სახლი, რომელშიც გახმაურებულ დოკუმენტურ სერიალს იღებდნენ მეგანისა და ჰარის შესახებ, აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. მისი ყიდვა 33,5 მლნ. დოლარად არის შესაძლებელი. ალბათ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება ეს სახლი.
მთელი მსოფლიო 10 იანვარს გამოსულ პრინცი ჰარის მემუარებს განიხილავს, რასაც წინ დოკუმენტური ფილმი უძღოდა სახელწოდებით "ჰარი და მეგანი" , რომელშიც სასექსების მრავალ საიდუმლოს აეხადა ფარდა. რა თქმა უნდა, გამოჩნდა ხალხი, ვინც ამ ყველაფრის მონეტიზაცია წარმატებით განახორციელა. რამდენიმე დღის წინ ორსართულიანი სახლი მონტესიტოში, რომელშიც აღნიშნული სერიალის სცენებს იღებდნენ, გასაყიდად გაიტანეს. ფასი 33,5 მლნ. აშშ დოლარი გახლავთ.
სახლის ფართი 1263,39 კვ.მ.-ია. აშენებულია
ვილა ტეილორ პერის ეკუთვნოდა, ამერიკელ პროდიუსერსა და მსახიობს, მილიონერს. მან დიდი სიამოვნებით შესთავაზა სახლი ინგლისიდან აშშ-ში გამოქცეულებს, რათა მათ მზიან კალიფორნიაში ახალი ცხოვრება დაეწყოთ.
ცოტა ხანში კი წყვილმა საკუთარი სახლი იყიდა მონტესიტოში, ამ სახლის მახლობლად. ახლა კი მათი დროებითი ნავსაყუდელი, რომელიც ნეთფლიქისის სერიალის წყალობით საყოველთაოდ გახდა ცნობილი, აუქციონზე იყიდება.