ეს ყველაზე ძვირად ღირებული სახლია რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავების სახლებს შორის - სტილი და დიზაინი გაგაოცებთ

ნამდვილად გაოცდებით და დარწმუნდებით, რომ მდიდრული და ძვირად ღირებული სულაც არ ნიშნავს იმავდროულად კარგს და გემოვნებიანს. სტას მიხაილოვის 12 მლნ დოლარად შეფასებული სახლი სწორედ ამის დასტურია. 
რუსული ესტრადის ვარსკვლავის სახლი 600 კვადრატული მეტრია. 2015 წელს იყიდა რიგასთან ახლოს მდებარე ელიტურ დასახლებაში  Agalarov Estate, სადაც ბევრი ვარსკვლავის სახლი მდებარეობს. ამ დასახლებაში მხოლოდ მისი მცხოვრებნი და მათი სტუმრები დაიშვებიან. 300 ჰექტარ მიწაზე 8 კორპუსია და 260 კერძო რეზიდენცია. ტერიტორიაზეა ასევე გოლფ-კლუბი, რესტორანი, სასტუმრო, სპორტული კომპლექსი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი. დასახლების მფლობელი ცნობილი
მილიონერი და მომღერალი ემინ აგალაროვია, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ყოფილი სიძეა.

 Agalarov Estate

სტას მიხაილოვი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია რუსულ შოუბიზნესში - საშუალოდ 7მ4 მლნ დოლარს გამოიმუშავებს წელიწადში, ამიტომ თავს მსგავსი ფუფუნების უფლებას ადვილად აძლევს. ფოტოებს კი მისი მესამე ცოლი აზიარებს ხოლმე სოციალურ ქსელში.

სახლის ფასადი მარმარილოს სვეტებით არის შემკობილი, ტერასაზე დასასვენებელი ზონაა.

სახლში ყველაფერი ძვირად ღირებულია - მარმარილოს იატაკები, მარმარილოს კიბეები, პომპეზური ავეჯი, ხალიჩები, ერთდროულად ნეოკლასიკური და ე.წ. მეფური სტილია, თუმცა რამდენად ჯდება ყველაფერი ერთმანეთში და რამდენად ლამაზია, ეს მაყურებლის გადასაწყვეტია. 


სახლის ინტერიერი ძირითადად მიხაილოვის მეუღლემ მოაწყო, ინამ, რომელსაც იტალიელი დიზაინერები ჰყავდა დაქირავებული. ოთახებში ძირითადად მუქი ფერები აირჩია და ასევე ოქროსფერი და მოოქროვილი მასალებიც, რაზეც ფული არ დაინანა. ავეჯის ნაწილი ტყავგადაკრულია, ნაწილი - ხავერდით, ბროლის ჭაღები ამშვენებს ოთახებს და ოქროთი მოოჭვილი ხატები. 








კომენტარები

ira 2023-02-08 16:15
რა გოიმობაა ღმერთმანი, სახლია თუ სარესტორნე დარბაზი. მყუდროებას ვერ ჰპოვებ აქ. მარაზმი და კიდევ მარაზმი.
Nina 2023-02-01 12:57
123-ს სულ არ მომცონს მე მიხაილოვის სახლი, არც სიმღერები. მიხაილოვს აზერბაიჯანული ფესვები აქვს,იმიტომ უყვარს ყველაფერი ოქროსფერში. ანა-ს კომენტარი არის უზრდელური და ანა-ს გამო ხომ არ შეიძლება რომ ვთქვა რომ ყველა ქართველი უზრდელია, ან თუ სომეხია ანა , რომ ყველა სომეხი უზრდელია. და ბოლოს - მე 8 ოთახიან ბინაში ვცხოვრობ , ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების გემოვნებით . სულ არ ვარ გოიმი.
niania-s- suratebs ver davdeb , tu ginda mobrdzandi stumrad .
მარინა 2023-02-01 06:13
მაგის ნახევარი მქონდეს დასაწუნი რა აქვს ხალიან გემოვნებიანებოო
მართლმწერი 2023-01-31 17:25
"ტოტო", რომელ საგანში გამზადებდათ ის რეპეტიტორი, არ ვიცი, მაგრამ ქართულში რომ არა, ეს აშკარად ჩანს :)
ტოტო 2023-01-31 13:42
ღარიბი ოჯახებიდან გამოსულებს (ყოველთვის არა),როდესაც ფინანსიურ წარმატებას ახწევენ უნდათ ყველაფერი შეყარონ სახლში რაც ბავშვობაში მოწონდათ.ამიტომ უგემოვნო გამოსდით.
ბავშვობაში ერთ პედაგოგთან დავდიოდით სახლში მოსამზადებლად,დედამისი მზესუმზირის გამყიდველი იყო,შემდეგ შვილმა ფინანსიურ წარმატებას მიახწია მოსწავლეების მომზადებით და უნდა გენახათ მის ბინაში შეყრილი უამრავი ავეჯი,ან ჭურჭელი,ნახატების რეპროდუქციები.მოკლედ მეჯღანუაშვილები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები