როგორი სახლი უყიდა ლეონარდო დი კაპრიომ დედას

ეს ვილა ლეონარდო დიკაპრიომ სულ ცოტა ხნის წინ საყვარელ დედას უყიდა. სახლი მსახიობს, ჯესი ტეილორ ფერგიუსონს ეკუთვნოდა და მასში ლეონარდომ 7,1 მლნ. დოლარი გადაიხადა.

უსაყვარლესი თეთრი სახლი ლოს ანჯელესის ფეშენებელურ რაიონ ლოს ფელისში მდებარეობს. ცნობილი მსახიობი დიდი ხანია გატაცებულია ყიდვა-გაყიდვით, მის კოლექციაში უკვე ფიგურირებს სახლის ლოს ანჯელესში, რომელიც 1990 წელს მადონასგან შეიძინა, ასევე სახლი პალმ სტრინგსში, რომელიც 1940-50 წლებში მომღერალ დინა შორისთვის აშენდა, დიკაპრიომ კი ის 2014 წელს შეიძინა და ბოლოს საოცარი სახლი მალიბუში, რომელიც 23 მლნ. დოლარად არის შეფასებული.
ეს სახლი მსახიობმა საკუთარ კოლექციას 2017 წელს შეჰმატა.



ეს ყველფერი არ არის, რასაც მსახიობი ყიდულობს, იგი სახლებს ოჯახის წევრებს ჩუქნის ხოლმე. რამდენიმე წლის წინ იგივე ლოს ანჯელესში სახლი მამასაც შეუძინა, თავად კი კვლავ ორსართულიან სახლში ცხოვრობს სანსეტის ბულვარში, რომელიც მშობლების სახლიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალ გზაზეა.



ახალი შენაძენი მართლაც წარმატებულია. ის ლოს-ანჯელესში ერთ-ერთი ულამაზესი სახლია. სახლი ესპანურ კოლონიალურ სტლშია აგებული და 464,5 კვ.მ-ს მოიცავს. აქ არის მყუდრო მწვანე ბაღი, ღია აუზი, ბევრი ღია ტერასა და დასასვენებელი ზონა.


სახლს აქვს 4 საძინებელი და 6 აბაზანა. მაღალჭერიანი მისაღები და სასადილო ოთახები ღია აივნებით. სახლი 1928 წელს აშენდა, თუმცა განახლდა ისე, რომ შენარჩუნდა ისტორიული დეტალები, კერძოდ თაღები, სახურავი, იატაკი, ვიტრაჟები, მრავალრიცხოვანი ბუხრები, განიერი კიბეები, მოჩუქურთმებული შესასვლელი კარი და ჭერიც კი.



დიდკუნძულიანი სამზრეულო უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. მისაღები კი საშინაო კინოთეატრად გამოიყენება.
ყველა ოთახში ფანჯრიდან იშლება საუცხოო ხედი და გამწვანებული ლანდშაფტი. ულამაზესი კიბეები შადრევნისკენ ჩადის. სახლში ასევ არის სპა ზონა და ოთახები იოგისა და მედიტაციისთვის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები