მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი წლებია ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და საქმიანობს. საქართველოში ჩამოსვლისას ყოველთვის მშობლების სახლში ატარებდა დროს. თუმცა 3 წლის წინ, იმავე ქუჩაზე, სადაც ბავშვობა გაატარა, ბინა იყიდა, გაარემონტა და მარტო გადავიდა საცხოვრებლად. მისთვის, როგორც შემოქმედი ადამიანისთვის, მარტოობა აუცილებელი იყო, სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. სასტუმროს ნომერი - ასე მოიხსენიებს მუსიკოსი საკუთარ სახლს, რადგან პანდემიამდე, დატვირთული რეჟიმის პირობებში, იქ მხოლოდ დასაძინებლად მიდიოდა.
- თქვენ იცით, რომ მე პარიზში ვცხოვრობ, საქართველოში ჩამოსვლისას მჭირდებოდა ერთი სასტუმროს ნომერი, სადაც ძირითადად მოსაწესრიგებლად და დასაძინებლად
შევიდოდი, მეტი დრო ფიზიკურად არ მრჩებოდა ხოლმე. სწორედ ამ მიზნით ვიყიდე ეს სახლი და ვცხოვრობ მარტო. ამავე ქუჩაზე მაქვს გატარებული ბავშვობა, ჩემი მშობლების სახლი გზის მოპირდაპირე მხარეს დგას, ჩემი აივნიდან საძინებლის ფანჯრები მოჩანს.
70 კვადრატული მეტრი ბინა მოიცავს სტუდიოს ტიპის მისაღებსა და სამზარეულოს, საძინებელს, საკუჭნაოს და აივანს. ჰოლის კედლებზე ნიკას საკონცერტო აფიშები, კარიკატურები და ნახატებია. ბინა თანამედროვე სტილშია მოწყობილი და ღია, მოკრემისფრო ტონებშია გადაწყვეტილი.
- ვინაიდან საქართველოში არ ვცხოვრობდი, სახლის რემონტი და მოწყობა დედაჩემმა აიღო საკუთარ თავზე, თუმცა ყველაფერი ჩემი გემოვნებით გაკეთდა, ონლაინ ჩართული ვიყავი ყველა პროცესში. დედასთან ერთად ამ საქმეში ჩემი მეგობარი ირა ბარკალაია მეხმარებოდა.
მისაღებში რბილი დივანი და ინსტრუმენტი დგას, რომლის თავზეც წიგნების თარო და ნიკას მიერ გადაღებული ევროპული ქალაქებია გამოფენილი.
- წიგნებს ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ჩემი მშობლების სახლში დიდი ბიბლიოთეკა მაქვს, თუმცა ამ პატარა სივრცეშიც გამოვყავი მათთვის ადგილი. თაროზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჭაბუა ამირეჯიბის ნაჩუქარი წიგნები მისივე ხელმოწერით. ასევე მაქვს ალექსანდრე პუშკინის წიგნი, მოოქრული, რომელიც თაყვანისმცემელმა მაჩუქა.
რაც შეეხება ფოტოებს, ჩემი გადაღებულია, მიყვარს ღამით ქუჩებში სიარული, როცა ნაკლები ხალხია, ფოტოებსაც სწორედ მაშინ ვიღებ ხოლმე.
არ გაგიკვირდებათ, ალბათ, თუ გეტყვით, რომ მუსიკოსის სახლში ინსტრუმენტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
- სულ ვმუშაობ, სულ ჩართული ვარ ჩემს საქმეში, ხელოვან ადამიანს ყოველთვის სჭირდება თავისი სივრცე, სადაც კომფორტულად იგრძნობს თავს. შეიძლება ღამით მომინდეს მუშაობა და აუცილებლად უნდა მქონდეს პირობები. სწორედ ამიტომ შევიძინე ელექტროინსტრუმენტი, რომლითაც ვმუშაობ ისე, რომ არავის ვაწუხებ. დაბრკოლება სამუშაო პროცესში არ უნდა არსებობდეს.
მისაღებიდან შემინული ტიხრითაა გამოყოფილი ნიკას საძინებელი.
- ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ საძინებელში გავიკეთე ჩემთვის აბაზანა, სტუმრებისთვის ცალკეა და ჩემთვის ცალკე. ეს იყო მთელი ჩემი ამოცანა და შევასრულე. 70 კვადრატული ბინა ისე უნდა მომეწყო, რომ ერთ ადამიანს კომფორტულად ეცხოვრა, ვფიქრობ, მივაღწიე ამას.
ქათქათა სამზარეულოს ამავე ფერის მაგიდა და სკამები ამშვენებს, კედელზე ტელევიზორი და სამახსოვრო ნივთები კიდია. განსაკუთრებულად გამორჩეული ის კედლის საათია, რომელზეც მუსიკოსის სახე და კლავიშებია გამოსახული.
როგორც ნიკამ აღნიშნა, თაყვანისმცემლებისგან უამრავ საჩუქარს იღებს და შემდეგ დიდი სიყვარულით ინახავს.
- უამრავი რამ მიმიღია თაყვანისმცემლებისგან და დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, თუმცა ჩემთვის გამორჩეულია მოხუცებული ქალბატონის საჩუქარი, რომელსაც დიდი პატივისცემით ვინახავ, საკმაოდ დიდი გზა გამოიარა იმისთვის, რომ ჩემს კონცერტს დასწრებოდა, მოვიდა და მითხრა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი თქვენს საღამოზე დასწრებაო, თან კანფეტი გადმომცა, მეტი არაფერი მაქვსო, ასეთი ჟესტები ყველაზე მეტად მახარებს.
ნივთებზე საუბრისას არ შეიძლება არ გამოვყო ჩემი პედაგოგის, შეუდარებელი ადამიანის ბიძინა კვერნაძის მაჯის საათი, რომელიც ჩემთვის შეუცვლელი სახსოვარია.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მარტო ცხოვრობს, მის გარემოს საერთოდ არ ეტყობა, რომ ბიჭის საცხოვრებელია, ყველაფერი მოწესრიგებული და დალაგებულია.
- ძალიან არ მიყვარს საჭმლის კეთება, თუმცა მომწონს, როცა გეახლებით (იცინის). ამ მხრივ დედა მეხმარება, მიმზადებს და მომაქვს კონტეინერით. რაც კარგად გამომდის - დალაგებაა. 15 წლიდან მარტო ვცხოვრობ და შევეჩვიე ამას, კი მყავდა დამხმარე, მაგრამ მე მაინც ჩემებურად ვაკეთებდი ყველაფერს.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკას სახლი ვაკეშია, ქუჩა სიმშვიდით გამოირჩევა, აივნიდან კი მთები მოჩანს. სიმწვანე და ქოთნის მცენარეები მუსიკოსს ინტერიერშიც აქვს და აივანზეც.
- აივანზე მინდა უფრო მეტი კომფორტი შევქმნა და მეტი დრო გავატარო. მზიანი მხარეა და მზე რომ ადგება, აქ გაჩერება ძნელია, თუმცა მზის სხივი აუცილებლად უნდა შედიოდეს სახლში. რაც შეეხება ქოთნის ყვავილებს, დედაჩემის დამსახურებაა, ისეთს ვარჩევთ, ადვილი მოსავლელი რომ იყოს, სასიამოვნოა სიმწვანე ინტერიერში. ჩემთან უფრო ევროპული გარემოა, თითქოს სხვა სამყაროში ხარ, არაა ტიპური ქართული სივრცე და ეს მომწონს.
როცა დატვირთული და აქტიური ცხოვრება იყო, პრაქტიკულად სახლში არ ვიყავი, მხოლოდ დასაძინებლად შემოვდიოდი, კვირაში 2-3-ჯერ მაინც მქონდა ფრენები და ამიტომაც ვუწოდებდი სახლს სასტუმროს ნომერს.~
ასეთი აქტიური ცხოვრების წესის შემდეგ, თავიდან სახლში ყოფნა ძალიან მესიამოვნა, დავისვენე, პანდემია რომ არ ყოფილიყო, ალბათ ვერასდროს მოვახერხებდი, ამდენი დრო საკუთარი თავისთვის დამეთმო. პანდემიის პირობებში სახლმაც სხვა დანიშნულება შეიძინა, მაგრამ უკვე ვგრძნობ, რომ დამღლელი ხდება ასე ცხოვრება, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ რამდენიმე თვეა არსად გავფრენილვარ.
თუ კიდევ დავრჩი აქ, გეგმაში კერძო სახლის აშენება მაქვს. სიმწვანეს მეტი სიმშვიდე მოაქვს და კერძო სახლი სულ სხვა რამაა. ამდენ ხანს თბილისში დიდი ხანია არ ვყოფილვარ, პანდემიამ განაპირობა ჩემი აქ გაჩერება. მართალია, პარიზშიც მყავს მეგობრები, მაგრამ ამ პერიოდში იქ ყოფნას, ჩემს ოჯახთან, ჩემს ქვეყანაში, მეგობრებთან ერთად ყოფნა მირჩევნია, არაა გასტროლები, კონცერტები და იქ ძალიან გამიჭირდებოდა.
ციცი ომანიძე