ილონ მასკის ბიოგრაფი, უოლტერ აიზექსონი ოროთახიანი სახლის ფოტოს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ცხოვრობს. ის მასკს შინ იმ დროს ეწვია, როცა მის შესახებ წიგნს წერდა.
ბიოგრაფის ცნობით, მასკმა გადაწყვიტა, გაეყიდა თავისი ხუთი ძვირადღირებული სახლი და მისი მთავარი რეზიდენცია ყოფილიყო სპარტანული ოროთახიანი სახლი ტეხასის შტატის ბოკა ჩიკაში, სადაც ის მილიარდერს შეხვდა.
„ის ამ ხის მაგიდასთან იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა,“ - წერს აიზექსონი თავის პოსტში და ფოტოს აქვეყნებს.
მასზე ნაჩვენებია სტუდიოს ტიპის ბინა, ანუ მისაღები ოთახის ნაწილი ღია სამზარეულოთი, სადაც ერთ-ერთ
სკამზე მასკის ქურთუკი კიდია, ხოლო ჟურნალების ხის მაგიდაზე რაკეტის სკულპტურა და კატანა (იაპონური ხმალი) ჩანს.
აიზექსონი აცხადებს, რომ თავის ახალ წიგნში, „ილონ მასკი” განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა მასკმა პერსონალის შემცირება. წიგნი მაღაზიების თაროებზე 12 სექტემბერს გამოჩნდება.
მასკმა თავისი პატარა სახლი ბოკა ჩიკაში პირველად 2021 წლის ივნისში გაასაჯაროვა. სახლი ააშენა სტარტაპ Boxabl-მა, რომელიც მოდულურ სახლებს აწარმოებს. ასეთი სახლების ტრანსპორტირება ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი, ხოლო კომუნიკაციების მონტაჟსა და სახლთან დაკავშირებას რამდენიმე საათი სჭირდება. განაგრძეთ კითხვა