ვარსკვლავების სამზარეულოები - სად სადილობენ მეგ რაიანი, ჰილარი სუონკი და სხვა ვარსკვლავები

სასადილო ოთახი სახლის ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი ნაწილია და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც მზარეულობა უყვარს. ეს ის ოთახია, სადაც მასპინძლობენ სტუმრებს და იკრიბება ოჯახი. საინტერესოა, სად სადილობენ ვარსკვლავები.

მეგ რაიანი


კუნძულ მარტას-ვინიარდზე მდებარე სახლი სამოთხეს ჰგავს. სამზარეულო მთლიანად მინებშია, რაც ბუნებრივი სინათლის რეზერვუარს ქმნის. ამ ზონის ძირითადი ფუნქციონალური ობიექტები გახლავთ: მუხის სასადილო მაგიდა, საუცხოო ცისფერი სამუშაო ზედაპირი და პროფესიონალური გაზქურა, ასევე სხვადასხვა დონეზე განთავსებული სხვადასხვა ტიპის სანათები.


ჰილარი სუონკი


ჰილარი სუონკი თვლის, რომ საცხოვრებელი სახლი ექსტრავაგანტურობით არ უნდა გამოირჩეოდეს. მისი ბინის ინტერიერი
მინიმალური და ძალიან დახვეწილია. მიხედავად იმისა, რომ სახლი გუძონის ახლოს მდებარეობს, ფანჯრებიდან წყლის მხოლოდ ვიწრო ზოლი მოჩანს, თუმცა აქედანვე იშლება საოცარი ხედი მანჰეტენზე, ბრუკლინისა და ქუინსის სახურავებზე, რაც ასე ძალიან უყვარს ჰილარის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი და ზომიერად გაჯერებულია ვინტაჟური ნივთებით.


აირინ ლაუდერი

ესტე ლაუდერის შვილიშვილმა, აირინმა ბებიის სახლი ისტ ჰემპტონში თანამედროვედ მოაწყო, თუმცა მთავარი დეტალები ხელუხლებელი დატოვა - მან შეინარჩუნა ბებიის მიერ შერჩეული ფერები. მუხედავად გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა, მემკვიდრე დასვენების დღეებს სწორედ საყვარელი ბებიის სახლში ატარებს.


ინეს დელა ფრესანჟი



ტოპ მოდელს საოცარი ნიჭი აქვს, გადაასხვაფეროს ყველაფერი, რასაც კი შეეხება. ავეჯსაც ისე ირჩევს, როგორც სამოსს, მთელი გულითა და ყურადღებით. ამ ყველაზე ცნობილი ფრანგი ქალის სახლი ტარასკონში მდებარეობს. მიუხედავად პოპულარობისა და გადატვირთული გრაფიკისა, ეს ქალბატონი ძალიან აფასებს ოჯახურ სიმყუდროვესა და სახლში გატარებულ წუთებს. მისი ყველაზე საყვარელი ადგილი სახლში სამზარეულოა, სადაც ინდუსტრიული ატმოსფერო სუფევს. ფანჯრების ქვემოთ, ლამაზად მოწნულ კალათებში აკურატულად არის განთავსებული ხილი და ბოსტნეული.


შანტალ ტომა

ფერები და სტილი სწორედ ისეთია, როგორიც შანტალ ტომას საფირმო ხელწერას შეეფერება, დახვეწილი და ცოტა კეკლუცი. ინტერიერში დომინირებს მისი საყვარელი ნაცრისფერი და ვარდისფერი.


რიზ უიზერსპუნი

მსახიობის რანჩო ქალაქ ოჰაიში, კალიფორნიის შტატში მისი თავშესაფარია. აქ რიზი თავს ისევ ბავშვად გრძნობს და ბედნიერია ოჯახთან ერად გატარებული ყოველი წუთით. ოდესღაც აქ ცხენის თავლა იყო, ახლა კი გაგაოცებთ მაღალი ჭერი, ულამაზეს ბაღზე გამავალი დიდი ფანჯრები, დიდი ხის სასადილო მაგიდა, რომელიც ანტიკვარული სავარძლებით არის გარშემორტყმული. ინტერიერს ალამაზებს ასევე ტყავის სკამები და ჭედური სავარძლები, უბრალო, სადა, თუმცა ძალიან დახვეწილი.


სარა ჯესიკა პარკერი

ჯესიკა პარკერისთვის სახლში უმთავრესი კომფორტია. მთავარი ხიბლი სასადილო ოთახია, სულ თეთრი. დიასახლისი თვლის, რომ მის სასადილოს სტუმრები ამშვენებს და აცოცხლებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები