ვერც დაიჯერებთ, სად ინახავენ ვარსკვლავები თავიანთ ოსკარებს - მაცივარი, საპირფარეშო...

ყველა მსახიობისთვის ეს საოცნებო ფიგურა, უკვე ვარსკვლავების ხელთ აღმოჩენილი, ხშირად ძალიან უცნაურ ადგილებში დაიდებს ხოლმე ბინას, ზოგჯერ კი მისი ბედი საერთოდ  გაურკვეველია. ცოტა გასაკვირია, ასე ელოდებიან, სიხარულისგან ტირიან და მერე...

ოლივია კოლმანი 

მაგალითად ოლივია კოლმანი, რომელმაც "ოსკარი" ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო, ჯილდოს საწოლში ინახავს, ამბობს, რომ ის მუდამ მასთან და მის ქმართან უნდა იყოს. ოლიავიას ოხუნჯობის შესახებ ყველას სმენია და ალბათ, ამაზეც ხუმრობს, თუმცა ფაქტია, რომ ოსკარი მისთვის ძვირფასია და საიმედო ადგილას აქვს დაბინავებული, სხვა კოლეგებისგან განსხვავებით.

კეიტ უინსლეტი

მას ოსკარი,
არც მეტი, არ ნაკლები, საპირფარეშოში უდგას და ამას იმით ხსნის, რომ ყველა ეკითხება, სად არის მისი ოსკარი, ასე კი ყველა დაინახავს და ზედმეტი შეკითხვებიც არ იქნება.

სიუზან სარანდონი

კეიტ უინსლეტი ამ შემთხვევაში მარტო არ არის, სიუზანი მას გვერდში უდგას და 1996 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიღებული ოსკარი მას აბაზანაში აქვს შენახული.

ალისია ვიკანდერი

ალისიას ეს ჯილდო თითქოს არც არაფერში სჭირდებოდა. ამბობს, რომ ოსკარი დაჯილდოების ღამის შემდეგ არც კი უნახავს და მეგობრის შვილს მისცა.

ჯონ ლეჯენდი

ლეჯენდი პირველი აფროამერიკელი მსახიობია, რომელმაც ერთდროულად მოიგო გრემი, ემი, ოსკარი და ტონი. იგი ძალიან ამაყობდა ამ ფაქტით. სპეციალური თაროც კი გააკეთა ჯილდოებისთვის და თანაც, არა საპირფარეშოში, არამედ მისაღებ ოთახში.

ტიმოთი ჰატონი

ჰატონმა ოსკარი კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო 1980 წელს და ამ ჯილდოსთვის უჩვეულო ადგილი გამონახა -, იფიქრა, რომ სახალისო იქნებოდა მისი მაცივარში მოთავსება. როდესაც სტუმარი სასმლის ასაღებად მაცივრის კარს გამოაღებს და იქ ოსკარი დახვდება, ძალიან ვხალისობთო. მრავალი წელია მისი ქანდაკება მაცივარში ბინადრობს.

ჯულია რობერტსი

ჯულია რობერტსი გამოტყდა, რომ ოსკარს სალონში ინახავს. როდესაც მას ჰკითხეს, რას ნიშნავდა სალონი, მან განმარტა, რომ ეს არის ადგილი, სადაც დგას პიანინო და სადაც მისი ქალიშვილი უკრავს ხოლმე.

ემმა სტოუნი

ემმა კი ოსკარს მისი ყველაზე საყვარელი ადამიანის, დედის სახლში ინახავს და დასძინა, რომ დარწმუნებულია, რომ დედამისი ამ ჯილდოს უკეთ მიხედავს, ვიდრე თავად.

კუბა გუდინგი უმცროსი

კუბამ ოსკარს ადგილი ღვინის კარადაში მიუჩინა. განმარტავს, რომ აქ ოპტიმალური ტემპერატურაა და მისი ქანდაკება სულ ახალივით ბრჭყვიალებს.

გოლდი ჰოუნი

ჰოუნმა კი ოსკარისთვის მედიტაციის ოთახი შეარჩია. ამბობს, რომ ჯილდო მისი ისტორია, მისი ფილოსოფიაა.


რიზ უიზერსპუნი

რიზს ოსკარის, რომელიც მან ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო 2005 წელს, გადადნობა უნდოდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და ადგილი მისაღებ ოთახში მიუჩინა, თვლის, რომ ეს უკეთესი ვარიანტია.

გვინეტ პელთროუ

ამბობს, რომ ოსკარი წიგნების უკან დამალა, საძინებლის კარადაში და აღიარებს, რომ მისი დანახვა ცოტათი ღლის.

ნატალი პორტმანი

მსახიობი გულახდილად ამბობს, რომ აზრზე არ არის სად აქვს შენახული ოსკარი, რომელიც მან "შავი გედისთვის" მიიღო.


ცნობისთვის, ოსკარი ბრინჯაოს ქანდაკება გახლავთ, რომელიც დაფარულია სუფთა, 24-კარატიანი ოქროთი, მისი სიმაღლე 34 სმ-ა, წონა კი - 4 კგ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები