ალა პუგაჩოვასა და გალკინის სასახლის დაუჯერებელი ფუფუნება

ალა პუგაჩოვა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ახლანდელი რუსეთის პრიმადონაა, მთავარი ვარსკვლავი. ასე რომ, არ არის გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ ალას რამდენიმე სახლი და აგარაკი აქვს არა მხოლოდ რუსეთში. მას მერე, რაც ის და მაქსიმ გალკინი ერთად არიან, წყვილი ძირითად დროს გალკინის უშველებელ სასახლეში ატარებს, რომლის მოწყობაში ალასაც დიდი წვლილი მიუძღვის. არანაკლები სასახლე თავად ალასაც ჰქონდა, თუმცა დაქორწინების შემდეგ ოჯახი აქ არის და ბავშვებიც აქ ჰყავთ. 


სასახლე მოსკოვთან ახლოს პატარა დასახლებაშია, რომელსაც დიდად უცნაური სახელი ჰქვია – გრიაზ (ქართულად ითარგმნება, როგორც

ჭუჭყი). ციხესიმაგრე 11-მეტრიან გორაზეა წამოჭიმული და შენობაში რამდენიმე არქიტექტურული სტილია გამოყენებული. შესასვლელს დრაკონების ქანდაკებები იცავს.







სასახლეში მრავალი ოთახია, ძირითადად, კლასიკურ და XIX საუკუნის დროინდელ ევროპულ სტილში. არის ბუხრის დარბაზი, მოსაწევი ოთახი, კაბინეტები, გარდერობის ოთახი და ცალკე ფრთა სტუმრებისთვის. ავეჯი, ნახატები და ქანდაკებები, რომლებიც ინტერიერის მოსართავად არის გამოყენებული, ძირითადად ანტიკვარიატია და უზარმაზარი თანხა ღირს. კიდევ მეტი ფოტო შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალერეაში.

კომენტარები

დალი 2024-02-23 21:43
ზოგიერთებივით არაფერი მოუპარავთ, დაიმსახურეს და აქვთ კიდეც ????????
მანანა 2023-04-25 17:03
ყველაფერმა მობეზრება იცის.
თამაზი 2017-07-16 13:26
მე უფრო ტალახად გადავთარგმნიდი, ვიდრე ჭუჭყად.
ოჰ 2016-02-25 15:42
თქვენ ხო თან წაიღებთ, რაც გაქვთ. ვისი გშურთ, ან რატომ - რამდენს დაუმსახურებლად აქვს ამაზე მეტი სიმდიდრე, ალას რატომ არ უნდა ჰქონდეს? გემოვნებაზე კი არ დავობენ - თქვენ იცხოვრეთ ისეთ სახლში, რომელიც არ იქნება "გოიმური და მასონური".
dudu 2016-02-05 11:59
sufta masonis saxli drakuebit

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები