჩვენი თეატრის ოქროს ხანის დროს, გასტროლებზე წელიწადში რამდენჯერმე მივდიოდით. სხვადასხვა ქვეყნიდან თეფშები ჩამომქონდა და სამზარეულოს კედელზე ვკიდებდი. ფაქტობრივად კოლექცია მქონდა. მერე ზოგი გატყდა, რემონტის შემდეგ ყველა ჩამოვხსენი და შევინახე.
ადრე სახლში ერთი ოთახის გადაკეთება გვინდოდა და კედლის დანგრევა გახდა საჭირო. ვერაფრით დავანგრიეთ, აღმოჩნდა, რომ პემზაბეტონით ყოფილა აშენებული, სასწაული იყო. ჩემმა მეუღლემ კომპრესორი მოაყვანინა და ასე დავანგრიეთ.
ზოგადად, ამ სახლმა და მისმა ბინადრებმა ბევრ რამეს გაუძლეს. სამოქალაქო ომის დროს, 4 დღე ბინიდან ვერ გამოვდიოდით. ისეთი ადგილია, ყველაფერი - ცუდიც და კარგიც, ჩვენ თვალწინ ხდება. მაინც ძალიან მიყვარს ეს ადგილი და სახლი.
ხანდახან მიფიქრია უფრო დიდ, ახალ სახლში გადასვლაზე, მაგრამ ჯერ ვერ ვდგამთ ამ ნაბიჯს.
ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები
ვენი სახლი ქალბატონო მარინა უკეთესს ადგილას ვერსად წახვალთ ალბათ და თუ წახვალთ სიზმრებში მაიმც აქ მოგიწევთ ფრენა. მე ასე მჭირს. რაც შეეხება ავეჯს რაც პატივს გცემდით უფრო მეტად გაფასებთ. იშვიათად ვნახულობ ჩემი გემოვნების ხალხს ვინც ყველაფერს ძველს უფრთხილდება. ახალი რაც ბ
ვიყიდე სოფელში გავყარე სახლში ძველი აღვადგინე და გავარესტავრირე და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ძველი დაშლილი ჭაღები სულ ნაწილ ნაწილ ვოშოვე მშრალ ხიდზე და აღვადგინე. ყველას ჩვენ ჩვენი მოგონებები გვაკავშიტებს ძველ ნივთებთან. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ლამაზო ქალბატონო.