როგორ ცხოვრობენ მსოფლიოს უმდიდრესი ვარსკვლავები

ცნობილმა ამერიკელმა მოკრივემ, ზემძიმე წონაში მოასპარეზე მაიკ ტაისონმა ლას-ვეგასში მდებარე ვილის გაყიდვა გადაწყვიტა. 49 წლის სპორტსმენი ამ სახლში 2008 წლიდან ცხოვრობს, თუმცა ახლა მას 1.5 მილონ დოლარად ყიდის. სპორტსმენთან დაახლოებული პირის ცნობით, სახლის გაყიდვის მიზეზი იმავე რაიონში უფრო დოდი სახლის ყიდვაა და არა გაკოტრებული მოკრივის ვალები. 

"ფორბსის" რამდენიმე ცნობილმა ვებგვერდმა გაარკვია, სად და როგორ ცხოვრობენ მსოფლიოს უმდიდრესი მსახიობები, მუსიკოსები, სპორტსმენები და ა.შ.
ფოტოგალერეაში გთავაზობთ ცნობილი ადამიანების სახლებს, რომლებშიც ისინი რამდენიმე წელი ცხოვრობენ ან სულ ახალი გაყიდული ან ნაყიდი აქვთ.

მაიკ ტაისონი

ვილა ლას-ვეგასში,

ფასი - 1,5 მილიონი დოლარი
2-სართულიან, 600 კვ.მ ფართის ბინაში მაიკ ტაისონი 2008 წელს გადავიდა. გასაყიდად გამზადებულ, ახლად გარემონტებულ სახლში არის 6 აბაზანა, ხუთი საძინებელი, კინოთეატრი, სამი ბუხარი, მარანი, აუზი ჯაკუზითა და წყალვარდნილით.
მაიკ ტაისონი ფორმალურად არ შედის ყველაზე მდიდარ ვარსკვლავთა სიაში, თუმცა მსოფლიო შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანდ ითვლება. მისი ფინანსური მდგომარეობაც არ არის ისეთი სავალალო, ასე რომ, მან გაფართოება გადაწყვიტა.

 

ტეილორ სვიფტი
ამ ადამიანს უმდიდრეს ვარსკვლავთა რეიტინგში მერვე ადგილი უკავია.
ფოტოზე ხედავთ ვილას ხედით ატლანტის ოკეანეზე უოჩ ჰილში, როდ-აილენდის შტატში. 

სახლის ფასია 17 მილიონი დოლარი.


ქანთრი-პოპის დედოფალი და მსახიობი ბოლო დროს ძალიან დიდ დროს უთმობს უძრავ ქონებას. ეს ვილა უოჩ ჰილში მან 2013 წელს შეიძინა. სახლი მდებარეობს 20.000 კვ.მეტრზე და მას ეკუთვნის 65 მ სიგრძის პლაჟი.
ამ ქალბატონს აქვს კიდევ ერთი სახლი ოკეანის სანაპიროზე მასაჩუსეტსის შტატში. ეს სახლი მომღერალმა 2012 წლის ზაფხულში შეიძინა 4,8 მილიონ დოლარად და 7 თვის შემდეგ 2013 წლის თებერვალში 5,7 მილიონ დოლარად გაყიდა. მომღერალს ასევე აქვს სახლი ბევერლი ჰილსში, კალიფორნიის შტატში, რომელიც 2012 წელს 4 მილიონ დოლარად შეიძინა.
2014 წელს კი სვიფტის მფლობელობაში ასევე გაჩნდა პენტჰაუსი ნიუ-იორკის ელიტურ რაიონში. ბინა მან 20 მლნ დოლარად შეიძინა. ეს სახლი იქამდე რეჟისორ პიტერ ჯეკსონის საკუთრება გახლდათ.

 

ჯასტინ ბიბერი
2014 წელს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 30-ე ადგილამდე დაწინაურდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ საერთოდ აღარ ფიგურირებდა "ფორბსის" სიაში.
ფოტოზე ხედავთ მის 6,5 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლს კალიფორნიის შტატში.

მუსიკოსმა ეს სახლი ლონს-ანჯელესის შემოგარენში 2012 წელს შეიძინა. ამ სახლში არის 6 საძინებელი, 7 აბაზანა და კიდევ რამდენიმე ოთახი. საცხოვრებელი ფართი შეადგენს 855 კვ.მ.-ს.
თავის მე-18 დაბადების დღეზე ჯასტინ ბიბერმა საკუთარ თავს საჩუქარი მიუძღვნა და ლოს-ანჯელესის ყველაზე პრესტიჟულ რაიონში, ჰოლივუდ ჰილში შეიძინა ბინა 10.8 მლნ დოლარად. შუშის, ბეტონისა და მეტალისაგან აშენებული ბინა დაპროექტებული იყო მილს სტუდიოში. ბინაში არის ხუთი საძინებელი, ბარი, სატრენაჟორო დარბაზი, მასაჟის ოთახი და სახლის კონოთეატრი.



ჯენიფერ ლოპესი
მსოფლიოს უმდიდრეს ადმიანთა რეიტინგში 95-ე ადგილზე გახლავთ.
ფოტოზე ხედავთ სახლს, რომელიც მდებარეობს ქალაქ უოტერ მილში, ნიუ-იორკის შტატში.
სახლის ღირებულებაა 10 მილიონი დოლარია.

ჯენიფერ ლოპესმა ეს სახლი 2013 წლის მაისში შეიძინა. 890 კვ.მ ფართის სახლი გადაჭიმულია 12.000 კვ.მ-ზე.
ამ სახლში არის 8 საძინებელი, 7 აბაზანა, ცალკე საუნა. სახლთან ახლოს მდებარობს აუზი ცალკე შენობით, ასევე ფარეხი მომღერლის პორშესათვის. ჯენიფერ ლოპესს კიდევ აქვს ორის სახლი ქალაქ გლენ ჰედში, ასევე ნიუ-იორკის შტატში და ერთიც კალიფორნიის შტატში. გარდა ამისა, 2014 წლის ოქტომბერში მომღერალმა პენტჰაუსიც შეიძინა მანჰეტენზე.
ეს სახლი კი, რომელშიც მომღერალი თავის ყოფილ ქმართან, მარკ ენტონთან ერთად ცხოვრობდა ჰაიდენ ჰილსში, აუქციონზეა გატანილი გასაყიდად - 18 მილიონ დოლარად.



ლებრონ ჯეიმსი
მე-18 ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრეს ვარსკვლავთა რეიტინგში.
ფოტოზე ხედავთ მის ვილას მაიამიში, ფლორიდას შტატში.
სახლის ღირებულებაა 9 მილიონი დოლარი

კალათბურთის ვარსკვლავმა ეს სახლი მას შემდეგ შეიძინა, რაც მაიამი ჰიტის გუნდის წევრი გახდა, 2010 წელს. სახლი მდებარეობს ოკეანის სანაპიროზე. სახლის მთლიანი ფართობია 1130 კვ.მ. შენობაში არის 6 საძინებელი, ღვინის მარანი და სახლის კინოთეატრი. უკანა მხარეს არის უზარმაზარი აუზი და გემბანი, ორი დიდი იახტის განსათავსებლად.

კეტი პერი

ეს ადამიანი მსოფლიოს უმდიდრეს ვარსკვლავთა სიაში მე-3 ადგილს იკავებს.
ფოტოზე ხედავთ მის სახლს ჰოლივუდის ბულვარში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში.
სახლის ღირებულებაა 6,5 მილიონი დოლარი.


2013 წელს კეტი პერიმ გასაყიდად გაიტანა სახლი, რომლიც ყოფილ მეუღლესთან, რასელ ბრენდომთან ერთად შეიძინა 2011 წელს. ამ სახლს მომღერალმა მეზობლად მდებარე ფართი არჩია, რომელშიც იმავე წლის მაისში 11,2 მლნ დოლარი გადაიხადა. შეძენილი უძრავი ქონება მოიცავს ორ აუზს, ორ სახლს სტუმრებისთვის და 16.000 კვ.მ მიწის ნაკვეთს.


ლეონარდო დი კაპრიო


უმდიდრეს ადამიანთა სიაში 89-ე ადგილი უკავია
ფოტოზე ხედავთ მის სახლს მალიბუში, კალიფორნიის შტატში
სახლის ფასი 18.9 მილიონი დოლარია

მსახიობმა, ვერ მოახერხა ამ სახლის თვეში 75.00 დოლარად გაქირავება, 2012 წლის ნოემბერში გასაყიდად გაიტანა 23 მილიონ დოლარად, თუმცა მოგვიანებით სახლის ფასი 18,9მილიონ დოლარამდე დაეცა. ეს სახლი, რომელიც მალიბუს ყველაზე ვარსკვლავურ რაიონში მდებარეობს, მსახიობის მეორე ბინაა. გარდა ამისა, ამერიკის ორივე სანაპიროზე მსახიობს კიდევ აქვს ორი სახლი, პლუს ამას ვილა ჰოლივუდში, მის მფლობელობაშია მადონას ყოფილი აპარტამენტები. ასევე აქვს პენტჰაუსი მანჰეტენზე, ეკოსახლში.


კრიშტიანუ რონალდუ
მსოფლიოს უმდიდრეს ვარსკვლავთა რეიტინგში მე-10 ადგილი.
ფოტოზე ხედავთ მის სახლს მადრიდში.
სახლის ღირებულებაა 7,1 მილიონი დოლარი

სახლი მდებარეობს 4000კვ.მ მიწის ფართობზე
სახლში არის 7 საძინებელი, ეზოში, ორი აუზი და დიდი ბაღი.
ეს ფეხბურთელის ერთადერთი სახლი არ არის მადრიდში. პირველი სახლი მან ჯერ კიდევ 2009 წელს შეიძინა. 2015 წელს კი რონალდუმ ლისაბონის ცენტრში შეიძინა ბინა 2 მილიონ ევროდ.



ჟიზელ ბუნდჰენი

ფორბსის რეიტინგში მას 46-ე ადგილი უკავია.

ფოტოზე ხედვათ მის სახლს ლოს ანჯელესში, კალიფორნიის შტატში.
ფასი 20 მილიონი დოლარია
სახლი ციხესიმაგრეს წააგავს, რომელშიც ცნობილი მოდელი მეუღლესთან, ამერიკელ ფეხბურთელ ტომ ბრედისთან ერთად ცხოვრობს. სახლის საერთო ფართია 2050 კვ.მ
სახლში არის 8 დიდი საძინებელი, სატრენაჟორო დარბაზი, ღვინის მარანი, ავტოფარეხი, რომელშიც ეტევა 6 ავტომობილი და ლიფტი. ეზოში არის ლაგუნის ფორმის აუზი.

კომენტარები

N 2016-04-21 02:40
რონალდუს ფანტაზია იქამდე ვერ მიდის სადამდეც ე.წ. რუბლიოვკას მილიარდელების გემოვნებაა....უფრო დაკონკრეტებით კი რუბლიოვკა ნაცქირალი ქართველი ცოტა ფულ ნაშოვნი ჩვენი თანამოქალაქეებისა პირველ რიგში, რუსული კოტეჯების კატალოგებით რომ ხელმძღვანელობენ ხშირ შემთხვევაში. სწორედ რონალდუს გემოვნება და ფანტაზია რომ ვერ მოვა ჩვენთან ახლოს ამიტომაც არის რომ თბილისი დღითიდღე მახინჯდება და ამას სამწუხაროდ ვეღარაფერი შველის... ჩვენ მთავარია ვინრჭყვიალოთ და ეს როგორ იქნება რა მნიშვნელობა აქვს )))))
auuuuuuuuuu 2016-04-08 14:13
რონალდუს სახლიდან ხედებს დააკვირდით და მიხვდებით რა არის ამ სახლის სიდიადე. ფორმა შეესაბამება იმას რაც გარშემო აქვს
ნათელა 2016-03-29 15:11
უძრავი ქონება კაპიტალია! არ ყიდულობენ საცხოვრებლად. აქირავებენ და კარგადაც იღებენ.
magi 2016-03-27 20:52
rat undat amdeni saxlebi nutu kvelgan aswreben cxovrebas da ramdeni xnit?me patara binac makmakofilebs sadad mowkobili,
1 2016-03-23 17:52
ვერ გასწვდა სხვას რონალდუს ფანტაზია :)))

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები