როგორ სახლებში ცხოვრობდნენ ვარსკვლავები ბავშვობაში და როგორ ცხოვრობენ ახლა


ალბათ ძნელი იქნება იმის დაჯერება, თუ როგორ მოკრძალებულად ცხოვრობდნენ ცნობილი ვარსკვლავები ბავშვობაში.

რიანა


რიანა, იგივე რობინ ფერტი, ორ პატარა ძმასთან ერთად ბარბადოსში, სამოთახიან სახლში გაიზარდა. ოჯახს უჭირდა და გოგონა იძულებული იყო თავის სარჩენად მამას ტანსაცმლის გაყიდვაში დახმარებოდა.

თუმცა, პოპულარობის მოპოვების შემდეგ, მალევე, რიანა საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 2018 წელს მან აუქციონზე გაიტანა საუცხოო სახლი ჰოლივუდში. სახლი, რომლსაც ჰქონდა 5 საძინებელი და 6 აბაზანა 3 მლნ დოლარად შეფასდა. სახლის გაყიდვა მომღერალმა მას შემდეგ გადაწვიტა, რაც მძარცველები შეიჭრნენ, მართალია, ისინი პოლიციამ დააკავა, მაგრამ
რიანამ იმ სახლში ცხოვრება ვეღარ გააგრძელა.








ტეილორ სვიფტი


მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვალვი პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქ რედინგში დაიბადა. 5 წლის წინ მან გადაწყვიტა მშობლიურ მხარეს დაბრუნებოდა. კერძო თვითმფინავით ოჯახის წევრებთან ერთად რედინგში ჩაფრინდა, რათა ქალაქის ქუჩებში გაესეირნა.

ტეილორის თაყვანისმცემლებმა მას შემდეგ გაიგეს, როგორც ცხოვრობს დღესდღეობით ვარსკვლავი, რაც მან 2018 წელს საკუთარი სახლი, რომელიც ბევრლი ჰილზში მდებარეობს, აუქციონზე გაიტანა. 4 საძინებლიანი და 5 აბაზანიანი საოცარი სახლი ვარსკვლავმა 3 მლნ. დოლარად შეაფასა, თუმცა მოთხოვნა არც ისე დიდი იყო და იძულებული იყო 300.000 დოლარი დაეკლო.









მომღერლის ახალი სახლი ისევ ბევერლი ჰილზში მდებარეობს, თუმცა მისი ნახვის საშუალება თაყვანისმცემლებს, სამწუხაროდ, ჯერ არ მისცემიათ.

პოლ მაკარტნი


პოლ მაკარტნი დაიბადა და გაიზარდა ლივერპულში. მომღერლის ოჯახი საკმაოდ მოკრძლებულად ცხოვრობდა. დედა მედდა გახლდათ, მამა - მუშა. მათი შემოსავალი კვირაში სულ რაღაც 6 ფუნტს შეადგენდა. ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს, ასე რომ მოზარდობის ასაკი მომღერალმა ფორტლინ როუდზე, 20 ნომერში, აგურის სახლში გაატარა. ეს პოლ მაკარტნის ბოლო სახლი იყო ლევრპულში, სადაც ბითლზების, სულ მცირე, 100 სიმღერა მაინც დაიწერა.

ამჟამად პოლ მაკარტნი აშშ-ში, არიზონაში ცხოვრობს. მას აქვს სახლები ლონდონსა და ბევერლი ჰილზშიც. ბევერლი ჰილზის სახლს თავისი ისტორია აქვს. მომღერალმა ეს სახლი კორტნი ლავისგან 2001 წელს შეიძინა მოდელ ჰიზერ მილსსთან ნიშნობის საჩუქრად. თუმცა 5 წლის შემდეგ წყვილმა დაშორების შესახებ გააკეთა განცხადება, სახლი კი განხეთქილების ვაშლად იქცა. საინტერესოა, რომ ამ სახლში გაატარა თავისი უკანასკნელი დღეები პოლ მაკარტნის საუკეთესო მეგობარმა ჯორკ ჰარისონმა.


ჯენიფერ ლოპესი


მე ისევ კვარტლელი ჯენი ვარ - ასე ამბობს მომღერალი ერთ-ერთ თავის სიმღერაში. ამის დასადსტურებლად რამდენიმე წლის წინ ჯენიფერმა ჟურნალისტებთან ერთად მოინახულა ის ადგილი, სადაც ბავშვობა გაატარა. მომავალი ვარსკვლავი ბრონქსში, მრავალბინიან სახლში ცხოვრობდა. საინტერესოა, რომ სახლის ახალმა მეპატრონემ ჯენიფერ ლოპესი საერთოდ ვერ იცნო.





















ფოტოზე კი ის სახლია აღბეჭდილი სადაც ჯენიფერი საქმროსთან, ალექს როდრიგესთან ერთად დასახლდა. კუნძულ მაიამიზე მდებარე ეს სახლი ვარსკვლავს 40 მლნ. დოლარი დაუჯდა. სახლში არის 12 აბაზანა, უზარმაზარი აუზი და საკუთარი გასასვლელი ზღვაზე.


ანჯელინა ჯოლი


სხვა ვარსკვლავებთან შედარებით ანჯელინა ჯოლის ბავშვობის სახლი მშვენივრად გამოიყურება. სწორედ აქ გაატარა ცნობილმა მსახიობმა ბავშვობის უმნიშნელოვანესი წლები. სახლი ნიუ იორკის შტატში მდებარეობს, ქალაქის ცენტრამდე სულ რაღაც 25 წუთის სავალზე.



აქ ანჯელინა დედასთან, მარცელინ ბერტრანთან ერთად ცხოვრობდა. სახლი 1958 წელს არის აშენებული. აქ არის 4 აბაზანა, 4 საძინებელი და 9 მეტრი სიმაღლის უზარმაზარი მისაღებით.


ამჟამად მსახიობს ბევრი სახლი აქვს, თუმცა ძირითადად ლოს ანჯელესში, ლოს ფელისის რაიონში ცხოვრობს. სახლი ცნობილ რეჟისორს სესილ ბლაუნტ დემილიოსს ეკუთვნოდა.








სახლი ვარსკვლავს 24,5 მლნ.დოლარი დაუჯდა. აქ არის 6 საძინებელი, 10 აბაზანა, პატარა სახლი აუზთან, ცალკე სახლი სტუმრებისთვის, სტუდია და დიდი ბიბლიოთეკა.

ემინემი


მარშალ მეტერსი, იგივე ემინემი მისურის შტატის პატარა ქალაქ სენტ-ჯოზეფში დაიბადა. ოთხბავშვიან ოჯახში ემინემი უფროსი შვილი იყო. სამწუხაროდ, მარშალის მამა ოჯახიდან ჯერ კიდევ მაშინ წავიდა, როდესაც ბავშვი სულ პატარა იყო.

ცნობილმა რეპერმა და-ძმასთან და დედასთან ერთად მთელი ბავშვობა ღარიბ რაიონში გაატარა, კერძოდ დეტროიტშ, სადაც ძირითადად, აფროამერიკელები ცხოვრობდნენ და პატარა მარშალს კანის ფერის გამო არაერთხელ მოხვედრია.
2013 წელს ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ემინემის სახლი დაენგრია, თუმცა ამ სახლის ფოტო ემინემის ორი ალბომის გარეკანზეა აღბეჭდილი.


ამჟამად ვარსკვალავი მიჩიგანის შტატში, უზარმზარ სახლში ცხოვრობს. სახლის ფართობი 1405 კვ. მეტრია. სახლში არის 6 საძინებელი, 9 აბაზანა, აუზი და 5 მანქანისთვის განკუთვნილი ავტოფარეხი.

არნოლდ შვარცნეგერი


რკინის არნის ბავშვობამ ავსტრიაში ჩაიარა. შვარცნეგერი და მისი ოჯახი საკმაოდ მოკრძალებულ ორსართულიან სახლში ბინადრობდა. დღესდღეობით აქ მსახიობის ცხოვრებისადმი მიძღვნილი მუზეუმი მდებარეობს.







დღესდღეობით შვარცნეგერი ლოს ანჯელესში, 1350 კვ.მ ფართის სახლში ცხოვრობს, სადაც არის 7 საძინებელი, 10 აბაზანა, აუზი, ჩოგბურთის კორტი, სატრენაჟორო დარბაზი, სამუშაო კაბინეტი და მრავალი სხვა რამ.


ზაკ ეფრონი


ზაკ ეფრონი კალიფორნიაში დაიბადა, პატარა ქალაქ სან ლუის ობისპოში. მისი ბავშვობის სახლი საკმაოდ მყუდროდ და საყვარლად გამოიყურება.
მისი ახლანდელი სახლი კი ბავშვობის სახლიდან სულ რაღაც 320 კმ-ს მოშორებით მდებარეობს. მსახიობი ლოს ანჯელესში ბინადრობს, რომელიც 2013 წელს 4 მლნ. დოლარად შეიძინა.


სახლის ფართი 5640 კვ.მ-ია. სახლს აქვს 5 აბაზანა, 5 საძინებელი, სათამშო ზონა ბილიარდის მაგიდით, სატრენაჟორო დარბაზი აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით, ღვინის მარანი და საოცარი ხედი ლოს-ანჯელესზე.



კომენტარის დამატება