ბრედ პიტის ქვითა და ხით მოპირკეთებული მოდერნისტული ვილა ლოს-ანჯელესში

რამდენიმე წლის წინ კინემატოგრაფები მოულოდნელმა სიახლემ გააოცა, თითქოს ბრედ პიტი პროფესიის შეცვლას და არქიტექტურით დაკავებას აპირებდა. მადლობა ღმერთს, ეს ნიჭიერი მსახიობი კინოს არ ჩამოშორებია, თუმცა არქიტექტურით რომ არის გატაცებული, ფაქტია და არქიტექტურის გურუსთან, ფრენკ გერისთანაც ძალიან დაახლოვდა.

ამ ფლაგმანით ბრედ პიტი დიდი ხანია გატაცებულია, თუმცა კერპთან დაახლოება და გაცნობა მხოლოდ 2014 წელს მოახერხა. შედეგად, ორი ვარსკვლავი არა მხოლოდ დამეგობრდა, თანაავტორებიც გახდნენ. ერთად პირველად ერთ-ერთ არქიტექტურულ ფორუმზე გამოჩნდნენ, რომელიც ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ბიზნეს რაიონის გადაკეთებას ეძღვნებოდა და არქიტექტურის მეფემ პიტი, როგორც საკუთარი
კომპანიონი, ისე წარადგინა.
ბრედ პიტს ესაჭიროებოდა არქიტექტორები, რომლებიც იმუშავებდნენ არა მის მაგივრად არამედ მასთან ერთად.

იმავე წელს კანში ბრედ პიტმა სახალხოდ განაცხადა, რომ არქიტექტოროს კარიერას იწყებდა.
- ლოს-ანჯელესი ბეტონის უდაბნოა, - განაცხადა ბრედმა, - იმედი მაქვს, რომ შევძლებ მის გადასხვაფერებას.

ეს ერთადერთი ქალაქი არ არის, რომლის გადასხვაფერებაც უნდა ბრედს, ნიუ ორლეანზეც იგივეს ფიქრობს. ეს კატრინას ქარიშხალის შედეგია, რომელიც უნდოდა აღმოეფხვრა. ბრედ პიტმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებულ საუკეთესი პროექტს დააფინანსებდა. ასევე ხაზი გაუსვა, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იყოს ხალხის ინტერესები.

ბრედ პიტის არქიტექტურული გატაცებები მხოლოდ ამერიკით როდი შემოიფარგლება. გერისთან ერთად იგი დიდი ბრიტანეთის უმსხვილეს პროექტებშიც იღებდა მონაწილეობას.
მსახიობი ხმამაღლა აცხადებს, რომ არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომელთა აზრსაც ითვალისწინებს და რომელთაც პატივს სცემს. ერთ-ერთი ასეთი გარია, რომელმაც მას უთხრა, თუ არ იცი იმ გზის დასასრული, რომლითაც მიდიხარ, უმჯობესია გაჩერდე. ბრედ პიტი აღიარებს, რომ ის აბსოლუტურად ეთანხმება ამ გამონათქვამს და ცდილობს ცხოვრებაშიც მისით იხელმძღვანელოს. ეს სიტყვები მისთვის ერთგვარი კოდექსია, რომელსაც ემორჩილება და მიჰყვება.

ფრენკისადმი პატივისცემის მიუხედავად, ბრედმა საკუთარი სახლის მშენებლობა სხვა არქიტექტურულ კომპანიას შეუკვეთა და შედეგიც საკმაოდ შთამბეჭდავი მიიღო.
ეს გახლავთ მსახიობის როგორც სამუშაო სტუდია, ისე სასტუმრო სახლი. მეპატრონის დაკვეთით სახლი ქვითა და ხით არის მოპირკეთებული. სახლში არის ასევე შენიღბული თაროები.

- ეს სახლი მეპატრონის განსახიერებაა, - ამბობს არქიტექტორი, - სპორტული და განათლებული ადამიანის, რომელსაც უყვარს ხელოვნება და არქიტექტურა, ბუნება და ადამიანები, ასევე განმარტოებადა ფიქრი. მინიმუმ ავეჯი და მაქსიმუმ ღია სივრცე. ეს არის ბრედ პიტის სახლის მთავარი მახასიათებელი.

კომენტარები

Natali 2021-09-10 14:13
პატრონივით მომხიბვლელია,,
უცხო კაცი 2021-09-10 13:52
რა ვქნა, ბრედ პიტისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ ვიტყვი - ეს რა ვნახე-მეთქი! მე მგონი, არ ღირს ამ კარგი მსახიობის მოცდენა არქიტექტურისთვის...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები