უოლტ დისნეის წარდგენა არ სჭირდება. მეზღაპრე მულტიპლიკატორმა ნამდვილი იმპერია შექმნა. ეს სახლი მისი დიდების ერთ-ერთი დასტურია.
თავდაპირველად მულტფილმებს სხვისთვის ხატავდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ამით მილიონების შოვნა შეიძლებოდა. ლოს ანჯელესში გადავიდა და ძმასთან ერთად მულტფილმების შემქმნელი კომპანია დააარსა. ამერიკული ოცნება დისნეებს მალე აუხდათ. 1930 წლისთვის ისინი უკვე საკმაოდ შეძლებულები იყვნენ და უოლტს ჰოლივუდის გზაზე საკუთარი სახლი ჰქონდა.
ამ სახლში უოლტი თავის ოჯახთან ერთად 20 წელი ცხოვრობდა. სწორედ ამ სახლში შეიქმნა პინოქიო, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, კონკია და სხვა საოცარი მულტფილმები.
სახლი მართლაც ზღაპრულია. სახლის მშენებლობისთვის გამოყენებულია სხვადასხვა მოტივები, სხვადასხვა ეპოქის და დროის.
სახლი, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად იცვლებოდა, თუმცა მთავარი ხიბლი არ დაუკარგავს.
სახლის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ლაქირებული ხე. სასტუმრო ოთახს აგურის ბუხარი ამშვენებს, შესასვლელში კი ფრანგული კარები იწონებს თავს. მთავარი საძინებელი, ოთხიდან ერთ-ერთი, დამშვენებულია პომპეზური საგარდერობე ოთახითა და აბაზანით. სახლის ფანჯრებიდან კი საოცარი ხედი იშლება.
გარე ტერიტორიაზე არის დიდი ბაღი, აუზი, საზაფხულო სამზარეულო, საბავშვო სახლიც კი არის შენარჩუნებული, რომელიც უოლტ დისნეიმ საკუთარ ქალიშვილებს აჩუქა საშობაოდ 1937 წელს.
დღესდღეობით სახლი რეჟისორ ტემურ ბეკმამბეტოვის საკუთრებაა და თვეში 40 000 დოლარად აქირავებს.