31 წლის დაკოტა ჯონსონისა და 43 წლის კრის მარტინის ნიშნობის შესახებ გავრცელებული ჭორები შესაძლოა გამართლდეს. როგორც ჩანს, წყვილმა, რომელიც ერთმანეთს სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა, გადაწყვიტა ურთიერთობა ნიშნობით დაეგვირგვინებინა.
გასული წლის ოქტომბერში შეყვარებულებმა მალიბუზე 495 კვ.მ. ფართის საოცარი სახლი იყიდეს და საახალწლოდ შესახლდნენ კიდეც. ელიტური საცხოვრებელი აუქციონზე თავდაპირველად 1 მლნ. აშშ დოლარად იყო გატანილი, თუმცა წყვილმა საბოლოოდ 12, 5 მლნ. აშშ დოლარად შეიძინა.
სახლი თანამედროვე, კეიპ-კოდ სტილშია გაფორმებული, ეს ჩრდილოეთამერიკული ტრადიციული სოფლის სახლის სტილი გახლავთ. სახლში არის 6 საძინებელი და 9
აბაზანა, მისაღები ოთახი ლამაზი ბუხრითა და დიდი ფანჯრებით, საიდანაც საოცარი ხედი იშლება მთებსა და ოკეანეზე. ერთ-ერთი ოთახი სახლის კინოთეატრს ეთმობა. სახლში საკმარისი ადგილია ბავშვებისთვისაც (მარტინს ორი შვილი ჰყავს წინა ქორწინებიდან გვინეტ პელტროუსთან, რომლებიც ხშირად სტუმრობენ მამას).
გარე ტერიტორიაზე არის ასევე ორსართულიანი სახლი სტუმრებისთვის. აქ არის სათამაშო ოთახი, სამზარეულო, მისაღები ოთახი, საძინებელი. ეზოში შეხვდებით დიდ აუზს ჰიდრომასაჟის კაბინეტითა და დასასვენებელი ზონით, სადაც ასევე არის ბუხარი. გარეთ მოწყობილია ადგილი ბარბექიუსა და ბარისთვის. სახლი აღჭურვილია სათანადო, საიმედო დაცვის სისტემით. მთელი ტერიტორია კი მჭიდროდ არის გაფორმებული ხშირი ხეებით.
ცნობილი ხდება ასევე, რომ დაკოტა ჯონსონი არ პირებს ძველი სახლის გაყიდვას, რომელიც მას 5,5 მლნ. აშშ დოლარად აქვს ნაყიდი.