ბინა, რომელშიც გურამ შეროზია წლებია ცხოვრობს და რომელიც საკუთარი გემოვნებით მოაწყო

როგორც ბლოგერი და ჟურნალისტი გურამ შეროზია ამბობს, ეს ბინა, რომელშიც მეექვსე წელია ცხოვრობს, ულამაზესი ხედის, ნათელი სივრცის, ხელმისაწვდომი ფასის გამო აარჩია თავის დროზე. თავდაპირველად იქ მარტო შეუდგა ცხოვრებას, ახლა კი მასთან არიან დედამისი და ხშირად მისი ქალიშვილიც იქ ცხოვრობს მამასთან ერთად.

- ბინა წერეთლის გამზირზეა, პანთეონთან. პროექტი იყო ძალიან ლამაზი და ორიგინალური, ფასებიც - მისაღები, მქონდა საკმაოდ კარგი ფასდაკლება. ეს უბანი ჩემთვის ძალიან ნაცნობი და ახლობელია. ჩემი ძველი სახლიც ამ უბანშია. ბინა მე-13 სართულზეა, ყველა ოთახიდან არაჩვეულებრივი და ულამაზესი ხედი მოჩანს.
ერთი სიტყვით, ბევრი პარამეტრი იყო, რის გამოც არჩევანი ამ სახლზე შევაჩერე, - ამბობდა გურამი ჩვენთან ინტერვიუში.

"სახლი ჩემი დიზაინით და გემოვნებით მოვაწყვე. "გუგლში" ვეძებდი იდეებს. ზოგჯერ ჩემს მეგობარ დიზაინერებს ვთხოვდი რჩევებს. როგორც იქნა, დასრულდა მათი დასპამვა შეკითხვებით, რჩევების თხოვნით. შემდეგ ვუხსნიდი ხელოსნებს და ისინიც ზუსტად ისე აკეთებდნენ ყველაფერს, როგორც ვეუბნებოდი. ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს, ამიტომ თითქის ყველა ფერი გამოვიყენე. მისაღები ოთახი კრემისფერსა და ყავისფერში გადავწყვიტე. ერთი საძინებელი მოვარდისფრო-მოიასამნისფროა. კაბინეტი ყვითელ ფერშია. ფაქტობრივად, არც ერთი ფერი არ დავტოვე გამოუყენებელი. რაც შეეხება განათებას, ნათელ ბინებს ვანიჭებ უპირატესობას. ჩემი სახლიც ნათელია. ორივე მხრიდან მზე უდგება. თუ მაქვს განწყობა, რომ ოთახი ჩაბნელებული იყოს, ღამის მუქ ფარდებს დავუშვებ. დაბნელება მარტივია, დღის განათების მიღებაა რთული. სახლში ოთხი ტიპის განათება დავამონტაჟე. არის ჭერში ჩამონტაჟებული განათება, ჭაღები, ბრები და სანათები. თითოეულ მათგანს მონაცვლეობით ვიყენებ".

"არაჩვეულებრივი კულინარი ვარ. უგემრიელეს კერძებს ვამზადებ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მეგობრები ასე ამბობენ. მაქსიმალურად ვეცადე, კომფორტული და მოსახერხებელი გამოსულიყო. იგი ყველა სქესის, გემოვნების და მოთხოვნილების ადამიანს აკმაყოფილებს. სამზარეულოს ყველა დეტალი - თაროები, მაგიდა, სკამები, ჩემი გემოვნებითაა გაკეთებული. რაც მთავარია, არ მინდოდა მისაღები ოთახისგან ბარით ყოფილიყო გამოყოფილი, ამიტომ არის იზოლირებული. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, სადაც საჭმელს ამზადებ და მიირთმევ, იმავე ოთახს იყენებდე სტუმრების მისაღებად. ჩემი სამზარეულო არ არის დიდი, სულ რაღაც შვიდი კვადრატია, მაგრამ სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოამზადო გემრიელი კერძები და იქვე მიირთვა. თუ ბევრი ადამიანი მყავს სტუმრად, მისაღებ ოთახში ვშლი სუფრას".



კომენტარები

ელი 2023-01-10 21:39
ყველამ თავის გემოვნებას მიხედოს.ვისაც როგორ მოსწონს ისე აწყობს.
kaxa 2022-12-26 10:41
კაცმა საკუთარი ბინა მოაწყო თავის გემოზე და თქვენ ვინახართ გემოვნება დაუწუნოთ,თქვენ თქვენი ბინა მოაწყვეთ როგორც გინდათ.
მმმ 2022-12-25 18:22
ყველამ თქვენთქვენი გემოვნებით მოაწყვეთ საკუთარი ბინები რა. ამ ადამიანს როგორც მოსწონს, ისე მოაწყო თავისი ბინა, თქვენი ნებართვის გარეშე
www 2022-12-22 14:51
აქ სადმე გემოვნებაც იყო?
მარიამი 2022-12-22 00:43
კარგი ბიჭიხარ გურამ.კულტურა და ადამიანობა არგეშელება.მშოლი ადამიანი კიდევ ყოველთვის დასაფასეველია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები