ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ოცნების სახლი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ


ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა, როგორც ჩანს, მიაგნეს ოცნების სახლს. რამდენიმეწლიანი ძიების შემდეგ სახლი ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში აღმოაჩინეს. აღნიშნული უძრავი ქონება ფინანსური მაგნატის, გრეგორი მილკენის საკუთრება გახლდათ. საბოლოოდ წყვილმა ოცნების სახლში 64 მლნ. აშშ დილარი გადაიხადა.



სახლი 1500 კვ.მ.-ს მოიცავს. წყვილს 5 შვილი ყავს და საკუთარი ოთახი ყველას დასჭირდება. საერთოდ კი სახლში სულ 8 საძინებელია, თითოეულს თავისი გარდერობის ოთახი აქვს. გარდა ამისა, აქ არის სატრენაჟორო დარბაზი, სახლის კინოთეატრი, ბევრი მოსასვენებლი ადგილი, ფართო სამზარეულო, უზარმაზარი უკანა ეზო აუზითა და კოცონის ადგილით.



მიმდებარე ტერიტორიაზე არის ასევე სახლი სტუმრებისთვის. სახლიდან საოცარი ხედი იშლება ტემესკალ კანიონ როუდზე.







კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები