ამაზონის მფლობელმა ეს ვილა რეკორდულ თანხად, 165 მლნ დოლარად შეიძინა

კომპანია "ამაზონის" დამფუძნებელმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ეს ვილა 165 მლნ დოლარად შეიძინა. ეს სახლი გასული საუკუნის 30-იან წლებში კინოსტუდია უორნერ ბრაზერსის დამფუძნებლისთვის აშენდა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სტანდარტებით ვილა არცთუ
თანამედროვედ გამოიყურება, ფასს ის ფაქტორი მატებს, რომ მას სტუმრობდნენ მერილინ მონრო, ავა გარდნერი...


ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ სახლი ვიზუალურად განსაკუთრებული ნამდვილად არ არის და სულაც არ ღირს იმდენი, რამდენსაც მასში ითხოვენ, თუმცა ფასს მას მატებს ისტორია და არა ვიზუალი.


არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფას
ის ზრდაში სახლის მდებარეობამ და გაბარიტებმა - ის 3,6 ჰექტარზეა გადაჭიმული.

ვილა გეორგიანულ სტილშია გაფორმებული და 1260კვ-მ გახლავთ. როგორ უკვე აღვნიშნეთ, სახლი დიდად არ გამოირჩევა სიმდიდრით, თუმცა ბეზოსის გემოვნებას აბსოლუტურად აკმაყოფილებს.

შემოგთავაზებთ კოლაჟს და თავად დარწმუნდით და გამოიტანეთ დასკვნა, ღირს თუ არა ეს სახლი 165 მლნ დოლარი.








კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები