ჩანჩქერები, ტბები, აუზი, შადრევნები, ჩოგბურთის კორტი, სპა... - ამ 23-მილიონიანი სახლის მფლობელი ბავშვობაში სანთლებს ამზადებდა და ყიდდა

ამ სახლის მეპატრნე სახლის სურნელოვანი სანთლებისა და არომატების მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელია. სანთლებს ჯერ კიდევ მოზარდობაში ხარშავდა და თანატოლებში ყიდდა. მალე თავისი პირველი მაღაზიაც გახსნა.



საქმე კარგად წაუვიდა და საბოლოოდ გახდა დიდი კომპანიის დამფუძნებელი. 1998 წელს მან საკუთარ კომპანიის 90 პროცენტი გაყიდა და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაეშურა, შეაგროვა სპორტული მანქანების კოლექცია და დალია 20 000 ბოთლის ღვინო. ასევე დასავლეთ მასაჩუსეტსში უზარმაზარი სახლი იყიდა. აღსანიშნავია, რომ სახლს ჰქონდა საკუთარი დისნეილენდი, რომელიც მეწარმის გარდაცვალების შემდეგ აუქციონზე გაიტანეს. ახლა ამ პარკის შეძენა 23 მლნ.
დოლარდ არის შესაძლებელი.


საუბარია მაიკლ კიტრეჯზე, ცნობილი კომპანიის - Yankee Candle-ის დამფუძნებელზე, გულითად, კეთილ, გულუხვ მეგობარსა და ოჯახის თავზე. მან სახლი ისე მოაწყო, რომ სტუმრებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნა.



მთავარ შენობაში არის 5 საძინებელი, 6 აბაზანა, 11 ოთახი, სოლარიუმი, ოვალური კაბინეტი შუშის კედლებით, სასტუმრო ოთახი, ორი უზარმაზარი სამზარეულო (ერთ-ერთი იმხელაა, რომ ხუთ სამზარეულო კუნძულს მოიცავს) და საკმაოდ ტევადი ღვინის მარანი.


გარე ტერიტორიაზე არის ჩანჩქერები, ტბები, აუზი, შადრევნები და კიდევ შვიდი კორპუსი სტუმრებისთვის. მომსახურე პერსონალის შენობაში 16 აბაზანაა. ეზოში შეხვდებით ასევე სამ ჩოგბურთის კორტს, გოლფის მოედანს, სპა კომლექსს და სატრენაჟორო დარბაზს თავისი მასაჟის კაბინეტით.

კომენტარები

გოგა 2022-12-28 08:39
ეკლესია რას მალავს მაგას რო ჩაწვდე ჩემო კომბლე დაიშოკები უფრო,..)..
კ ო მ ბ ლ ე 2022-12-28 03:34
ამხელა გული სანთლის გაყიდვის დაიწყო და დააგროვა? აზრზე ხართ ტოო? ეკლესია რამხელა შემოსავალს მალავს? თან ეს მღვდლებზე სამჯერ იაფად ყიდდაო...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები