გოჩა ჩერტკოევისა და შორენა გაჩეჩილაძის შინაური გარემო - ადგილი, სადაც წყვილი ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებს

გოჩა ჩერტკოევი და შორენა გაჩეჩილაძე 1990-იანი წლების შემდეგ ამერიკაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. რამდენიმე საკმაოდ პრესტიჟულ ტურნირზე მოიპოვეს გამარჯვება, მოიპოვეს იქ სახელი და არც ისე დიდი ხნის წინ დალასში გახსნეს თავიანთი სტუდია - Gocha & Shorena's Center of Dance, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცენტრში ბავშვებიც დადიან და უფროსებიც, რომლებსაც ან პროფესიონალურად უნდათ ცეკვების შესწავლა, ან კიდევ საქორწილო ცეკვის დადგმა სურთ. წყვილი ამ ადგილას ძალიან დიდ დროს ატარებს და ისე მოაწყვეს ცენტრი, როგორც თავად სურდათ და მოსწონდათ. აქ ეთნიკური სტილისა და ავანგარდის ნაზავი

იგრძნობა. სავარჯიშო დარბაზთან ერთად არის მოსასვენებელი კუთხე და საგულშემატკივრო ტერიტორია. საკმაოდ დახვეწილია გარშემო ყველაფერი.

რაც შეეხება სახლს, წყვილი ვაჟთან - ლევანთან ერთად ცხოვრობს და როგორც ამბობენ, ძალიან მეგობრობენ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიასთან. ზაზა ხშირად სტუმრობს მათ - მოცეკვავეების სახლი, როგორც ფოტოებიდან ჩანს, ეკლექტიკურია.

ოჯახში რამდენიმე ძაღლიც არის, რომლებიც პატრონების დიდი სიყვარულით სარგებლობენ.

სახლშიც და სტუდიაშიც ბევრი ხელნაკეთი ნივთია. ეს ორიგინალური ხელნაკეთი მაგიდა სტუდიას ამშვენებს.

 

 

კომენტარები

Iri 2016-04-21 15:19
ღმერთმა გავაძლიეროთ იმდენჯერ რამდენ კარგ საქმესაც გააკეთებთ.არ გიცნობთ მაგრამ თბილ აურას ვგრძნობ თქვენგან.გაიხარეთ
მარი 2016-04-20 21:02
კარგი მოცეკვვეები არიან უდავოდ,მაგრამ ვერ გავერკვიე ეს რა სტილია?მგონი გადატვირთულია ძალზედ..... )))))))))
qeti 2016-04-17 22:39
rogor cxovroben magas ar aqvs arsebiTi mniSvneloba xalxistvis. daweret qvelmoqmedebi tu arian???
tina 2016-04-11 09:32
kargi xalxi xart, magram aseti sijrele pirada me ar momwons. ....mat uyvart , cota ucnauri gemovneba aqvt.
nana amiranaszhvil 2016-04-11 04:27
dzalian miyvarxart,bednierebas gisurvebt!!! dzalian kargi vazhi gyavt,misi bednierebit geamayot,ufali gfaravdet!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები