ცნობილმა რუსმა მომღერალმა გადაწყვიტა, საკუთარი სახლის ინტერიერი განეახლებინა.
ეს სასახლე ფილიპ კირკოროვმა მოსკოვის მიმდებარედ 2017 წელს შეიძინა. ლოკაცია მართლაც იდეალური არის შერჩეული - ხედი ტყეზე, არც თავად დასახლებაა დიდი, სულ რაღაც 30 კოტეჯი, ასე რომ, ვარსკვლავს დასვენებაში ხელს არაფერი უშლის.
მომღერალი სახლში ორ შვილთან და 90 წლის მამასთან ერთად ცხოვრობს, ძალიან მოსწონს თავისი სახლი, თუმცა აღიარა, რომ ინტერიერი მოძველდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან თაყვანისმცემლების მიერ გამოგზავნილი საჩუქრებიც საკმაოდ მოუმრავლდა. ასე რომ, გადაწყვიტა მათთვისაც მიეჩინა ადგილი და ინტერიერიც განეახლებინა.
დიზაინერებს საქმე
ტომას ჰოფმანის სკულპტურებისა და სხვა კოლექციები ღია ცისფერ ფონზე მართლაც ძალიან ეფექტურად გამოიყურება.
კედლებს კი ცნობილი მხატვრების ნახატები და მომღერლის აფიშები ამშვენებს.
მეორე, ორსაწოლიანი სტუმრების საძინებელი იასამნისფერში გაფორმდა. აქ ყველაფერი ძალიან მდიდრულად არის მოწყობილი.
დიზაინერებმა კიდევ ერთი ოთახი მოაწყვეს სტუმრებისთვის, რომელიც ადრე უბრალოდ ნივთების შესანახად გამოიყენებოდა, თუმცა შედეგი ისეთი მიიღეს, რომ სტუმრების მაგივრად ოთახი ბავშვებმა აითვისეს, ამის მთავარი მიზეზი კი საწოლი აღმოჩნდა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ძალიან მოხერხებულია, მასაჟორის ფუნქციითაც ყოფილა აღჭურვილი.
ეს კი კირკოროვის სახლი მანამდე, სანამ განაახლებდა:
სახლი საკუთარი ეკლესიით - როგორ სახლში ცხოვრობს ფილიპ კირკოროვი