ბევერლი ჰილზის ეს მთა ლოს ანჯელესის შემოგარენში ყველაზე მაღალი წერტილი და დაუსახლებელი ადგილი გახლავთ. მთის წვერზე უზარმაზარი, 64 ჰექტარი, ასობით საფეხბურთო სტადიონის ზომის მიწის ნაკვეთი მდებარეობს. ეს ადგილი ლოს ანჯელესის ყველზე ძვირად ღირებულ ტერიტორიად ითვლება და 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამ მთას "ბევერლი ჰილზის მარგალიტს" უწოდებენ. თუმცა ამ "მარგალიტს" თავისი მეპატრონეებისთვის სიხარული და ბედნიერება როდი მოქვს. აი, როგორ ებრძოდნენ ამ ადგილის მემკვიდრეები ერთმანეთს.
მემკვიდრეთა შორის ირანის უკანასკნელი შაჰის დაც გახლდათ, რომელსაც საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლა და აქ სახლის აშენება უნდოდა.
მის გეგმას ხელი სტუდენტებმა შეუშალეს მოლოტოვის კოქტეილებით, ირანში რევოლუცია დაიწყო და ტეგერანის დატოვება ვეღარ მოხერხდა.
მთის ყველზე ცნობილი მფლობელი მილიარდერი მარკ ჰიუზი გახდა, კომპანია ჰერბალაიფის დამფუძნებელი, რომელიც ანტიდეპრესანტების დიდი დოზის გამოყენების შედეგად გარდაიცვალა 44 წლის ასაკში.
400 მილიონად შეფასებული მიწის ნაკვეთი, მთის ჩათვლით, მის მემკვიდრეს, ერთადერთ ვაჟს, ალექსს დარჩა. იმ დროს ალექსი 8 წლის გახლდათ. 35 წლამდე აქტივებს მისი მეურვეები მართავდნენ, რაც ალექსის დედითვის, მარკ ჰიუზის მესამე ცოლისთვის, სიუზენ ჰიუსთვის დიდი პრობლემა იყო. მასთან განშორების შემდეგ მარკ ჰიუზი ჟან კლოდ ვანდამის ყოფილ მეუღლეზე, ცნობილ მოდელსა და მსახიობზე დარსი ლიუპერზე დაქორწინდა, რომელსაც გარდაცვლილი ქმრისგან 34 მლნ დოლარი დარჩა.
სიუზან ჰიუზი
საინტერესოა ის ფატი, რომ სიუზენისა და მარკის დაშორების ერთ-ერთი მიზეზის სწორედ ეს მთა გახლდათ, სადაც მარკს ვილის აშენება უნდოდა ველური ცხოველებისთვის ნაკრძალით, რასაც სიუზენი ეწინააღმდეგებოდა.
სუზანი ამბობს, რომ არ უნდოდა აქ უზარმაზარი სახლის აშენება მიუხედავად იმისა, რომ ეს პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი იყო. იგი თვლიდა, რომ სახლი, რომელიც უკვე ჰქონდათ, აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა მათთვის.
მარკის გარდაცვალების შემდეგ, სიუზენსა და მის შვილსშებრძოლება ამ ნაკეთის სამ მეურვესთან მოუწია. მათ უნდოდათ ეს ნაკვეთი საკუთარი ინტერესებით გამოეყენებინათ. ისინი მარკის მემკვიდრისადმი მტრულად იყვნენ განწყობილები და თვითნებურად მოქმედებდნენ. უფრო მეტიც, ქალბატონმა ერთ-ერთი მეურვე სექსუალურ ძალადობაშიც კი ამხილა და სასამართლოში უჩივლა მოთხოვნით, გადაეყენებინათ ის პიროვნება მეურვეობიდან, თუმცა პროცესი წააგო.
2004 წელს რწმუნებულებმა შეცდომა დაუშვეს და უნაღდო გარიგებით მთა ბიზნესმენ ჩარლზ დიკენსს მიჰყიდეს, ისე, რომ თავად ასესხეს ფული მთის შესაძენად. როგორც მოსამართლემ აღნიშნა შემდგომ წარმოებაში, ეს "ნდობის უხეში დარღვევა" იყო.
დედა-შვილი ჰიუზები
შემდგომ წლებში ბიზნესმენმა ვერ გადაიხადა თანხები, თუმცა მთის შენარჩუნებას მაინც ცდილობდა. მისის კომპანია 2008 წელს ბანკროტად გამოცხადდა, თუმცა მთა ისევ მის საკუთრებად ითვლებოდა. ამის შემდეგ მეურვეებმა კიდევ ასესხეს მას თანხა, რომელიც მან ასევე ვარ გადაიხადა. ამასობაში ალექსი წამოიზარდა და სასამართლოში შეიტანა სარჩელი მეურვეების გადაყენების შესახებ. ამბობენ, რომ იგი დედის რჩევების გათვალისწინებით მოქმედებდა.
2010 წელს ბიზნესმენი დიკენსი წარმოშობით კუბელ ბიზნესმენსა და პროდიუსერს, ვიქტორინი ნავალს შეეკრა, რომ მიწისთვის ერთად ებრძოლათ. ნავალი ამ ადგილას ვარსკვლავურ წვეულებებს აწყობდა და სულაც არ უნდოდა მისი დათმობა ალექს ჰიუზისთვის.
2014 წელს ამ მთაზე საქველმოქმედო ღონისძიებას უმასპინძლა რიანამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სალმა ჰაიეკმა, ჯიმი კიმელიმ, კიმ კარდაშიანმა და ბრედ პიტმა. აქ იმართებოდა ასევე "ოსკარის" შემდგომი წვეულებები.
საბოლოოდ, აუქციონის ფარგლებში, მარკ ჰიუზის კომპანიამ მოახერხა მთის საკუთრებაში დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ სამართალწარმოება ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, სიუზანი დარწმუნებულია, რომ ახლა მისი შვილის მემკვიდრეობას (ახლა ის30 წლისაა და დამოუკიდებელი პროდიუსერია) საფრთხე არ ემუქრება. სიუზანის თქმით, თავად ალექსს მთასთან დაკავშირებით განსაკუთრებული გეგმები არ აქვს და იქ პარკის მოწყობას აპირებს.