მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ასევე ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე მარიჯანის ქუჩაზე პატარა სანისთან და ოთხფეხა მეგობართან, ლილიკოსთან ერთად ცხოვრობენ.
წყვილმა საკუთარი საცხოვრებელი თავად მოაწყო. ინტერიერის ძირითადი ფერი თეთრია, რაც ბინაში შემოჭრილ უხვ მზის სხივებს და სინათლეს კიდევ უფრო ამძაფრებს. როგორც აჩიკო გვიამბობს, სარემონტო სამუშაოებში ნუცა უფრო აქტიურად იყო ჩართული, თუმცა ინტერიერის დაგეგმვის პროცესში ორივე თანაბრად მონაწილეობდა.
- სახლი ჩემთვის ასოცირდება ოჯახთან, სიმყუდროვესა და სიმშვიდესთან. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე დაცულად ვგრძნობ თავს. ბინა, სადაც ახლა ვიმყოფებით, დაახლოებით ხუთი წლის
წინ შევიძინეთ. მე თავად ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის ბინაში გავიზარდე და სულ მინდოდა, განსხვავებული სახლი მქონოდა. აქ როცა შემოვედი, მივხვდი, რომ ეს არის სახლი, სადაც ბედნიერად ვიცხოვრებდი - აივანზე რომ გამოვდივარ, წინ არც ერთი კორპუსი არ დგას და სივრცე იშლება. თბილისში ხედი თითქმის აღარ დარჩა, მაგრამ აქ სივრცე მაქვს, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ეს ბინა გვეყიდა. თან, ქალაქის ცენტრშია, სამსახურთან ახლოს ვარ და რაც მთავარია, არ არის ხმაურიანი უბანი.
- ბინა რა მდგომარეობაში შეიძინეთ?
- ჩვენამდე ამ ბინაში ცხოვრობდნენ. რომ შევიძინეთ, შავ კარკასამდე დავიყვანეთ და მერე დავიწყეთ რემონტი. საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი იყო. მით უმეტეს, იმ დროს მე უფრო დატვირთული გრაფიკი მქონდა, ამიტომ ყველაფერზე ნუცა ზრუნავდა. ერთმანეთს ვუთანხმებდით სხვადასხვა დეტალს და შემდეგ ნუცა მიდიოდა ელიავას ბაზრობაზე ან მაღაზიებში, ხან მუშებთან ერთად, ხანაც მარტო. საერთო ჯამში უნდა ვაღიარო, რომ შესანიშნავად გაართვა თავი. დაახლოებით სამი თვე დასჭირდა რემონტს. მაშინ ახალი წყვილი ვიყავით და ვჩქარობდით ცალკე გადასვლას.
- რემონტს ყოველთვის თან ახლავს სირთულეები. თქვენ რა სირთულეების დაძლევა მოგიხდათ?
- როცა რემონტი დაიწყო, არ გვქონდა საშუალება, მასალები ერთიანად გვეყიდა და სადმე შეგვენახა. ეტაპობრივად გვიწევდა ყიდვა და მაღაზიაშივე ვანახვინებდით. მაგალითად, სამზარეულოს მასალა, ლამინატი მაღაზიამ შეგვინახა დროებით. ამან გააჩინა შიში, რამდენად მოუხდებოდა ეს ყველაფერი ერთმანეთს. ახლა რომ ვაკეთებდე რემონტს, სულ სხვა ფერები მექნებოდა სახლში. ცალ-ცალკე ძალიან რთულია. ამის გამო ცოტა „აჯაფსანდალი“ გამოვიდა, მაგრამ საერთო ჯამში ვეცადეთ, რომ მყუდრო ყოფილილიყო და ვფიქრობ, შევძელით.
რთული იყო ხელოსნებთან ურთიერთობაც. მაგალითად, ლამინატი დაგვიგეს, რომელიც თვე-ნახევარში აიყარა. იყო სხვა დეტალები, რომელიც მალე გაფუჭდა. ხელოსნების პრობლემა სულ არის ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, ზოგადად ეს კაცობრიობის პრობლემაა (იღიმის).
- რა ფერები ჭარბობს ინტერიერში?
- უპირატესობა მივანიჭეთ ღია ფერებს. როცა თეთრია კედლები, დეკორაციებით, ნახატებით, ფარდით, გადასაფარებლებით, ფარდაგით, კიბით შეგიძლია გაახალისო და სხვადასხვა ტონალობა შეიტანო. ეს ყველაფერი ადვილი გამოსაცვლელია, კედლების ფერს კი ვერ შეცვლი, როცა მოგინდება.
- ზოგადად ხშირად უცვლით ბინას იერსახეს?
- ერთი წელი იქნება გასული, რაც თავიდან შევათეთრეთ სახლი, ლამინატი და რბილი ავეჯიც შევცვალეთ, ბავშვის ოთახი გადავღებეთ - ცოტა მუქ ფერებში იყო და გავაღიავეთ. თავიდანვე ბავშვის ოთახად არ იყო ჩაფიქრებული, საგარდერობე იყო, მაგრამ როცა სანი დაიბადა, გადავაკეთეთ.
- ყველა ქალის სურვილია, სამზარეულო მოხერხებულიც იყოს და ლამაზიც. როგორც ჩანს, ეს ნამდვილად გამოგივიდათ.
- სამზარეულო მართლაც კომფორტული და მოსახერხებელია. თავის დროზე ძალიან მოგვწონდა მწვანე. მასალად კი ხის ფაქტურა შევარჩიეთ. აი, ახლა რომ ვაკეთებდე, სიამოვნებით დავტოვებდი მწვანე ფერს, მაგრამ ზემოთ თეთრ ფერში გადავწყვეტდი.
- როგორი მზარეულები ხართ?
- ნუცა - გადასარევი. მე საერთოდ არ ვამზადებ, მხოლოდ მივირთმევ (იღიმის). არ გამომდის სამზარეულოში ფუსფუსი, გურმანი კი ვარ. ნუცას როცა სცალია, ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებს. თუ დრო არ გვაქვს და გვეჩქარება, ძალიან სწრაფად უგემრიელესი პასტას მომზადება შეუძლია.
- ორივეს დატვირთული გრაფიკი გაქვთ. როგორ ატარებთ სახლში თავისუფალ დროს, როგორ ისვენებთ?
- რაც სანი გაჩნდა, მას შემდეგ დასვენება ძვირი სიამოვნებაა ჩვენს ოჯახში. ერთადერთი აივანია, სადაც რამდენიმე წუთით გამოვარიდებ ხოლმე თავს, ფინჯან ყავას ვსვამ და ვნებივრობ.
- სახლში მცენარეებიც გაქვთ. მათ ვინ უვლის?
- ძალიან მიყვარს მცენარეები და მე თვითონ ვუვლი. უფრო მეტი მქონდა, მაგრამ გამიფუჭდა. ბოლო პერიოდში ვეღარ ვუვლიდი ისე, როგორც სჭირდებოდათ, ამიტომ მოიწყინეს. ზოგი თეატრში წავიღე და იქ გააგრძელეს ცხოვრება, ზოგი გავაჩუქე. მიყვარს სიმწვანე, ამიტომ ჩემს სახლში ყოველთვის იყო და არის დღესაც. შინ სხვა სითბო შემოაქვს მცენარეებს. ლილიკოც არ ერჩის და არ ჭამს ფოთლებს, მაგრამ სანი რომ აიდგამს ფეხს, მერე ვნახოთ, რა იქნება.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში სანის დაბადების შემდეგ?
- მან აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი სხვაფერი გახდა. მთავარია, სანი იყოს კარგად და კომფორტულად. მთავარი არის ის და მერე სხვა დანარჩენი. სახლში ყოველ ფეხის ნაბიჯზე მისი ნივთებია, ყველა ფეხის ცერებზე დავდივართ და ალბათ ასე ვიქნებით გარკვეული პერიოდი.
- სანი და თქვენი ოთხფეხა მეგობარი ლილიკო როგორ თანაცხოვრობენ?
- ძირითადად სანი იწვევს ხოლმე ლილიკოს, ფეხების ქნევით, თავისებური ხმაურით, ლილიკოც ლოკავს, ეთამაშება. გარდა ამისა, ხშირად პარავს სათამაშოებს. მათი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ვერ იყოფენ სათამაშოებს. აი, ფეხს რომ აიდგამს სანი, მერე „დავიღუპებით“, წავა ჭიდაობა.
- რაოდენ ლამაზი, კომფორტული სახლიც არ უნდა გვქონდეს, მაინც რაღაცაზე ვოცნებობთ. თქვენ როგორ სახლზე ოცნებობთ?
- მივხვდით, რომ ეს სახლი უკვე პატარაა ჩვენთვის. დიდ სახლზე ვოცნებობთ, რომელსაც ექნება პატარა გამწვანებული ეზო. მინდა, იმხელა სახლი გვქონდეს, რომ მეგობრებიც დარჩნენ ჩვენთან. ძალიან გვიყვარს სტუმრები და პანდემიამ დაგვაზარალა ამ მხრივ. მინდა, სანიც ისე გაიზარდოს, როგორც ჩვენ გავიზარდეთ - მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში.
მერი ბლიაძე

კომენტარები