ცნობილი ვარსკვლავების სამზარეულოები

სასადილო ოთახი ნებისმიერი სახლის უმთავრესი ნაწილია და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც სადილების მომზადება უყვარს. აქ ვუმასპინძლდებით სტუმრებს, აქ ვატარებთ დროს ჩვენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად. გთავაზობთ ექსკურსიას ცნობილი ვარსკვლავების სასადილო ოთახებსა თუ სახლებში.

მეგ რაიანი

მეგ რაიანის საოცარი სახლი კუნძულ მარტას ვინიარდში მართლაც სამოთხეა. სამზარეულო თითქმის მთლიანად შემინულია, რათა რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი განათება იყოს. ძირითადი აქსესუარები მუხის ხისგან არის დამზადებული.


ჰილარი სუონკი

ეს ქალბატონი მიიჩნევს, რომ სახლი მინიმალისტურ სტილში უნდა იყოს მოწყობილი. მისი სახლი
დან საუცხოო ხედი იშლება მანჰეტენზე. სამზარეულოც აკადემიური და არადატვირთულია.


აირინ ლაუდერი

მან სახლი მემკვდრეობით მიიღო ესტე ლაუდერისგან. შვილიშვილმა გადაწყვიტა სახლი უფრო თანამედროვედ მოეწყო, თუმცა შეინარჩუნა მთავარი, ბებიის საყვარელი ფერები.


ინეს დელა ფრენსაჟი

ამ ტოპ მოდელის დახვეწილი გემოვნება არა მარტო მის ლუქებში გამოიხატება, არამედ სახლის დიზაინშიც. სამზარეულო ასეთი ვრცელი და ტევადი აქვს.


შანტალ ტომა

ეს დახვეწილი დიზაინერი გამოირჩევა თვაისი პიკანტური გემოვნებით როგორც სამოსის შექმნის დროს, ისე ინტერიერის მოწყობის დროსაც.


რიზ უიზერსპუნი

ამ საოცარ მყუდრო და დახვეწილ გარემოში ცნობილი ვარსკვლავი თავს ყველზე კომფორტულად გრძნობს.


ცნობილი ქართველების სამზარეულოები - დაათვალიერეთ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები