უშველებელი სახლი ზღვის პირას, სადაც ცნობილი მომღერალი მარტოდმარტო ცხოვრობს

ეს ორსართულიანი სახლი იურმალაში მდებარეობს და ცნობილი ლატვიელი მომღერლის, ლაიმა ვაიკულეს საკუთრებაა. მომღერალი მთელ თავისუფალ დროს ამ სახლში ატარებს, ამიტომ მისი სახლი სრულფასოვნად, კომფორტულად უნდა იყოს მოწყობილი და ამავდროულად მის შინაგან სამყაროსაც უნდა ასახავდეს? არის კი ასე? მოდი, ვნახოთ.

შეხედავთ თუ არა სახლს მიხვდებით, რომ სახლის პატრონი პედანტია, მკაცრი ხასიათით. სახლი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მარტო ტერასიდან, სახლის სხვა ფანჯრებიდანაც მშვენიერი ხედი იშლება.

ვილის მთლიანი ფართობი 400 კვ.მ.-ია. სახლში ყველაფერია კომფორტისთვის - აბანოს კომპლექსი, დიდი საგარდერობე, უზარმაზარი
სამზარეულო და სასადილო. სახლის დიზაინითა და მიმდებარე ტერიტორიის ლანდშაფტის მოწყობით ადგილობრივი, პროფესიონალი დიზაინერები იყვნენ დაკავებულები.



მოჭარბებული თეთრი ფერი სახლს ფართოს, დიდს, მისი მთავარი აქცენტი, მინა კი ჰაეროვანს ხდის.
მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მისი ინდივიდუალური სტილი და ხიბლია. მთავარი პლუსი კი რამდენიმე სტილის (ფუტურიზმი, ლოფტი, მოდერნი, ამერიკული მოდერნი) თამამი და გონივრული შერწყმაა. მიუხედავად მრავალი სტილის შერევისა, სახლი ჰარმონიულად და შეკრულად გამოიყურება.


კიდევ ერთ პლუსად შეიძლება ჩაითვალოს კონტრასტული ფერები. დიზაინერს ნეიტრალური ფერები აქვს გამოყენებული როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში, თუმცა უხვად არის გამოყენებული აქცენტები. ფერადი ბალიშები, კონტრასტული ქოთნები, სურათები და ავეჯი.


როდესაც საუბარია დიდი სივრცეზე, ძალიან მნიშვნელოვანია მოხერხდეს მისი გონივრულად მოწყობა. ოთახების მოწყობის დროს დიზაინერმა ერგონომიკის კანონები გამოიყენა, რისი წყალობითაც თავიდან აირიდეს სიცარიელის ან ზედმეტად გადატვირთვის ეფექტი. მეორე სართულის ჰოლიც კი, რომელიც ძირითადად ცარიელია ხოლმე, კომფორტულად არის მოწყობილი სავარძლითა და ყავის მაგიდით, ტუმბოთი და კომოდებით.



სახლს არც ვეებერთელა ღობე აქვს შემორტყმული, რისი წყალობითაც ვილა მაქსიმალურად განმარტოებულად გამოიყურება. ეზოში ყველაფერი არის ზუსტი, სწორი და გამართული.

კომენტარები

ლია 2023-08-23 17:41
ვაიკულემდე რომ მიხვალთ ააშენებთ!
გიო 2023-08-23 12:39
ყველა რომ მარტი ცხოვრობს უზარმაზარ სახლში....
ტატა-ს! 2023-04-05 22:42
იაპონიის იმპერატორობა ხომ არ გინდა?
ტატას 2023-03-07 15:12
თქვენ ვაიკულე არ ხართ, ასე რომ ნუ შეედრებით.
ტატა 2023-03-06 13:38
მეც მინდა სახლი ძრვის პირას მაგრამ ამის სახლის ხელა მიწა მაქვს 400 კვ სულ რაღაც 80 კვ სახლი მინდა და ისიც ვერ ამიშენებია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები