ყველაზე ლამაზი თურქი მსახიობი ბურაკ ოზჩივიტი სტამბოლის ელიტურ რაიონში, ოთხსართულიან სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
ბურაკ ოზჩივიტს ქართველი მაყურებელიც კარგად იცნობს სერიალებიდან "დიდებული საუკუნე" , "მომღერალი ჩიტი", "შავი სიყვარული". ცოლთან, ასევე საკმაოდ ცნობილ თურქ მსახიობთან და შვილთან ერთად ოთხსართულიან კერძო სახლში ცხოვრობს. წყვილი მაქსიმალურად ერიდება უცხო თვალს, ჟურნალისტებსა და პაპარაცებს.
ულამაზესი სახლი ბეიკოზის რაიონში მდებარეობს. სახლის ტერასიდან საოცარი ხედი იშლება ქალაქზე.
ინტერიერი თეთრ ფერებშია. წყვილმა სახლის მოწყობაში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა, თავად შეარჩიეს ავეჯი, ფერები და უპირატესობა თბილ, პასტელის ფერებს მიანიჭეს. დიზაინერის
მომსახურებაზე უარი თქვეს.
მოსაპირკეთებლად ძირითადად ნატურალური მასალა, ხე და მარმარილოა გამოყენებული.
ახალგაზრდა წყვილს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ნივთების კოლექცია აქვს, მაგალითად, ცხოველების ფიგურები, რომელიც მისაღებში აქვთ განთავსებული.
დიასახლისი სახლს თავად უძღვება, იშვიათად თუ მიმართავს დასახმარებლად დასუფთავების კომპანიას.
ახალგაზრდა ცოლ-ქმრის საყვარელი დასასვენებელი ადგილი სახლის წინ გაშლილი მდელოა. წყვილს ძალიან უყვარს სიმშვიდე და ბუნება.