ტომ კრუზის რანჩო კოლორადოში 39,5 მლნ დოლარად გაიყიდა - ფოტოები

ამ სახლში ტომ კრუზი მსახიობ ქეთი ჰოლმსთან ერთად ცხოვრობდა. მთავარი სახლი, მოპირკეთებული ხითა და ქვით ლანდშაფტს ჰარმონიულად ერწყმის. ინტერიერში კი მთელი ყურადღება მთებისკენ არის მიმართული, რომლის ხედიც უზარმაზარი ფანჯრებიდან იშლება.
ხის ელემენტები საოცარ ალპურ ატმოსფეროს ქმნის. სახლში არის ოთხი საძინებელი, ერთი სასტუმრო და ერთი სასადილო ოთახი. ასევე სატრენაჟორო დარბაზი, მოსასვენებელი ოთახი და ბიბლიოთეკა.

სამ საძინებლიანი სტუმრების სახლი ეზოში ცალკეა განთავსებული და ხეებშია მიმალული.
რანჩოს ტერიტორია 129 ჰექტარ მიწას მოიცავს. აქ არის მოე
დანი კალთბურთისთვის, ჰოკეისთვის, ჩოგბურთის კორტები, მოტოკროსის ტერასები, სალაშქრო ბილიკები და ა.შ. ერთი სიტყვით, კაცი ვერ მოიწყენს.




კომენტარის დამატება