როცა 1995 წელს ბერნარდო ბერტოლუჩი ძველ მეგობარს, გრაფ ანდრეა ბიანკო ბანდინელის ესტუმრა, მიხვდა, რომ როგორც იქნა იპოვა ის, რასაც ეძებდა. იმ დროისათვის ბერტოლუჩი სწორედ ახალ ფილმზე „მოპარული სილამაზე“ მუშაობას იწყებდა და ტოსკანაში ძველ ვილას ეძებდა დიდი ბაღით.
დი ჯეჯანოს სამ სართულიანი ვილა გვიანი ბაროკოს სტილში, სასტუმრო სახლებით, საოჯახო სამლოცველოთი, ბაღით, ასწლოვანი კვიპაროსებითა და ლიმონის ხეებით, თეატრით, ოქროს თევზებიანი აუზით - ყოველმხრივ ხელსაყრელი აღმოჩნდა. იტალიაში ვილას ეროვნული საგანძურის წოდება აქვს, მისი ბაღი კი ტოსკანაში ყველაზე ლამაზ ბაღადაა მიჩნეული.
25 ჰექტარის ფართობი
სიენადან 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და გარშემორტყმულია ულამაზესი მწვანე ბორცვებით, ვენახისა და ზეთისხილის ჭალებით.
ვილა 700-ზე მეტი წლისაა, ბანდინელის ოჯახი კი ბოლო 5 საუკუნეა, რაც ამ ვილის მფლობელია. ბანდინელთა გვარი ერთ-ერთი უძველესია იტალიაში, მას უამრავი ცნობილი პიროვნება მიეკუთვნება, მათ შორის რომის პაპი ალექსანდრე III.
დი ჯეჯანოს ვილის მფლობელი, გრაფი ანდ-რეა ბანდინელი ნოსტალგიით იხსენებს „მოპარული სილამაზის“ გადაღებებს. „ზოგიერთ მსახიობს, მაგ: ჩვენს ძველ მეგობარს, ჯერემი აირონსს ცოლთან და შვილებთან ერთად, სტეფანი სანდლერსა და ლივ ტაილერს დედასთან და ძაღლთან ერთად, ჩვენ ვილაზე ვსტუმრობდით. მაშინ ლივ ტაილერი სულ ბავშვი იყო - ტიპიური ამერიკელი თინეიჯერი, ფილმში კი მას უფრო რთული სახის შექმნა უწევდა. ამ ხალხმა ჩვენთან მთელი ზაფხული გაატარა, დიდი მხიარულება იყო. ლივი ველოსიპედით საათობით სეირნობდა ბაღში (ეს კადრები ფილმშიცაა), ჩვენს შვილებთან ერთად თამაშობდა... რა თქმა უნდა, ბერტოლუჩიმ იმაზე ბევრად მეტი მატერიალი გადაიღე, ვიდრე შემდეგ ფილმში შევიდა“.
სახლის ინტერიერი XVIII ს-ის შემდეგ ხელუხლებელია. დღესდღეობით აქ ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორც 2 ნახევარი საუკუნის წინ იყო.
„ვილის მაშინდელ მფლობელს, გრაფ მარიო ბიანკო ბანდინელის უბრალო გოგო შეუყვარდა, რის გამოც მამამ მემკვიდრეობა არ დაუტოვა. რესტავრაციისთვის კი ფული არ ჰქონდა. ჩვენს რეგიონში კარგი კლიმატია, რის წყალობითაც ყველაფერი შესანიშნავად შენარჩუნდა. საერთოდ, ჩვენს გვარში მამაკაცები ამით განთქმულები არიან - ჩვენ მხოლოდ სიყვარულით ვქორწინდებით. მეც ბედი დავუკავშირე გოგონას ყოველგვარი ტიტულის გარეშე და უკვე 23 წელია ერთად ვართ“.
წყარო: elledecoration.ru

კომენტარები