ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ ყველაზე ძველ და გამორჩეულ ქუჩაზე, მამაპაპისეულ სახლში გვიმასპინძლა მსახიობმა და ტელეწამყვანმა გიორგი კალანდაძემ.
სახლი გამორჩეულია დიდი და ნათელი ოთახებით, ფერადი, ეკლექტური დიზაინით, სადაც კარგად ერწყმის ერთმანეთს თანამედროვეობა და სიძველე.
- ეს არის ჩემი მშობლების სახლი. მანამდე აქ ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ და ასე გადავიდა თაობიდან თაობაზე. როცა ცოლი მოვიყვანე, ეს სახლი მე მხვდა წილად და ძალიან გამიმართლა. არასოდეს არ მიმოგზაურია ბინიდან ბინაში, აქ დავიბადე, გავიზარდე და დღესაც აქ ვცხოვრობ. სახლი დაახლოებით, 1907 წელს არის აშენებული. 90-იანებმა თავისი
კვალი დაამჩნია, თუმცა იერსახე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვს.
- ალბათ, ბევრ ტკბილ მოგონებას ინახავს ეს სახლი...
- უამრავს. ამ სახლს უკავშირდება ჩემი ბავშვობა, მეგობრები, ოჯახი, მამა, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის. ძალიან კარგი აურა აქვს და ყველა აქ მოსული ადამიანი აღნიშნავს ამას. ვფიქრობ, ამას განაპირობებენ სახლის ბინადრები და არა ცივი კედლები.
- მას შემდეგ, რაც სახლი თქვენს მფლობელობაში გადმოვიდა, რა შეცვალეთ?
- 2009 წელს, როცა მე და ნათიამ დაოჯახება გადავწყვიტეთ, მშობლები სხვა სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. მას შემდეგ ბევრი რამ შევცვალე, დაგეგმარებით დაწყებული, კოსმეტიკური რემონტით დამთავრებული. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ცვლილებები შევიტანო ინტერიერში, შესაბამისად, ამ წლების განმავლობაში ბევრმა დეტალმა იცვალა სახე. მინდა სახლი კარგად გამოიყურებოდეს და მოწოდების სიმაღლეზე იყოს.
ზოგადად, როცა ძველი სახლი გაქვს გასაკეთებელი, მინუსებიდან იწყებ საქმეს. უნდა მოშალო ყველაფერი, რაც არ მოგწონს და დაიყვანო თეთრ კარკასამდე. ზოგჯერ ის თეთრი კარკასიც არ გხვდება ისეთი, როგორიც საჭიროა. რვა თვის განმავლობაში ვარემონტებდით. მხოლოდ იატაკი დავტოვეთ უცვლელი. ანტიკვარული მუხის პარკეტია, რომლის ღირებულება თითქმის სახლის ღირებულებას უტოლდება. მისთვის ხელის ხლება დიდი მკრეხელობა იქნებოდა. მოვხვეწეთ, გალამაზდა და მიმაჩნია, რომ ძალიან უხდება ინტერიერს.
- როგორც აღნიშნეთ, რვა თვე გრძელდებოდა რემონტი. როგორ გაართვით თავი, გეხმარებოდათ ვინმე?
- მეორე სართულზე რემონტი დაახლოებით 12 წლის წინ გავაკეთეთ. მაშინ ჩემი მშობლებიც აქ იყვნენ და მეხმარებოდნენ. პროცესში ჩემი მეუღლე, ნათიაც იყო ჩართული და მასთან შეთანხმებით, მისი მონაწილეობით ვაკეთებდი ყველაფერს. რემონტის პარალელურად ჩვენც აქ ვცხოვრობდით. ეს დიდი გამოწვევა იყო. როცა ერთი ოთახი დაიცლებოდა, გადავბარგდებოდი მეორე ოთახში, შემდეგ - მესამეში და ა.შ. ძალიან ვწვალობდით. ზოგადად, რემონტი დამღლელი პროცესია, მაგრამ როცა თან იქ ცხოვრობ, ცემენტის და გაჯის ბუღში, საერთოდ საშინელებაა.
ახლახან დავასრულე პირველი სართულის რემონტი, რომელიც სრულიად მარტომ, ჩემი ძალისხმევით მოვაწყვე. დისტრიბუტორიც მე ვიყავი, დამპროექტებელიც, დიზაინერიც. მანამდე აქ სხვადასხვა გამოუსადეგარი ნივთი ელაგა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ცხოვრება არ მიწევდა, მაინც რთული პროცესი იყო, მაგრამ მგონია, რომ კარგი გამოვიდა.
- რა გამოცდილება დაგიტოვათ ხელოსნებთან ურთიერთობამ?
- ქვედა სართულის რემონტის დროს გამოვიცვალე სამი თუ ოთხი ბრიგადა. პირველი ბრიგადის შემთხვევაში, იმდენად ძვირი დააფასეს, ვეღარ შევწვდი და დავემშვიდობე. შემდეგ კერძო განცხადებით მოვიყვანე ხელოსნები და აი, სწორედ მანდ დაიწყო „თავგადასავალი“.
- ანუ ჯობია გადაიხადო ცოტა მეტი თანხა და საქმე ანდო პროფესიონალებს?
- თუ არის საშუალება, ვფიქრობ, ასე ჯობს. თუმცა თავი არავის არ უნა მოატყუებინო და ბაზარზე არსებულ ფასებში უნდა ერკვეოდე. ზოგადად ამ ყველაფრის ლოჯისტიკა, მძღოლობა, დისტრიბუცია, დიზაინერობა და კიდევ ბევრი რამ, ძალიან დიდ დროს, ძალისხმევას, ენერგიას, ცოდნას და ფულს მოითხოვს. ამიტომ სჯობს, თავიდანვე ანდოთ პროფესიონალებს. ასე შეიძლება თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები და უნებლიეთ დაშვებული შეცდომები.
ხელოსნებთან კომუნიკაცია და მათთან ურთიერთობების დალაგება არ არის მარტივი საქმე. როცა ხელოსნების უპასუხისმგებლობით ძალიან გავწამდი, ერთ-ერთ ჯგუფში გამოვაქვეყნე პოსტი, სადაც კორექტულად მქონდა ჩამოყალიბებული ჩემი მოთხოვნები, თუ როგორ ხელოსნებს ვეძებდი. ცოტა ხანში კომენტარებში სასწაული მოხდა - ზოგი ილანძღებოდა, ზოგი წერდა, რომ კოსმოსიდან ვარ და ჯობია დედამიწაზე დავეშვა...
- რა მოთხოვნები გქონდათ ასეთი?
- ყველას არ ჩამოვთვლი, ელემენტარულს გეტყვით. ხელოსანი სამუშაოდ არ უნდა მოვიდეს ნასვამ მდგომარეობაში, არ უნდა გაწელოს საქმე თვეობით, არ მომთხოვოს ფული წინასწარ, რადგან როცა ფულს იღებენ, ხშირ შემთხვევაში თვეობით იკარგებიან და ასევე, როცა ვარ სამშენებლო მასალების საყიდლად წასული, ტელეფონზე უნდა მიპასუხოს დროულად, რომ მასთან შეთანხმებით ვიყიდო ესა თუ ის საჭირო მასალა. კიდევ რამდენიმე ასეთი, ძალიან ჩვეულებრივი მოთხოვნა მქონდა. პოსტზე იყო 250 კომენტარი და აქედან 200 სრულიად არაადეკვატური. თუმცა, საბედნიეროდ, იმავე პოსტის კომენტარებში ვიპოვე ერთი ხელოსანი, რომელმაც ერთ თვეში წარმატებით დაასრულა რემონტი და მიიყვანა საბოლოო შედეგამდე. ზოგადად, საქართველოში ბევრი კარგი ხელოსანია, თუმცა სხვების უპასუხისმგებლობის, საქმისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო ხშირად ყველა ერთ ქვაბში იხარშება, მათაც უტყდებათ სახელი და ეს ძალიან ცუდია.
- რაც შეეხება ინტერიერს, დახვეწილი, ფერადი და მრავალფეროვანია. ყველაფერი თქვენი გემოვნების და ძალისხმევის შედეგია?
- დიახ. ინტერიერის დიზაინში არანაირი პროფესიული განათლება არ მაქვს. უბრალოდ, ძალიან მაინტერესებს ეს სფერო. ბევრს ვკითხულობდი, ვათვალიერებდი ფოტოებს სოციალურ ქსელში, ინტერნეტში, ალბათ ეს ყველაფერი დაილექა ჩემში და როცა დამჭირდა, გამოვიყენე. სახლი თანამედროვე სტილშია მოწყობილი, თუმცა აქ ნახავთ ანტიკვარულ ავეჯს - კარადას, სარკეს, ჭაღს, სხვადასხვა ძველ ნივთს. ერთი სიტყვით, ძველის და ახლის სინთეზია.
- მანქანების მდიდარი კოლექცია გაქვთ. დიდი ხანია აგროვებთ?
- ეს არის ჩემი ჰობი და მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ძვირიც. 1-18 ზომის მანქანებს ვაგროვებ. პირველი მანქანა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ, ნათიამ მაჩუქა დაბადების დღეზე. ამით დაიწყო ყველაფერი. მას შემდეგ უამრავი შევიძინე, ზოგიც მეგობრებმა მაჩუქეს. დღესდღეობით ჩემი კოლექცია ორ ვიტრინაშია განთავსებული.
- გეგმაში თუ გაქვთ ბინის გამოცვლა?
- ეს ბინა სრულიად მაკმაყოფილებს და ყოველთვის მექნება. თუმცა ჩემი ოცნებაა, სადმე ქალაქგარეთ ავაშენო დიდი სახლი, ფუნდამენტიდან დაწყებული, ინტერიერის დიზაინით დასრულებული, ჩემი გემოვნებით ავაშენებ და მოვაწყობ.
მერი ბლიაძე