ცნობილი ექიმი კოტე მათითაშვილი სულ ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილ დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეზე დაქორწინდა. ხელის მოწერამდე რამდენიმე დღით ადრე წყვილს შინ ვესტუმრეთ. სახლი, სადაც ამჟამად ეკა და კოტე ცხოვრობენ, დაახლოებით 10 წლის წინ კოტეს გემოვნებითაა აშენებულიც და გარემონტებულიც. როგორც ეკამ ხუმრობით აღნიშნა, ბინა ბიჭურადაა მოწყობილი, ტექნიკა, აუდიოაპარატურა - განტვირთვისთვის და დიდი მაცივარი გემრიელობებისთვის. მათთან ფეხის შედგმისთანავე ისეთი სილაღე და თავისუფლება იგრძნობა, რომ პირველად მისულსაც კი არ მქონდა უცხოობის შეგრძნება. მასპინძლები ყველანაირად ცდილობენ, კომფორტი შეგიქმნან და ეტყობათ, რომ თავადაც ამ დევიზით
ცხოვრობენ - ისიამოვნონ და დატკბნენ ცხოვრებით.
ვინაიდან ბინის მშენებლობის საკითხმა მთლიანად კოტეს „ზურგზე გადაირა“, ამ თემაზე საუბარი სწორედ მასთან დავიწყეთ:
- დაახლოებით 10 წლის წინ, ექვსმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, საბურთალოზე არსებულ ტერიტორიაზე საერთო ძალებით აგვეშენებინა სახლი და საქმე სისრულეში მოვიყვანეთ. შესაბამისად, ამ კორპუსში ვცხოვრობთ ექვსი ოჯახი, გვაქვს იზოლირებული სივრცე, ეზო, ავტოსადგომი, სათავსოები. რასაკვირველია, სამშენებლო კომპანიას დავუკვეთეთ მშენებლობა, მაგრამ მეთვალყურეობას ვუწევდით, ვიცოდით, რა შენდებოდა, როგორი მასალებით და რა ხარისხით. შემდეგ იყო რემონტის პერიოდი, ნელ-ნელა, ეტაპობრივად მიმდინარეობდა ეს პროცესიც, საბოლოოდ გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. ახლანდელი გადმოსახედიდან, რაღაც-რაღაცებს შევცვლიდი, თუმცა ჩემი ხედვიდან გამომდინარე, გადამწყვეტი არაა, რამდენ ფერში იქნება სახლი და რომელი ტონები იქნება დომინანტი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, იყოს სიმყუდროვე და კომფორტი, ამასთან, სახლი იყოს ხარისხიანი მასალებით ნაშენებ-გარემონტებული და ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი. როდესაც რემონტზე მიდგა ჯერი, შევეცადე, ისეთი ადამიანი მომეძებნა, ვისი ნამუშევარიც ნანახი მქონდა. ამ საქმეში ხელოსნის დაჩქარება აფუჭებს ხარისხს, იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ცემენტი უნდა გაშრეს, შეიძლება ქაღალდიც ვერ იშოვო ისეთი, როგორიც გინდა და გამოსაწერი გაგიხდეს და ა.შ. თუ გაქვს საშუალება, არ უნდა დაიშურო თანხა ხარისხიან მასალებში, 60-80-ლარიანი მიქშერები რომ დავაყენე, ერთიმეორის მიყოლებით გამიხდა შესაცველელი, მაგრამ იმ პერიოდში არ იყო იმის რესურსი, რომ უფრო მაღალი ხარისხის მეყიდა, თუმცა მერე შევცვალე. მისაღები მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჭერში ბიაზი გამეკეთებინა, უფრო ჯანსაღია და ამიტომ შევაჩერე ამაზე არჩევანი, თორემ სხვა ოთახებმა არ მოგვცა საშუალება და თაბაშირ-მუყაოთია შეფუთული.
ბინის საერთო ფართი 186 კვადრატული მეტრია, საცხოვრებელი ფართი კი - 160 კვადრატია, დანარჩენი აივნებს უკავია. იმისათვის, რომ ბავშვებიც კარგად იყვნენ, ჩვენც და სტუმარიც მივიღოთ, საკმარისია. თუმცა, ბევრად უფრო ნაკლებ ფართშიც შეიძლება ადამიანი მოთავსდეს კარგად. სივრცე არ განსაზღვრავს სიამოვნების ხარისხს, კომფორტულობა და პრაქტიკულობა უფრო მნიშვნელოვანია ამ საკითხში. დიდი სივრცე რომ კარგია, ამაზე ბევრი საუბარი მგონი არცაა საჭირო, თუმცა ამას აქვს მეორე მხარეც, თუნდაც ხარჯები, დიდ ტერიტორიას გათბობის, ელექტროენერგიის ხარჯი მეტი აქვს, შესაკეთებელიც მეტია (იღიმის).
ბუნებრივია დავინტერესდით, ეკას რამდენად აკმაყოფილებს კოტეს მოწყობილი სახლი და თუ აქვს რაიმეს შეცვლის სურვილი.
ეკა:
- ჩემი აზრით, სახლი ფუნდამენტურად, ხარისხიანად, თუმცა ძალიან კონსერვატიულ- მინიმალისტურადაა გაკეთებული, ამ ტიპის ინტერიერი ჩემში საერთოდ არ ზის. მე მომწონს, მაგალითად, მუქი შპალერები. კოტეს დეკორი გაკეთებული აქვს ნივთებით და ამით ავსებს მთელ სახლს, მე სხვანაირად გავაკეთებდი და „ვეპარები“ უკვე რაღაცებს (იღიმის). თუმცა იმდენად მინიმალისტურადაა გადაწყვეტილი, რომ აქ დიდად ვერაფერს შეცვლი, ერთადერთი რაც მოვახერხე, საძინებელში გადავანაწილე ნახატების გარკვეული ჯგუფი და იქით დავკიდე (იღიმის). რაც არ მომწონდა, გადავმალე. ბევრი სახლი ამიშენებია და გამირემონტებია ჩემი ხელით, „დრელით“ მიმუშავია, საგურამოში აგარაკი ჩემი გაკეთებულია, ზოგადად მომწონს ინტერიერზე მუშაობის პროცესი.
მინიმალისტურ სტილში მოწყობილი მისაღების კედლები სავსეა ნახატებით, ოთახის შუაგულში რბილი და კომფორტული სამეული დგას, აქვეა აუდიოაპარატურა - ცნობილი ექიმის ერთ-ერთი „მთავარი სიყვარული“.
კოტე:
- ზოგს ანტიკვარული ნივთები უყვარს, ზოგს - ლარნაკები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სახლში აუდიოაპარატურაა, რაზეც ვგიჟდები. ყველა ოთახში სხვადასხვა კლასის აუდიოსისტემებია, იმიტომ, რომ მუსიკა მიყვარს და ჟღერადობის ხარისხიც მნიშვნელოვანია ჩემთვის, ეს დასვენების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. ჩემთვის მეორე მნიშვნელოვანი რამ - ნახატებია. ის, რასაც აქ ხედავთ, წლების განმავლობაში ნაგროვებია, ზოგი - ნაჩუქარია, ზოგიერთი მათგანი ეკასია. პერიოდულად ნახატებს ვცვლით, ვჩუქნით, ვყიდით, ახალს ვიძენთ და ა.შ. აურა, სითბო, სიმყუდროვე - ესაა, რაც აუცილებლად უნდა იყოს სახლში. რაც უნდა ბევრი ფული მქონდეს, არანაირად არ წავეტანები ძვირად ღირებულ ნივთებს და არ გადავიხდი კოლოსალურ თანხას რამე ფეშენებელურ ნივთში, თუ არ არის შემოქმედების ნიმუში, ისტორიული, ან არ აქვს კავშირი რაიმე ოჯახურ ტრადიციასთან.
ეკა:
- კოტემ დაიწყო ხატვა, დაიწყო კი არა და განაახლა, ადრე ხატავდა და ახლა ისევ მოჰკიდა ამ საქმეს ხელი და უკვე მრავლად გვაქვს მისი ნამუშევრებიც, თან ისეთ ნახატებს ქმნის, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება, პირადად მე ძალიან მომწონს.
მისაღებიდან სამზარეულოში გადავინაცვლეთ, სადაც მაგიდასა და სკამებს ორიგინალური დიდი ტორშერი დაჰყურებს თავზე.
სამზარეულოში ეკას შესრულებული უშველებელი ნახატი კიდია, რომელიც დახატვის შემდეგ ავტორს ისე დაუჭრია, რომ კოტემ ძლივს აღადგინა და სამზარეულოში მიუჩინა ადგილი. ადამიანის პორტრეტს ისე აქვს გადასერილი სახე, თავიდან ავტორის ჩანაფიქრი მეგონა, თუმცა შემდეგ კოტემ გვითხრა, ეკა ხატავს არაჩვეულებრივად, მაგარმ ბოლოს ჭრის, ჩეხავს, არ ვიცი რატომო.
ეკა:
- კი, მართალია, ბოლომდე რომ მივიყვან, მერე ვჭრი ხოლმე, სიამოვნებას მანიჭებს თითქოს ესეც, თუმცა, არ არსებობს, დაუსრულებელი ნახატი დავჭრა, ეგ თითქოს ბოლო შტრიხია. კოტემ ეს რომ აღადგინა, მომეწონა, მართლა ჩანაფიქრს ჰგავს ის გადასერილი სახე.
აქვეა ნახატი, რომელიც კოტემ ეკას მიუძღვნა. ერთი შეხედვით ქაოსურ კომპოზიციას თუ დააკვირდებით, კოტეს გრძნობები იკითხება მასში და თვალნათლივ დაინახავთ სიტყვებს „ეკა მიყვარხარ“.
დამეთანხმებით ალბათ, რომ აივანი კარგი ხედით, ნებისმიერი სახლის სიმდიდრეა. ეკას და კოტეს აივნიდან გამწვანებული ბაღი და ეკლესია მოჩანს.
- როცა კარგი ამინდია, სულ აივანზე ვართ, ზამთარშიც, როცა არ ცივა, ძირითად დროს აივანზე ვატარებთ. ჩაფიქრებული გვაქვს, აქ რბილი სავარძლები დავდგათ. სტუმრები რომ მოდიან, თითქოს ვახშამი სამზარეულოში იწყება, მაგრამ საბოლოოდ თავშეყრის ადგილი აივანია, ყველა თავისი ჭიქით, თეფშით მოდის აქეთ.
ნახატებთან ერთად სახლში მცენარეების სიმრავლეც შეინიშნება, აღმოჩნდა, რომ მცენარეებს ეკა უვლის.
ეკა:
- მცენარისთვის გადამწყვეტია, სად დადგამ, ზოგიერთი გაგვიფუჭდა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, კომფორტი შევუქმნა, რომ არ დაზიანდეს. სეზონურად შემაქვს სახლში ისინი, რომელიც სიცივეს ვერ უძლებს, მერე გამომაქვს. კოტეს აქვს ე.წ. „ფულის ხე“, რომელიც 20 წლისაა.
კოტე:
- სამი ფოთოლი იყო და ამხელა გაიზარდა, გადაადგილება არ უყვარს, რაღაც ადგილს რომ ამოიჩემებს, იქ უნდა იყოს სულ. აქ უფრო მეტი მცენარე იყო, სამწუხაროდ, ბევრი დაიღუპა, მაგრამ რაც გადარჩა, ეკას დამსახურებაა.
აივანი ეკას და კოტეს საძინებელსაც აქვს.
კაბინეტში სამუშაო მაგიდასთან ერთად ტელევიზორი, აუდიოაპარატურა და საქსოფონია. როგორც აღმოჩნდა, საქსოფონზე არავინ უკრავს, მაგრამ უბრალოდ ჯაზის სიყვარულის გამო უყიდია კოტეს.
ეკა:
- თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ კოტეს ბიჭურად აქვს სახლი გაკეთებული, დიდი მაცივარი, ყველგან ტელევიზორი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აპარატურა, ეს ყველაფერი მისი კომფორტისთვის საკმარისია (იღიმის).
ცხოვრობდე თბილისის ცენტრში ისე, რომ არ გაწუხებდეს ქალაქის ხმაური და შენი აივნიდან სიმწვანე მოჩანდეს, ეს უკვე ფუფუნებაა. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, ამ საკითხზე სახლის მშენებლებს თავიდანვე უფიქრიათ და ეზოს გამწვანებაზეც უზრუნიათ.
- რაც განსაკუთრებულად გვეამაყება მეც და მეზობლებს, არის ეზოს გამწვანება, ყველა ხე-ბუჩქი სათითაოდაა მოტანილი, დარგული, გვყავს მებაღე, რომელიც დადის, უვლის და სათანადო სეზონურ სამუშაოებს ატარებს. კარგია, რომ დახურულ სივრცეში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ უბანში ხარ, ლოკაციაა ისეთი, რომ მშვიდი გარემოა, არ გვაწუხებს არც ურბანული ხმაური, არც ქაოსი და „უბნური“ სიტუაციები. ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეაო, რომ ამბობენ, ჩემთვის ნამდვილად ასეა. მე თვითონ ვაკეში გავიზარდე, ჩემი მშობლები ახლაც იქ ცხოვრობენ, იქ რომ მივდივარ, ის ხმაური და აურზაური აღარ მომწონს, მიუღებელი გახდა ასეთ გარემოში ცხოვრება, არც ვისურვებდი ამ ადგილიდან ვაკეში გადასვლას, კარგი შემოთავაზების შემთხვევაშიც კი.
ციცი ომანიძე

კომენტარები
უნდა გიხაროდეთ ადამიანი შრომით, რომ აღწევს წარმატებას. ❤️