იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი სოფო რევია ორი წლის წინ დასახლდნენ აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სახლში, რომელიც საკუთარი შრომით შეიძინეს და თავისი ხელით მოაწყვეს.
ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, სახლი კი განსაკუთრებით საყვარელია. როგორც წყვილი ამბობს, ეს არის სივრცე, სადაც ყველა მშვიდად, კომფორტულად და მყუდროდ გრძნობს თავს. აქაურობას განსაკუთრებით ახალისებენ ნიკოლოზი და ანდრია. ძმებს ყველა კუთხე-კუნჭული ათვისებული აქვთ და თუ სადმე რამე დაზიანდება, ეს მათი დამსახურებაა.
ვახო:
- სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, მთელი ჩემი სამყაროა თავმოყრილი. იმდენად მინდოდა საკუთარი
შრომით, შესაძლებლობებით შემეძინა სახლი, რომ როცა აქ გადმოვედით, არც კი მჯეროდა. სახლი ჩემთვის ასოცირდება ოჯახთან, სიყვარულთან, თბილ კერასთან. ყველაფერი ისე მოვაწყვეთ, რომ თავი კომფორტულად და მშვიდად გვეგრძნო.
- როდის შეიძინეთ ეს სახლი და შერჩევის დროს რას მიანიჭეთ უპირატესობა, რა ფაქტორები იყო მნიშვნელოვანი?
- ორი წლის წინ შევიძინეთ შავი კარკასი. როცა სანახავად შემოვედით, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ კედლები იყო, მყუდროება ვიგრძენით. სახლის ერთი ნაწილიდან მთელი ქალაქი ხელისგულივით მოჩანს, მეორედან კი სოფელ დიღმის ხედი იშლება. რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მოსახერხებელია ჩემთვის, სამსახურთან ვარ ახლოს. ამასთან, ჩემმა ახლობლებმა ააშენეს ეს კორპუსი და ვიცოდი, რომ ნამდვილად ხარისხიანად აშენებდნენ.
- ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ. რემონტის პროცესში რამდენად ახერხებდით მონაწილეობას? ვინ უძღვებოდა ამ საქმეს?
- რემონტი ძირითადად სოფომ ითავა, თუმცა პერიოდულად მეც ვერთვებოდი. სამსახურის მერე გამოვრბოდი, ერთი სული მქონდა მენახა, რა ეტაპზე იყო სამუშაოები. ფაქტობრივად სოფომ უხელმძღვანელა რემონტს. თუმცა ერთმანეთს ვუთანხმებდით ყველა დეტალს - ფერებს, ავეჯს, განათებას. პირველ რიგში ვცდილობდით, რომ ინტერიერი კარგი განწყობის მომტანი ყოფილიყო. ღია ფერებს მივანიჭეთ უპირატესობა. ძალიან გვინდოდა, რომ ბევრი ნახატი გვქონოდა და ასეც არის.
- ძალიან მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ნამუშევრებია. ვისი ნახატებია განთავსებული ინტერიერში?
- გვაქვს გია ბუღაძის, ნიკო ცეცხლაძის, ზურა გომელაურის, ოლეგ ტიმჩენკოს, ანა მაღლაკელიძის, ბექა ხუცურაულის, მამუკა ცეცხლაძის და სხვათა ნამუშევრები. სხვათა შორის, მეც ვხატავ და ჩემი ნახატებიც არის კედლებზე განთავსებული.
ძალიან მიყვარს პოსტერებიც, ამიტომ ნახატებთან ერთად მათაც ნახავთ მისაღები ოთახის კედელზე.
- სოფო, ვახომ აღნიშნა, რომ რემონტი თქვენ ითავეთ. რთული არ იყო? გქონდათ ამ მიმართულებით რაიმე გამოცდილება?
სოფო:
- დავიწყოთ იმით, რომ სანამ რემონტს დაიწყებ, კარგად უნდა გქონდეს შემუშავებული ხელოსნებთან ურთიერთობის მენეჯმენტი. ამისთვის ცალკე კურსები უნდა გაიარო. ამ კურსებს გადიხარ, დიპლომს იღებ და იწყებ მათთან ურთიერთობას. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე მქონდა რემონტთან შეხება და შესაბამისად გამოცდილებაც, მარტივი მაინც არ იყო. ხელოსნების ნაწილთან (რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ) ზოგჯერ საჭიროა კატეგორიული ტონით საუბარი. ვახოს არ აქვს მკაცრი და მომთხოვნი ხასიათი, ამიტომ მათთან ურთიერთობის სირთულეებმა ჩემს მხრებზე გადაიარა.
რემონტის დასრულების შემდეგ იმხელა გამოცდილება დამიგროვდა, ვახოს მეგობრებიც კი მირეკავდნენ რჩევებისთვის. ცალკე „ხელოვნებაა“, ელიავას ბაზრობაზე რომ მიდიხარ და გამყიდველებს ესაუბრები. რადგან გოგო ხარ, ჰგონიათ, არაფერი იცი და ადვილად მოგატყუებენ... თუმცა საუბარში ხვდებოდნენ, რომ ბრმად არ ვიყავი მისული, ყველა საკითხში ვერკვეოდი და ეღიმებოდათ. შემდეგ სხვანაირად იწყებდნენ ლაპარაკს.
ვახო:
- იმდენად დიდი იყო „მუღამი“, დროულად დაგვესრულებინა რემონტი და გადმოვსულიყავით საცხოვრებლად, რომ არანაირ სირთულეს არ ვეპუებოდით. ფაქტობრივად, არც ვიღლებოდით. მე ბოლომდე ვიყავი სოფოზე მინდობილი და მცირედი დროც თუ მიჩნდებოდა, მაშინვე ვერთვებოდი პროცესში.
- თუ იყო ისეთი საკითხი, რაზეც ვერ შეთანხმდით?
- ჩვენი სახლი არ არის დასრულებული. „პრობლემური“ საკითხები რაც არის, ჯერ გასაკეთებელია. თუმცა, იმედია, მარტივად შევთანხმდებით. ზოგადად არ ვართ რადიკალურები, ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს, გემოვნებას და არ გვიჭირს შეთანხმების მიღწევა.
- ავეჯი ვისი გემოვნებით არის შერჩეული?
- ავეჯიც ერთმანეთთან შეთანხმებით შევარჩიეთ. რბილი ავეჯის შერჩევისას უპირატესობა მივანიჭეთ ღია ფერს და ამას ძალიან ვნანობთ. ნიკოლოზი და ანდრია მოზარდები არიან, ბევრს ცელქობენ. ეს არის მათი სათამაშო ადგილი, ბატუტი, ზოგჯერ სამზარეულოც და ხშირად გვიწევს ქიმწმენდის ჩატარება, რის გამოც ნაადრევად შეილახა. ნიკოლოზი ხშირად შეგიძლიათ იხილოთ სამზარეულოში ქვაბების კარადაში, მაგიდაზე, ჭურჭელთან და ა.შ. ყველა ადგილი აითვისეს და თუ რამე შელახულია, მათი დამსახურებაა. ერთხელ ნიკოლოზს კედლების მოხატვის მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ ავუხსენით, რომ არ შეიძლებოდა და მას მერე აღარ გაჰკარებია.
- ძალიან განსხვავებული სამზარეულო გაქვთ, არა სახლური, თითქოს კაფეში ხარ...
- სახლი სტუდიოს ტიპისაა. იყო იმის საშუალება, სამზარეულო ცალკე გამოგვეყო, მაგრამ ვარჩიეთ, ერთ სივრცეში მოგვექცია, რომ მისაღები ოთახი არ ყოფილიყო მოსაბეზრებელი. ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც გაგვიკეთა სამზარეულო. ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც გვინდოდა და გვქონდა წარმოდგენილი.
ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. ვინაიდან სულ გასული ვარ, სოფოს ძირითადად უწევს ისეთი კერძების მომზადება, რასაც ბავშვები მიირთმევენ, მაგალითად, წვნიანები, ფაფები, წიწიბურა და ა.შ. თუ ერთი დღე მაინც მაქვს თავისუფალი, რომელიც შინ უნდა გავატარო, აუცილებლად ვყიდულობ ხორცს და ვამზადებ ხორციან კერძებს. ჩემი წინსაფარიც მაქვს სამზარეულოში, რომელსაც მხოლოდ მე ვიყენებ.
- ძალიან გიყვართ მცენარეები და მრავლადაც გაქვთ. ვინ უფრო უვლის ყვავილებს?
- აივანი ისეთი მოცულობის იყო, რომ თავისუფლად შეგვეძლო გაგვეხარებინა მცენარეები. ერთი ქოთნით დავიწყეთ და ნელ-ნელა გავამრავლეთ. მერე მთელი აივანი გაივსო.
სოფოს მოეწონა მცენარეებთან ურთიერთობა და დიდი სიყვარულით უვლიდა. ეს აზარტი მეც გადმომედო და ვისწავლე მათი მოვლა. ულამაზესი სანახავია გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, როცა ყველაფერი ერთად ყვავილობს. ახლა ისევ დავიწყებთ მათ განახლებას, რომ უფრო ლამაზი იყოს ჩვენი აივანი.
- სოფო, როგორი მამაა ვახო და ბავშვებთან როგორ ატარებს იმ მცირედ დროს, რაც სამსახურის შემდეგ რჩება?
სოფო:
- საკმაოდ ნაყოფიერად. იმდენად ცოტა დრო რჩება, ისიც თუ არ დაუთმო ბავშვებს, გამოდის, რომ საერთოდ ვერ ჩამოაყალიბებს მამობრივ ურთიერთობას შვილებთან. ბავშვებს სულ ენატრებათ მამა. ძილის რეჟიმიც კი არეული აქვთ, რადგან ყოველ საღამოს ელოდებიან, არ იძინებენ მამის უნახავად. შვილებთან არასოდეს იმჩნევს დაღლილობას, ყოველთვის ეთამაშება, ასწავლის, უკითხავს.
- ვახოს მაყურებელი უდარდელ, მხიარულ ადამიანად იცნობს. სახლში როგორია, ხშირად გამხიარულებთ?
- როცა მუშაობს, მაშინ არ მოდის ხოლმე მხიარულ და უდარდელ ხასიათზე. ძალიან იღლება. წარმოიდგინეთ, მთელი დღე რომ ვიღაცის გასამხიარულებლად იხარჯები, საღამოს სახლში ამის ხასიათზე აღარ ხარ. ყველანაირი ემოციისგან დაცლილი ბრუნდება. თუმცა ბავშვებთან ყოველთვის მხიარულია.
პანდემიის დროს, როცა ხანგრძლივად მოუწია შინ ყოფნამ, სულ ჩვენს განწყობაზე ზრუნავდა. სწორედ მან გადაგვატანინა ეს რთული ეტაპი.
- როგორია თქვენი ოცნების სახლი?
ვახო:
- ვერ ვიტყვი, რომ აქ ვერ ვეტევით, ან არ გვაკმაყოფილებს ის, რაც გვაქვს, მაგრამ ძალიან მინდა კერძო სახლი. ეზო ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. უკვე წამოიზარდნენ, უნდათ ენერგიის დახარჯვა, სირბილი, ცელქობა და აქ კი იმხელა გასაქანი არ აქვთ. ამასთან, როგორც გითხარით, ძალიან გაგვიტაცა მცენარეების, ყვავილების და მიწის სიყვარულმა. მებაღეობისთვის მეტი საშუალება გვექნებოდა და ლამაზ ბაღს გავაშენებდით. თუ როდისმე ამის ფუფუნება გვექნება, სიამოვნებით გადავალთ კერძო სახლში საცხოვრებლად. არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ გრანდიოზულ ვილაში ვიცხოვროთ. პატარა, ლამაზი, ეზოიანი სახლიც საკმარისი იქნება ჩვენთვის.
მერი ბლიაძე

კომენტარები