არავის ეგონა, რომ დრიუ ბერიმორი ასეთ მოკრძალებულ და "ჩვეულებრივ" სახლში ცხოვრობდა - ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება


მსახიობმა თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში განთავსებული პატარა ვიდეორგოლით გაანებივრა, როლზეც ჩანს, თუ როგორ ისვენებს მსახიობი საღამოს საათებში გადატვირთული დღის შემდეგ. მისმა გამომწერებმა მოიწონეს ვიდეორგოლი და დადებითად და მოკრძალებულად შეაფასეს მისი საცხოვრებელი აპარტამენტები.

გულშემატკივრებმა 49 წლის დრიუ ბერიმორი იმის გამო შეაქეს, რომ ძვირად ღირებული რესტორნების ნაცვლად ნიუ-იორკში, თავის სახლში დასვენება აირჩია. მისი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, სადაც ნაჩვენებია, რომ კინოვარსკვლავის სტატუსი არ არის დაბრკოლება მცირე შინაური სიხარულისთვის.


"მე მიყვარს სახლში ყოფნა", - ამბობს დრიუ 15 წამიან კლიპში.
ვიდეოში ჩარლის ანგელოზების მსახიობმა
გააჟღერა რამდენ დროს ატარებს სახლში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრის აზრით სახლში ყოფნა უბრალოდ მოსაწყენია. 
ბერიმორმა, კომფორტულ დიდ მაისურში და ნაცრისფერ სპორტული შარვალში გამოწყობილმა, თავად მოამზადა ათქვეფილი კვერცხი, შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა თავის პატარა სამზარეულოში ცხელი წყლით ხელის დაწვაც კი მოახერხა. ვიდეო დასრულდა იმით, რომ ვარსკვლავი იჯდა სასადილო მაგიდასთან, მიირთმევდა და თან ტელევიზორს უყურებდა. გულშემატკივრებს უკვირთ, რამდენად უბრალო შეიძლება იყოს ბერიმორის საშინაო ცხოვრება.
თითქმის ყველა გამომწერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ვარსკვლავის სტატუსისა, ბერიმორი ჩვეულებრივ ადამიანად რჩება, რომელიც სიამოვნებას ღებულობს წვრილმანებისგან.

ის ცხოვრობს ჩვეულებრივ სახლში, აკეთებს ჩვეულებრივ საქმეებს.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა თაყვანისმცემლებს საკუთარი აბაზანაც დაათვალიერებინა და კანის მოვლის პროდუქტებიც აჩვენა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები