ბრიტანელი როკ ვარსკვლავი ორ კონტინენტზე ცხოვრობს - წლის უმეტეს დროს სამშობლოში ატარებს, დანარჩენ დროს - აშშ-ში, სადაც ტელევიზიაში თავისი შოუ აქვს. ასე რომ, ამერიკელ როკ-ფოლკ-ქანთრის ვარსკვლავს ამერიკაში თავისი სახლი სჭირდებოდა, ჰოდა სახლი კი არა, ნამდვილი სასახლე მოიწყო, თანაც, ექსტრავაგანტური.
მიწის ნაკვეთი ლოს ანჯელესის პრესტიჟულ უბანში მომღერალმა ჯერ კიდევ 1990 წელს შეიძინა და სახლის მშენებლობაც მალევე დაიწყო ცნობილი არქიტექტორის რიჩარდ ლონდროს დახმარებით, რომლის პორტფოლიოში შედის ისეთი ვარსკვლავების სახლების მშენებლობა, როგორებიც არიან სილვესტერ სტალონე, კენი ჯი, უეინ გრეცკი და სხვა.
გიგანტური სახლი 8000
კვ.მ. ფართობს მოიცავს. სახლში არის 13 საძინებელი, შიგნიდან და გარედან ვერსალივით გამოიყურება. ნაგებობა მართლაც შეიცავს კლასიკური ფრანგული არქიტექტურის მოტივებს.
ინტერიერი სხვადასხვა სტილს აერთიანებს, სულ ცოტაც და კიჩის სტილს განეკუთვნებოდა. მისაღები ოთახი მინისტრთა კაბინეტი გეგონებათ, ჰოლი კი არაბ შეიხებსაც კი განაცვიფრებს.
სასტუმრო ოთახში თავს მარმარილოს ბუხარი იწონებს, საშინაო კინოთეატრში კი ურიკას წააწყდებით, როგორითაც ქუჩებში ნაყინსა და ტკბილეულს დაატარებენ.
სახლში რამდენიმე ბარია. ყველაფერი ოქროსა და მარმარილოშია ჩასმული. ბიბლიოთეკა მთლიანად ხით არის მოპირკეთებული. გიგანტური აბაზანა მთლიანად ვარდისფერი და მწვანე მარმარილოთია მოპირკეთებული.
განსაკუთრებული ადგილი უკავია სტიუარტის ფეხსაცმელების კოლექციას. რამდენიმე ასულ წყვილ ფეხსაცმელს სპეციალური გარდერობი გამოუყო.
გარე ტერიტორიაზე უზარმაზარი ღია აუზია თავისი მოსასვენებელი ზონით. სახლს გარს ბაღი არტყია. სასიამოვნო ბონუსი საფეხბურთო მინდორია.
ეზოში, ცენტრში, თავს იწონებს ულამაზესი შადრევანი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს. სტიუარტის მეზობლები არიან დენზელ ვაშინგტონი და ადელი. თავის დროზე მომღერალს ამ სახლის მშენებლობა 12 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა, ახლა კი ამ სახლის საბაზრო ღირებულება 70 მლნ აშშ დოლარია.