ეს სახლი რომ იყიდა, ხავსით იყო დაფარული, ახლა კი ნამდვილი სასახლეა... - სტუმრად დონატელა ვერსაჩეს მდიდრულ აპარტამენტებში

გამოთქმა, რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არ არისო, ცნობილ დიზაინერ დონატელა ვერსაჩეს ნამდვილად არ ეხება. ის ხავერდსა და აბრეშუმს აიძულებს ისე იბრწყინოს, რომ თვალს ვერ გაუსწორებ, თუმცა ეს მას მსოფლიო მოდის ფონდში ადგილის დამკვიდრებაში ხელს ნამდვილად არ უშლის.
დონატელა ვერსაჩეს სახლში ბრჭყვიალებს ყველაფერი, ბალიშით დაწყებული ონკანით დამთავრებული.

ოჯახური ამბები


1997 წელს ჯანი ვერსაჩეს ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მის ცნობილ და წარმატებულ მოდის სახლს ყველა განადგურებასა და გაქრობას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა მისმა უმცროსმა დამ, რომელიც კომპანიას ჩაუდგა სათავეში, არა მხოლოდ გადაარჩინა კომპანია, არამედ საგრძნობლად
გაზარდა ის.

მან დააარსა სასტუმროების ქსელი, რომელიც საკუათარი კომპანიის ავეჯით აღჭურვა. პირველი სასტუმრო დონატელამ ავსტრალიაში გახსნა 200 წელს, თუმცა ვინც მას პირადად იცნობს, არ გაკვირვებია მისი ეს წარმატებები, პატარა დაიკო ხომ ჯანის მუზაც გახლდათ და როგორც ამბობენ, მისი შეფასების გარეშე ჯანი არც ერთ ესკიზს არ ამტკიცებდა. დონატელა კომპანიაში ოფიციალურად პიარისა და რეკლამის მხრივ იყო პასუხისმგებელი, თუმცა კომპანიის მართვაში დიდი წვლილი რომ მიუძღოდა, ყველამ კარგად იცოდა.

ჯანიმ საყვარელ დას მიუძღვნა სუნამო ბლონდე და ვერსუს ხაზის მთავარი დიზაინერი გახადა.
მოდისადმი სწრაფვა ვერსაჩეებს გენეტიკურად. ჯანისა და დონატელას დედაც მკერავი გახლდათ, რომელიც ცოლად ბიზნესმენს გაჰყვა. წყვილი პროვინციაში ცხოვრობდა და სულ ოთხი შვილი ჰყავდა. ჯანი 1946 წელს დაბადა, მისი მომავალი მუზა კი - 10 წლის შემდეგ. მიუხედავად ასაკში სხვაობისა, და-ძმა ერთმანეთთან ძალიან ახლო იყო.

ამბობენ, რომ ახალი მოდელის შექმნის დროს მამაკაცის სამოსს ყოველთვის პირველ რიგში ჯანი ირგებდა, ხოლო ქალის სამოსს უმცროს დას, დონატელას არგებდა. გათხოვებითაც კი ჯანის კურთხევით გათხოვდა - მის ერთ-ერთ მანეკენს გაჰყვა ცოლად.
სიკვდილის შემდეგ თითქმის მთელი თავისი ქონება ჯანიმ დონატელას ქალიშვილს, ალეგრეს დაუტოვა.

ვერსაჩე და ინტერიერის დიზაინი

ოცი წლის შემდეგ

მოდის იმპერიის სათავეში ყოფნა ადვილი ნამდვილი არ არის. ამას ალბათ ყველა ხვდება.
დონატელა ვერსაჩე მუდმივ მოძრაობაშია. მას მთელ მსოფლიოში უამრავი სახლი და ბინა აქვს, თუმცა დიდი ხნით არსად ცხოვრობს. ყველაზე ხშირად კი მისი ნახვა მილანის ამ ორსართულიან სახლშია შესაძლებელი. სხვათა შორის, მეორე სართული მის სახლს სულ ცოტა ხნის წინ დაემატა.
ეს ძველი სახლი დონატელამ 1986 წელს იყიდა. გარედან სულ ხავსით იყო დაფარული. ინტერიერი დიზაინერ რენცო მონჯარდინის ჩააბარა. დიზაინერმა საკუთარი საქმე ისე კარგად გააკეთა, რომ 20 წლის განმავლობაში სახლის მეპატრონეებს აქ არაფრის შეცვლა არ დასჭირვებიათ.

თუმცა დრო გადის, დონატელას შვილები წამოეზარდნენ და მან გადაწყვიტა, რომ გაფართოება არ აწყენდათ, ამიტომ შეიძინა სახლის ზედა სართული და მისი გაკეთებაც ასევე მონჯარდინის კომპანიას დაავალა.

უნდა ითქვას, რომ კომპანიამ დამკვეთების გაოცება ნადვილად შეძლო, მეორე სართული აბსოლუტურად პირველის სტილშია, დახვეწილი და ორიგინალური, თუმცა პატარა სხვაობა მაინც არის.

პირველი სართული დონატელამ ახალგაზრდებს გადასცა, მეორე სართულზე კი თავად ცხოვრობს. ეს მის პირად მოსასვენებელ ზონად, მის სამფლობელოდ ითვლება, რომლის მოწყობის დროსაც მოქმედებდა მხოლოდ ერთი პრინციპით - მე ასე მსურს!
ასე გაჩნდა აქ მაგალითად აბაზანა, რომელიც ლამის რთი ფეხბურთის მოედნის ზომის არის.

თავად დონატელა იხსენებს, რომ ხელოსნებს სთხოვდა, აბაზანა უფრი დიდი ყოფილიყო, კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო და საბოლოოდ უკვე გამზადებული და დასრულებული აბაზანის კედელი დაანგრია და მას კიდევ სამი მეტრი დაუმატა, ბოლოს მიიღო ის, რაც მიიღო და მხოლოდ ამის შედეგ დამშვიდდა.

ასეთივე მონდომებით ირჩევდა სახლის გასაფორმებლად ნახატებს. პირველ სართულზე თუ კლასიკოსების ნამუშევრები აქვს, მეორე სართული მთლიანად თანამედროვე ავტორებს ეთმობათ. დონატელა ამბობს, რომ მას იზიდავს ყველაფერი თანამედროვე.
ამ ქალბატონის სახლის ინტერიერი განსაკუთრებული და მართლაც საოცარია, აქ ნახავთ ლეოპარდის ტყავს, ბევრ ხავერდს და ა.შ.
როგორც უკვე გითხარით, აქ ყველაფერი ბრჭყვიალებს.

კომენტარები

ნანა 2021-05-20 12:26
გმოვნებაზე არ დაობენ მაგარმ ვერ მოვიხიბლე ძალაინ ზედმეტობეია თვალი დაიღალა
მზია 2021-05-20 11:12
დახვეწილი ნამდვილად არაა, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს
Თამარი 2021-05-20 10:33
Ამას ქვია ზიზილ-პიპილო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები